სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ, გავიწიოთ გვერდზე, კარგი შვილები გვყავს და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს" - დავით ბერძენიშვილი
"ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ, გავიწიოთ გვერდზე, კარგი შვილები გვყავს და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს" - დავით ბერძენიშვილი

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მისი თა­ო­ბის პო­ლი­ტი­კო­სებს მი­მარ­თავს, გვერ­დზე გა­ი­წი­ონ, რად­გან გა­ნახ­ლე­ბაა სა­ჭი­რო. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რო­გორც ტრი­ბუ­ნა­ზე, ასე­ვე ტე­ლე­ე­თერ­ში უნდა შე­ამ­ცი­რონ გა­მოს­ვლე­ბი და სხვე­ბის­თვის მა­გა­ლი­თის მი­სა­ცე­მად ერთი თვე არ წავა არ­ცერთ პირ­და­პირ ეთერ­ში.

"ამ­დე­ნი წლის მე­რეც ელე­მენ­ტა­რუ­ლი სი­მარ­თლის შეხ­სე­ნე­ბა მა­ინც სა­ჭი­რო ყო­ფი­ლა ზოგი წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის: 2007 წ. 2 ნო­ემ­ბრის გრან­დი­ო­ზუ­ლი აქ­ცია არ იყო "არ­კა­დის" აქ­ცია. 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვა იყო სა­მარ­ცხვი­ნო და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი არა მარ­ტო მისი სი­სას­ტი­კით, არა­მედ ცრუ ბრალ­დე­ბით, თით­ქოს რუ­სე­თის აგენ­ტე­ბი ვა­წყობ­დით ამ აქ­ცი­ებს და მო­ტყუვ­და უამ­რა­ვი ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. თავს ნუ მო­ი­ტყუ­ებთ ამ­დე­ნი წლის მერე მა­ინც.

2008 წ. 13 და 20 იან­ვრის უზარ­მა­ზა­რი აქ­ცი­ე­ბი (რუს­თა­ვე­ლი/ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი და იპოდ­რო­მი) ბად­რის მიერ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­დატ "გრე­ჩი­ხა­ზე" ოთხჯერ ნაკ­ლე­ბის ხმის მი­ღე­ბი­სა და ბად­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე , არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ჩა­ტარ­და. მთე­ლი თბი­ლი­სი იქ იყო. თბი­ლის­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­დატ­მა 42 პრო­ცენ­ტი აიღო, მი­შამ 30- ის მი­და­მო­ებ­ში და ბად­რიმ და­ბა­ლი ერ­თნიშ­ნა.

ნიკა მე­ლია, მა­გა­ლი­თად, იმ ასი­ა­თა­სი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე იყო. ვინც იქაც " გრე­ჩი­ხას" გამო არ ბრძან­დე­ბო­დით, თქვე­ნი უფ­ლე­ბა იყო. მაგ­რამ დღეს ამით სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და გამ­ჭრი­ა­ხო­ბის მტკი­ცე­ბა ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია, მე­ტიც - "აბა გრე­ჩი­ხა ჯობ­და?" არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მი­ღე­ბის დოქ­ტრი­ნაა.

ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის მომ­ხრე იყო ოპო­ზი­ცი­ის ამომ­რჩე­ვე­ლი 2008 წ. იან­ვრის პლე­ბის­ციტ­ზე, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის და მისი კან­დი­და­ტის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია შე­დე­გებ­ში აი­სა­ხა და რუ­სე­ბის აგენ­ტე­ბად თუ გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბად მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის წამ­ყვა­ნი ძა­ლე­ბის მიჩ­ნე­ვა შეც­დო­მა­ში გა­ჯი­უ­ტე­ბაა.

მომ­დევ­ნო წლებ­ში 7 ნო­ემ­ბრის და 20 იან­ვრის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან უფრო წო­ნი­ა­ნი ხალ­ხი გა­ე­შუ­რა ჩრდი­ლო­ე­თის­კენ და " მწვერ­ვა­ლე­ბიც კი და­ი­პყრო", რუ­სულ "ოლიმპზეც " გა­ი­ელ­ვა, ვიდ­რე მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის სუს­ტმა ფრაგ­მენ­ტმა შეძ­ლო. მომცრო იყო მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი და მო­ნა­გა­რი მოს­კოვ­ში.

ასე­ვე, 2019 წ. 20 ივ­ნი­სის ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო აქ­ცი­ის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შე­ფა­სე­ბა ისე­ვე სა­მარ­ცხვი­ნოა, რო­გორც უმო­წყა­ლო, მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი დარ­ბე­ვის გა­მარ­თლე­ბა.

მე რომ მარ­ბე­ვენ ცუ­დია და მე რომ ვარ­ბევ, კარ­გია - ეს სა­და­უ­რი სა­მარ­თა­ლია? არა­და, ასე გა­მოს­დის ზოგს....არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მომ­წონს, არც მისი ოპო­ზი­ცია მომ­წონს - ამი­ტომ სახ­ლში დავ­ჯდე­ბი - ესაა შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე ამ ფრთხი­ლი ხალ­ხის პა­სუ­ხი?

არც "სირ­ცხვი­ლი­ას" ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო აქ­ცი­ა­ზე ყო­ფი­ლა ამ ზო­მი­ე­რი ანტი/ ანტი ხალ­ხის მო­ზღვა­ვე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს რა­ღას ერ­ჩით? ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბა­შია. ეს და­დას­ტურ­და 31 ოქ­ტომ­ბერს.

და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბიც დიდ უმ­ცი­რე­სო­სო­ბა­შია - აქე­თაც და იქი­თაც საკ­მა­ო­დაა ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბის, მტრის ხა­ტის პო­ლი­ტი­კის მო­სურ­ნე­ნი...ოც­და­ა­თი წე­ლია, რაც მყარ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არი­ან. ესეც და­დას­ტურ­და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში.

სი­მარ­თლე ესაა. მა­ინც ეს უმ­ცი­რე­სო­ბა( მეტ­წი­ლად ახალ­გაზ­რდე­ბი) უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვენს გა­ევ­რო­პე­ლე­ბას, მაგ­რამ მეტი რის­კით, მეტი წვა­ლე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, უფრო გვი­ან

გა­ნახ­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა. ტრი­ბუ­ნა­ზე და ტე­ლე­ე­თერ­ში შე­ვამ­ცი­როთ ჩვე­ნი პერ­სო­ნე­ბი.

ჩემი თა­ო­ბის პო­ლი­ტი­კო­სებს მივ­მარ­თავ( ცოტა უმ­ცრო­სებ­საც, ვინც 90- ია­ნე­ბი­დან ვჩან­ვართ სულ) - გა­ვი­წი­ოთ გვერ­დზე, ოდ­ნავ მა­ინც.

კარ­გი შვი­ლე­ბი გვყავს ყვე­ლას და ნუ და­ვე­ლო­დე­ბით, სა­ნამ მა­თაც ახე­ხი­ნე­ბენ იზო­ლა­ტო­რებს, და­არ­ბე­ვენ კიდე უფრო უმო­წყა­ლოდ. ჩვენ­თვის ახლა მე­ო­რე რიგ­ში ყოფ­ნა გა­ცი­ლე­ბით სო­ლი­დუ­რია. ვი­საც მე­ო­რე რიგ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის და­კარ­გვის/ჩა­კარ­გვის არ ეში­ნია. გა­ნახ­ლე­ბის მო­ში­ში ხალ­ხი მა­ინც წა­ა­გებს. მე­ო­რე რიგ­ში ყოფ­ნაც არა­ვის აქვს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი.

ჩემი გულ­წრფე­ლო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, სხვე­ბის­თვის მა­გა­ლი­თის მი­სა­ცე­მად ეს ერთი თვე არ წა­ვალ არც ერთ პირ­და­პირ ეთერ­ში. არ გა­ღა­რიბ­დე­ბა ამით ქარ­თუ­ლი ტე­ლე­სივ­რცე“, - წერს და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

წადი რა შენ შვილთან ერთად და დაგვასვენეთ,უვარგისები ხართ,არაფრის მაქნისები.

nota
0

მემკვიდრეობით უნდა თავის შვილს გადააბაროს პოლიტიკოსობა,ფული რომ არ შემოაკლდეს,გაიძვერა 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ, გავიწიოთ გვერდზე, კარგი შვილები გვყავს და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს" - დავით ბერძენიშვილი

"ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ, გავიწიოთ გვერდზე, კარგი შვილები გვყავს და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს" - დავით ბერძენიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მისი თაობის პოლიტიკოსებს მიმართავს, გვერდზე გაიწიონ, რადგან განახლებაა საჭირო. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ როგორც ტრიბუნაზე, ასევე ტელეეთერში უნდა შეამცირონ გამოსვლები და სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ერთი თვე არ წავა არცერთ პირდაპირ ეთერში.

"ამდენი წლის მერეც ელემენტარული სიმართლის შეხსენება მაინც საჭირო ყოფილა ზოგი წესიერი ადამიანისთვის: 2007 წ. 2 ნოემბრის გრანდიოზული აქცია არ იყო "არკადის" აქცია. 7 ნოემბრის დარბევა იყო სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი არა მარტო მისი სისასტიკით, არამედ ცრუ ბრალდებით, თითქოს რუსეთის აგენტები ვაწყობდით ამ აქციებს და მოტყუვდა უამრავი ჩვენი გულშემატკივარი. თავს ნუ მოიტყუებთ ამდენი წლის მერე მაინც.

2008 წ. 13 და 20 იანვრის უზარმაზარი აქციები (რუსთაველი/ თავისუფლების მოედანი და იპოდრომი) ბადრის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ "გრეჩიხაზე" ოთხჯერ ნაკლების ხმის მიღებისა და ბადრის გარდაცვალების მერე , არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად ჩატარდა. მთელი თბილისი იქ იყო. თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა 42 პროცენტი აიღო, მიშამ 30- ის მიდამოებში და ბადრიმ დაბალი ერთნიშნა.

ნიკა მელია, მაგალითად, იმ ასიათასიანი აქციების მონაწილე იყო. ვინც იქაც " გრეჩიხას" გამო არ ბრძანდებოდით, თქვენი უფლება იყო. მაგრამ დღეს ამით საკუთარი სიმართლის და გამჭრიახობის მტკიცება ღიმილის მომგვრელია, მეტიც - "აბა გრეჩიხა ჯობდა?" არჩევნების გაყალბების მიღების დოქტრინაა.

ევროატლანტიკური არჩევანის მომხრე იყო ოპოზიციის ამომრჩეველი 2008 წ. იანვრის პლებისციტზე, გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის დეკლარირებული პოზიცია შედეგებში აისახა და რუსების აგენტებად თუ გავლენის აგენტებად მაშინდელი ოპოზიციის წამყვანი ძალების მიჩნევა შეცდომაში გაჯიუტებაა.

მომდევნო წლებში 7 ნოემბრის და 20 იანვრის ხელისუფლებიდან უფრო წონიანი ხალხი გაეშურა ჩრდილოეთისკენ და " მწვერვალებიც კი დაიპყრო", რუსულ "ოლიმპზეც " გაიელვა, ვიდრე მაშინდელი ოპოზიციის სუსტმა ფრაგმენტმა შეძლო. მომცრო იყო მისი პოლიტიკური ფასი და მონაგარი მოსკოვში.

ასევე, 2019 წ. 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის სახელისუფლებო შეფასება ისევე სამარცხვინოა, როგორც უმოწყალო, მრავალსაათიანი დარბევის გამართლება.

მე რომ მარბევენ ცუდია და მე რომ ვარბევ, კარგია - ეს სადაური სამართალია? არადა, ასე გამოსდის ზოგს....არც ერთი ხელისუფლება არ მომწონს, არც მისი ოპოზიცია მომწონს - ამიტომ სახლში დავჯდები - ესაა შექმნილ ვითარებაზე ამ ფრთხილი ხალხის პასუხი?

არც "სირცხვილიას" ანტისაოკუპაციო აქციაზე ყოფილა ამ ზომიერი ანტი/ ანტი ხალხის მოზღვავება. სამოქალაქო აქტივისტებს რაღას ერჩით? ხელისუფლება უმცირესობაშია. ეს დადასტურდა 31 ოქტომბერს.

დასავლური ღირებულებების ადამიანებიც დიდ უმცირესოსობაშია - აქეთაც და იქითაც საკმაოდაა ორპოლუსიანობის, მტრის ხატის პოლიტიკის მოსურნენი...ოცდაათი წელია, რაც მყარ უმრავლესობაში არიან. ესეც დადასტურდა არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სიმართლე ესაა. მაინც ეს უმცირესობა( მეტწილად ახალგაზრდები) უზრუნველყოფს ჩვენს გაევროპელებას, მაგრამ მეტი რისკით, მეტი წვალებით. სამწუხაროდ, უფრო გვიან

განახლება გვჭირდება. ტრიბუნაზე და ტელეეთერში შევამციროთ ჩვენი პერსონები.

ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ( ცოტა უმცროსებსაც, ვინც 90- იანებიდან ვჩანვართ სულ) - გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც.

კარგი შვილები გვყავს ყველას და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს, დაარბევენ კიდე უფრო უმოწყალოდ. ჩვენთვის ახლა მეორე რიგში ყოფნა გაცილებით სოლიდურია. ვისაც მეორე რიგში საკუთარი თავის დაკარგვის/ჩაკარგვის არ ეშინია. განახლების მოშიში ხალხი მაინც წააგებს. მეორე რიგში ყოფნაც არავის აქვს გარანტირებული.

ჩემი გულწრფელობის დასადასტურებლად, სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ეს ერთი თვე არ წავალ არც ერთ პირდაპირ ეთერში. არ გაღარიბდება ამით ქართული ტელესივრცე“, - წერს დავით ბერძენიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.