მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლოკდაუნის მოხსნა ვაქცინაციის გარეშე მესამე ტალღას გარდაუვალს ქმნის!" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი
"ლოკდაუნის მოხსნა ვაქცინაციის გარეშე მესამე ტალღას გარდაუვალს ქმნის!" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ექი­მი-პულ­მო­ნო­ლო­გი თა­მარ ჟა­მუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბერ­ლინ­ში შა­რი­ტეს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის პნევ­მო­ლო­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს, ამ­ბობს, რომ ლოკ­და­უ­ნის მოხ­სნა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შე მე­სა­მე ტალ­ღას გარ­და­უ­ვალს ქმნის.

რო­გორც ჟა­მუ­რაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, პირ­ბა­დე და დის­ტან­ცია ერ­თა­დერ­თი საშ­ვე­ლია.

"ლოკ­და­უ­ნის მოხ­სნა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შე მე­სა­მე ტალ­ღას გარ­და­უ­ვალს ქმნის! გერ­მა­ნე­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი მე­დი­ცი­ნის ექი­მე­ბი ში­შო­ბენ, რომ მარ­ტის და­სა­წყის­ში ლოკ­და­უ­ნის გა­უქ­მე­ბა აპ­რი­ლის ბო­ლოს მძი­მე, მე­სა­მე ტალ­ღას მოგ­ვი­ტანს.

აც­რე­ბი და­წყე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით იმ­დე­ნი აც­რი­ლი არ გვყავს, რომ ამან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას ხელი შე­უ­შა­ლოს. გერ­მა­ნე­ლი ექი­მე­ბის აზ­რით ლოკ­და­უ­ნის 3 კვი­რით გა­ხან­გრძლი­ვე­ბა მე­სა­მე ტალ­ღას აგ­ვა­რი­დებს. ჩემი პი­რა­დი აზ­რით გერ­მა­ნია მე­სა­მე ტალ­ღა­საც გა­უმკლავ­დე­ბა. დროა ეკო­ნი­მი­კას მი­ხე­დონ და აც­რე­ბი და­აჩ­ქა­რონ.ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი ბევ­რად უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში ძველ­თან შე­და­რე­ბით (იხ. სუ­რათ­ზე).

თბი­ლის­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია უკვე ეს შტა­მი. მი­ნი­მუმ ორ ადა­მი­ანს აღ­მო­აჩ­ნდა (რაც მე ვიცი) და ორი­ვეს სამი თვის წინ COVID-19 გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და. მხო­ლოდ ერ­თის სექ­ვენ­ცი­რე­ბაა დღემ­დე გა­კე­თე­ბუ­ლი, ისიც ხან­გრძლი­ვი დის­კუ­სი­ი­სა და „რო­გორ და­ვი­ჯე­როთ, რომ გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფექ­ცი­ა­აო“, „ალ­ბათ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შეც­დო­მა­აო“ ძა­ხი­ლის შემ­დეგ. სხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს აქვთ ასე­თი მარ­ჩი­ე­ლო­ბის უფ­ლე­ბა, პა­სუ­ხის­მგე­ბელ ექი­მებს კი სულ ცოტა სხვა რე­აქ­ცია შე­ე­ფე­რე­ბათ. ან რა არის ამა­ში და­უ­ჯე­რე­ბე­ლი?!

ლოკ­და­უ­ნის შე­სუს­ტე­ბა ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზით ხდე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში და ამ მი­ზეზს ვაქ­ცი­ა­ნა­ცია ჰქვია. ნუ გა­ვა­ი­გი­ვებთ წლე­ვან­დელ გა­ზა­ფხულს შარ­შან­დელ­თან, როცა ძა­ლი­ან და­ბა­ლი გავ­რცე­ლე­ბა გვქონ­და და ვერც გა­დაგ­ვე­წყვი­ტა პიკი დაგ­ვერ­ქმია, ტე­ხი­ლი თუ პლა­ტო...

სა­ნამ სექ­ტემ­ბე­რი არ დად­გა ეს, რა თქმა უნდა ვერ გა­ვათ­ვიც­ნო­ბი­ე­რეთ.ვაქ­ცი­ნის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნა მეტი არა­ფე­რია თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რი­გე­ბა და ქვეყ­ნის სწო­რი სტრა­ტე­გია. შე­მოდ­გო­მა­ზე თურ­მე ერთ-ერთი პირ­ველ­თა­გა­ნი ვიქ­ნე­ბო­დით, ვინც ვაქ­ცი­ნას მი­ი­ღებ­და. დე­კემ­ბერ­ში, თურ­მე ჯერ დიდი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი მი­ი­ღებ­დნენ ვაქ­ცი­ნას და რაც „გა­დარ­ჩე­ბო­და“ იმას სა­ქარ­თვე­ლოს მის­ცემ­დნენ და დღეს...

დღეს თურ­მე უა­რე­სი სი­ღა­ტა­კე გვაქვს სა­ნატ­რე­ლი... თუმ­ცა რა­ტომ ვწვრილ­მან­დე­ბი ასე? რა­ტომ ვერ ვკმა­ყო­ფილ­დე­ბით იმით, რომ პან­დე­მია ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ზე უკე­თე­სად ვმარ­თეთ?! რომ ბა­ტო­ნი ფა­უ­ჩი well done-ო იწე­რე­ბო­და?!

ჩემი, რო­გორც არა­პო­ლი­ტი­კო­სის და ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ექი­მის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი აზ­რით პან­დე­მი­ის მარ­თვა ცოტა სხვა რამ არის, ვიდ­რე რაც გა­ფუჭ­დე­ბა იმის ექი­მებ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა და რაც გა­კეთ­დე­ბა იმით თა­ვის მო­წო­ნე­ბა და თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბით გა­თან­გვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვთის წყა­ლო­ბით არ ყო­ფი­ლა იმ­დე­ნი მძი­მე შემ­თხვე­ვა და იმე­დი მაქვს წელ­საც უფა­ლი დაგ­ვი­ცავს! პირ­ბა­დე და დის­ტან­ცია რჩე­ბა ერ­თა­დერ­თი საშ­ვე­ლი" - წერს ჟა­მუ­რაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
44

მიხედეთ იმ ქვეყნებს, სადაც მოღვაწეობთ.ოჯახში დამოძღვრეთ ხალხი.ამოვიდა თქვენი ერთი ადგილის თამაში ყელში!!!

n
20

Moshordi aqedan! amdeni " eqimi" ar gvchirdeba!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ლოკდაუნის მოხსნა ვაქცინაციის გარეშე მესამე ტალღას გარდაუვალს ქმნის!" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

"ლოკდაუნის მოხსნა ვაქცინაციის გარეშე მესამე ტალღას გარდაუვალს ქმნის!" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, ამბობს, რომ ლოკდაუნის მოხსნა ვაქცინაციის გარეშე მესამე ტალღას გარდაუვალს ქმნის.

როგორც ჟამურაშვილი "ფეისბუქზე" წერს, პირბადე და დისტანცია ერთადერთი საშველია.

"ლოკდაუნის მოხსნა ვაქცინაციის გარეშე მესამე ტალღას გარდაუვალს ქმნის! გერმანელი ინტენსიური მედიცინის ექიმები შიშობენ, რომ მარტის დასაწყისში ლოკდაუნის გაუქმება აპრილის ბოლოს მძიმე, მესამე ტალღას მოგვიტანს.

აცრები დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით იმდენი აცრილი არ გვყავს, რომ ამან ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს. გერმანელი ექიმების აზრით ლოკდაუნის 3 კვირით გახანგრძლივება მესამე ტალღას აგვარიდებს. ჩემი პირადი აზრით გერმანია მესამე ტალღასაც გაუმკლავდება. დროა ეკონიმიკას მიხედონ და აცრები დააჩქარონ.ბრიტანული შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება გერმანიაში ძველთან შედარებით (იხ. სურათზე).

თბილისში დაფიქსირებულია უკვე ეს შტამი. მინიმუმ ორ ადამიანს აღმოაჩნდა (რაც მე ვიცი) და ორივეს სამი თვის წინ COVID-19 გადატანილი ჰქონდა. მხოლოდ ერთის სექვენცირებაა დღემდე გაკეთებული, ისიც ხანგრძლივი დისკუსიისა და „როგორ დავიჯეროთ, რომ განმეორებითი ინფექციააო“, „ალბათ ლაბორატორიის შეცდომააო“ ძახილის შემდეგ. სხვა პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ ასეთი მარჩიელობის უფლება, პასუხისმგებელ ექიმებს კი სულ ცოტა სხვა რეაქცია შეეფერებათ. ან რა არის ამაში დაუჯერებელი?!

ლოკდაუნის შესუსტება ერთადერთი მიზეზით ხდება გერმანიაში და ამ მიზეზს ვაქციანაცია ჰქვია. ნუ გავაიგივებთ წლევანდელ გაზაფხულს შარშანდელთან, როცა ძალიან დაბალი გავრცელება გვქონდა და ვერც გადაგვეწყვიტა პიკი დაგვერქმია, ტეხილი თუ პლატო...

სანამ სექტემბერი არ დადგა ეს, რა თქმა უნდა ვერ გავათვიცნობიერეთ.ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა მეტი არაფერია თუ არა პოლიტიკური გარიგება და ქვეყნის სწორი სტრატეგია. შემოდგომაზე თურმე ერთ-ერთი პირველთაგანი ვიქნებოდით, ვინც ვაქცინას მიიღებდა. დეკემბერში, თურმე ჯერ დიდი სახელმწიფოები მიიღებდნენ ვაქცინას და რაც „გადარჩებოდა“ იმას საქართველოს მისცემდნენ და დღეს...

დღეს თურმე უარესი სიღატაკე გვაქვს სანატრელი... თუმცა რატომ ვწვრილმანდები ასე? რატომ ვერ ვკმაყოფილდებით იმით, რომ პანდემია ევროპულ ქვეყნებზე უკეთესად ვმართეთ?! რომ ბატონი ფაუჩი well done-ო იწერებოდა?!

ჩემი, როგორც არაპოლიტიკოსის და ერთი ჩვეულებრივი ექიმის მოკრძალებული აზრით პანდემიის მართვა ცოტა სხვა რამ არის, ვიდრე რაც გაფუჭდება იმის ექიმებზე გადაბრალება და რაც გაკეთდება იმით თავის მოწონება და თვითკმაყოფილებით გათანგვა. საქართველოში ღვთის წყალობით არ ყოფილა იმდენი მძიმე შემთხვევა და იმედი მაქვს წელსაც უფალი დაგვიცავს! პირბადე და დისტანცია რჩება ერთადერთი საშველი" - წერს ჟამურაშვილი.

ნინი ბადურაშვილი დასთან ერთად დუბაიში ისვენებს - დების ზღაპრული მოგზაურობის ფოტოები

"სიყვარულის 2 წელი" - დავით კირკიტაძის მეუღლე ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით, რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"პიროვნება, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, არის ჩემი უახლოესი მეგობრის ბიძა, დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში" - ლექსო თამაზაშვილი "ტვ პირველს" პასუხობს