პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ
შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მი­მარ­თავს, გა­მო­ყონ კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც 23 თე­ბერ­ვალს ოფი­სი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­და­ე­ცე­მა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"2021 წლის 23 თე­ბერ­ვალს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის ჯგუ­ფუ­რად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, თბი­ლის­ში, კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან სხვა­დას­ხვა სა­ხის ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ამო­ი­ღეს და და­ლუ­ქეს, რად­გან არ­სე­ბობ­და საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის ან/და სა­მო­მავ­ლოდ მო­პო­ვე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის საფრ­თხე.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი სა­სა­მარ­თლომ კა­ნო­ნი­ე­რად სცნო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს აც­ნო­ბეს, რომ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ სა­მი­ნის­ტრო­ში და და­უბ­რუნ­დე­ბო­დათ პარ­ტი­ის ოფი­სი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რა­ზეც მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს.

ამის შემ­დგომ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ტი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­მო­ყონ კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც ოფი­სი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­და­ე­ცე­მა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)))
22

სხვა რამეებიც მოიპარესოოო.....

ნათი
15

რა ქონდათ მელიას გარდა იქ მოსაპარავი? ტექნიკა საჭირო იყო წაეღოთ,უნდა გაშიფრულიყო ყველაფერი,წაიღეს უამრავი ხალხის ტანდასწრებით. აბა ეს როგორი მოპარვაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს, გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც 23 თებერვალს ოფისიდან ამოღებული სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"2021 წლის 23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს და დალუქეს, რადგან არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"მეც და ნატალიაც მართლები ვართ" - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პირველი არსებითი განხილვა დღეს იმართება

"დაცვის მხარე გვეცოდებოდა, ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ დასკვნით სიტყვაში რა ელაპარაკათ" - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, 7 პირი დააკავეს