აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცის სამძებრო სამუშაოები 17 თებერვლიდან ხორციელდება.
უწყების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს ზღვაში გაუჩინარების დღიდან სხვადასხვა საშუალებით ეძებენ.
ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი საგანგებო სიტუაციების სამსახურს მიმართავს და მყვინთავების რაოდენობის გაზრდას ითხოვს.