სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საია-ში სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟირებაზე და თინიც ასე მოვიდა... მომეწონა, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა" - კახა კოჟორიძე ოჯახზე, პოლიტიკასა და პროფესიაზე
"საია-ში სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟირებაზე და თინიც ასე მოვიდა... მომეწონა, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა" - კახა კოჟორიძე ოჯახზე, პოლიტიკასა და პროფესიაზე

"ლე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი, კახა კო­ჟო­რი­ძე თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად პო­ზი­ცი­ას არ იც­ვლის და დე­პუ­ტა­ტის მან­დატ­ზე უარს ამ­ბობს. სა­უბ­რი­სას არც იმას მა­ლავს, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე უა­რის თქმა ცუ­დია, მაგ­რამ მი­აჩ­ნია, რომ ცუდ­სა და უა­რესს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი და რად­გან პარ­ლა­მენ­ტის ლე­გი­ტი­მა­ცია უა­რე­სი გზაა, ამი­ტომ ცუ­დის არ­ჩე­ვა მო­უხ­დათ. პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე წევ­რსაც გა­დად­გმულ ნა­ბიჯს უწუ­ნებს.რა­ტომ გა­და­წყვი­ტა წარ­მა­ტე­ბულ­მა იუ­რის­ტმა პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა და რას აპი­რებს პარ­ლა­მენ­ტის მან­დატ­ზე უა­რის თქმის შემ­დეგ? - ამ და ბევრ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე კახა კო­ჟო­რი­ძე გვე­სა­უბ­რა.

- პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მქონ­და, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის თე­მა­ზე ვმუ­შა­ობ­დი. გარ­და იმი­სა, რომ საია-ს თავ­მჯდო­მა­რე ვი­ყა­ვი, ვმუ­შა­ობ­დი ასე­ვე კო­ა­ლი­ცი­ა­ში, სა­დაც მთე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იყ­ვნენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცია მა­ღალ დო­ნე­ზე მუ­შა­ობ­და სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და გამჭვირ­ვა­ლე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის" თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლიც ვი­ყა­ვი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში, და ამ ყვე­ლა­ფერ­მა და­მა­ნახ­ვა - იმი­სათ­ვის, რომ ამ სფე­რო­ში სის­ტე­მუ­რი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი.

ის პრობ­ლე­მა კი არ არის, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ გვი­ვარ­გა ან არა გვაქვს იმის რე­სურ­სი, რომ კარ­გი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი გვყავ­დეს, ან ის, რომ რე­ფორ­მის ჩა­ტა­რე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია, არა­მედ პრობ­ლე­მა ის არის, რომ ნება არ არ­სე­ბობს და ეს მო­დის პო­ლი­ტი­კი­დან. პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი არ შე­იც­ვლე­ბა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა ამ საქ­მე­ში. სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რე­ბიც იყო, რაც უკავ­შირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვას. ჩემ­თვის ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხია, მა­გა­ლი­თად: კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, ეკო­ლო­გი­უ­რი თემა და ა.შ. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, პო­ლი­ტი­კის­კენ გა­და­მედ­გა ნა­ბი­ჯი. "ლე­ლოს" გუნ­დის წევ­რი გავ­ხდი. აქ არი­ან გუ­ლან­თე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ შე­ა­და­როთ სხვა სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ე­ბი და ის სია, რაც ჰქონ­და "ლე­ლოს". ნა­ხავთ, რის­თვის მი­უღ­წე­ვი­ათ და რა პრო­ფე­სი­უ­ლი გზა გა­უვ­ლი­ათ სხვებს და რა გა­უვ­ლია "ლე­ლო­ში" მყო­ფებს.

- თუმ­ცა, თქვენ ვერ მო­ი­პო­ვეთ მა­ჟო­რი­ტა­რის მან­და­ტი...

- ხა­შუ­რი­სა და ქა­რე­ლის ოლ­ქში ვი­ყა­ვი კან­დი­და­ტი და მი­ვი­ღე 9 პრო­ცენ­ტი, რაც და­სა­წყი­სის­თვის ცუდი არ არის. არა­ერ­თმა ძლი­ერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ვერ შეძ­ლო 9 პრო­ცენ­ტის "და­დე­ბა". არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 2 კვი­რით ადრე ჩა­ა­ტა­რა "რუს­თა­ვი 2"-მა კვლე­ვა და 15 პრო­ცენ­ტი და­მი­წე­რეს. რო­გორც წესი, "რუს­თა­ვი 2" ყო­ველ­თვის წერს რე­ა­ლურ­ზე ნაკ­ლებს, ყუ­თებ­ში კი 9 პრო­ცენ­ტი ამო­ვი­და - ეს იყო გა­ყალ­ბე­ბის შე­დე­გი. გა­ყალ­ბე­ბა არა მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს მოხ­და - მთა­ვა­რი გა­ყალ­ბე­ბა წი­ნა­ა­სარ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და ხალ­ხის მოს­ყიდ­ვი­სა და და­ში­ნე­ბის გზით. სამ­წუ­ხა­როა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სარ­გებ­ლობს ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით, მათი სი­ღა­რი­ბით, და­უც­ვე­ლო­ბით, აში­ნებს და ყი­დუ­ლობს ხმებს. ეს არის ტრა­გე­დია, ხალ­ხს თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ­თმე­ვენ. მძი­მე სა­ნა­ხა­ვია, როცა ადა­მი­ანს ერ­თა­დერ­თი სა­ფიქ­რა­ლი აქვს - რა აჭა­მოს შვი­ლებს და ოჯახს, - ამ ადა­მი­ან­თან მი­დი­ხარ და სთა­ვა­ზობ 100 ლარს. ის ფიქ­რობს, - რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩემს ერთ ხმას, ის გა­დამ­წყვე­ტი ვერ იქ­ნე­ბა, მოდი, შვი­ლებს პურს ვაჭ­მე­ვო...

კახა კო­ჟო­რი­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ასე­თი ტი­პის არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ აყე­ნებ, ეს ძა­ლი­ან ცუდი საქ­ცი­ე­ლია მო­რა­ლუ­რად, სა­მარ­თლებ­რი­ვად კი და­ნა­შა­უ­ლია. მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბაც დამ­ნა­შა­ვეა - უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ, არ ავი­ღოთ ის ფული, რა­საც გვთა­ვა­ზო­ბენ. არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის. ერთ რა­მე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფოს შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ აა­შე­ნე­ბენ. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს ადა­მი­ანს და იღებს ამ თან­ხას, მი­ვი­დეს არ­ჩევ­ნებ­ზე და შე­მო­ხა­ზოს მა­ინც ის, ვინც მას უნდა. მაგ­რამ აბ­სურ­დულ რა­ღა­ცებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ - თით­ქოს სა­არ­ჩევ­ნო კა­ბი­ნა­ში კა­მე­რე­ბია; უფრო დიდი სი­სუ­ლე­ლეც მო­ვის­მი­ნე - პას­ტის წვერ­ში არის ვი­დე­ო­კა­მე­რა ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და და­ი­ნა­ხა­ვენ, ვინ შე­მო­ხა­ზეო!.. თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი ვერ გა­ვა­კე­თეთ, წინ ვერ წა­ვალთ. ასე­ვე, უნდა ვი­ყოთ თვითკრი­ტი­კუ­ლე­ბიც და სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბიც და­ვი­ნა­ხოთ. ვფიქ­რობ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი არ არი­ან ძლი­ე­რი, ჩვენ - ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა - არ ვართ საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რე­ბი, რომ მო­ვე­რი­ოთ სა­კუ­თარ თავს.

- თა­ვის დრო­ზე იუ­რის­ტო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მინ­დო­და, გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო, მაგ­რამ ალ­ბათ მა­მის ფაქ­ტორ­მა იმოქ­მე­და: მამა ხა­შურ­ში 17 წელი მო­სა­მარ­თლე იყო, დღემ­დე სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს. 1999 წელს, როცა სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, ყვე­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სა­ში­ნე­ლი კო­რუფ­ცია იყო. მა­მამ რომ გა­ი­კი­თხა, რამ­დე­ნად მქონ­და შან­სი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე მოხ­ვედ­რის, უთხრეს, ფა­სი­ან­ზე რომ მოხ­ვდეს, 5.000 დო­ლა­რი უნდა გა­და­ი­ხა­დოო. ამი­ტომ გა­და­წყდა, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა არ მე­ცა­და და რო­მე­ლი­მე სხვა სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე იყო გახ­სნი­ლი რა­ღაც და იქ ჩა­ვა­ბა­რე, სა­ხე­ლიც კი არ მახ­სოვს უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ავ­ყე­ვი რჩე­ვას, მაგ­რამ ვთქვი, სწავ­ლა თუ არ მო­მე­წო­ნე­ბა, არ ვის­წავ­ლი-მეთ­ქი. 3 თვე დავ­დი­ო­დი და თავი და­ვა­ნე­ბე. ამის შემ­დეგ მე და ჩემი მე­გო­ბა­რი თბი­ლის­ში, ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ჩა­ვი­კე­ტეთ, ისიც იუ­რი­დი­ულ­ზე აბა­რებ­და და ერ­თად ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დით. წიგ­ნე­ბი მარ­თლა თავ­ზე გვე­ყა­რა.

ისე კარ­გად ვი­მე­ცა­დი­ნეთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩე­მით ჩა­ვა­ბა­რე მე­ო­რე წელს უფა­სო­ზე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე. ეს დიდი იშ­ვი­ა­თო­ბა იყო, მაგ­რამ იმ კო­რუფ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის მი­უ­ხე­და­ვად, თუ ძლი­ე­რი იყა­ვი, შან­სი იყო, უფა­სო­ზე ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნა. მი­ზანს მი­ვაღ­წიე, თუმ­ცა, რომ გი­თხრათ, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის იუ­რი­დი­უ­ლის დონე მომ­წონ­და და მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა, - სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ იყო. ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ლექ­ტო­რე­ბი გვყავ­და, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ტყვე­ო­ბა­ში გახ­ლდათ ჩარ­ჩე­ნი­ლი და იუ­რი­დი­უ­ლი ფი­ლო­სო­ფია, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ამ პრო­ფე­სი­ას სხვე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს, რაც ამ პრო­ფე­სი­ის ხიბ­ლია, რომ შე­ეყ­ვა­რე­ბი­ნათ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ეს ნაკ­ლე­ბად ჩან­და. ცოდ­ნა უფრო პრო­ფე­სი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან შე­ვი­ძი­ნე - ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში და ა.შ.

- თქვენს ოჯახ­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- რო­დე­საც საია-ს იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი, მა­შინ გა­ვი­ცა­ნი თინი. საია-ში 6 თვე­ში ერთხელ ვარ­ჩევ­დით და­ახ­ლო­ე­ბით 20 სტუ­დენტს, ისი­ნი ჩვენ­თან სტა­ჟი­რე­ბას გა­დი­ოდ­ნენ. თი­ნიც ასე მოხ­ვდა ჩვენ­თან, მა­შინ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლობ­და. მო­მე­წო­ნა; მო­წო­ნე­ბა მალე სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და და შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პო­ე­ზია, ხან­და­ხან ლექ­სებ­საც ვწერ.

უფრო მეტი ლექ­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მაქვს მე­უღ­ლის­თვის მი­ძღვნი­ლი... გვყავს ორი შვი­ლი: 8 წლის ალექ­სან­დრე და 5 წლის და­ნი­ე­ლი. შვი­ლებ­თან თა­მა­ში და მათ­თან ყოფ­ნა ჩემ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ბი­ჭებს მოს­წონთ, როცა ზღაპ­რებს ვუყ­ვე­ბი. ჩემი მო­ყო­ლი­ლი ზღაპ­რე­ბი არის იმპრო­ვი­ზა­ცია: თე­მას ირ­ჩე­ვენ, მე­უბ­ნე­ბი­ან, ვთქვათ, დი­ნო­ზავ­რებ­ზე ან ბრძო­ლებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვიო და ა.შ. მეც ვი­წყებ ზღაპ­რის მო­ყო­ლას და არ ვიცი წი­ნას­წარ, ეს ზღა­პა­რი რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა. ხან წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობთ ერ­თად, ხან ერ­თად დავ­დი­ვართ სა­სე­ირ­ნოდ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მურთაზი
5

რავა ყველა ვინც ხმების გარკვეულ რაოდენობას ვერ აგროვებს ყველა გაყალბებაზე და ამომრჩევლის ყიდვაზე საუბრობს ამ ხნის კაცი ვარ და არასოდეს მინახავს ვინმე რომ მოსულიყო და ხმების სანაცვლოდ რამე რომ შეეთავაზებინოთ თანაც დევნილი ვარ აფხაზეთიდან ეს ისე ცნობისთვის რომ თუ ვინმეს უჭირს ეს ჩვენ დევნილებს მაგრამ არვინ მინახავს და არც ვიკადრებდი ასე რომ ყველას ეყოს გონიერება ერთხელ და სამუდამოდ და კაცურად აღიარონ დამარცხება მე სადაც ვღებულობ არჩევნებში მონაწილეობას ნუთუ არცერთხელ ვერ შევნიშნავდი ვინმეს მოსყიდვას ან კარუსელისნაირ მსგავს ქმედებებს ყველაფერი იყო სუფთად და გამჭირვალედ 

გიორგი
10
ბრიყვობით, უცოდინრობით გამოწვეული შეკითხვა: “პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?”! ნუთუ მართლა ვინმეს გგონიათ, რომ საქართველოში პოლიტიკა ან არსებობს, ანდაც საერთოდ კი ვინმეს სჭირდება? პოლიტიკა არსებობს სამ ქვეყანაში: აშშ, ჩინეთი, რუსეთი! და ამ სამ ზე-სახელმწიფოს თვით დასავლეთ ევროპაც ჰკიდიათ, არა თუ საქართველო! ერთმანეთში ინაწილებენ იმას, რისი ახლებურად გადანაწილების დროს დადგა! ერთი რომ ამოაბოყინოს ცხინვალში მდგომმა რუსის მთვრალმა იფიცერმა, სამუდამოდ წაშლის ქართველის ხსენებას საქართველოს ისედაც თითქმის განახევრებული ტერიტორიიდან! იგივე შეუძლია ამერიკელ “იანკის@ ან ჩინელს! თქვენ კიდევ კოჟორიძეს ეკითხებით,თუ რატომ მიდის პოლიტიკაში? სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს...გნებავთ კოჟორიძე, გნებავთ სააკიანი, გნებავთ თვით ჭორვილელი ციცერონი ,თავის ფულით, ვინმეს გგონიათ პოლიტიკოსები? გგონიათ რომ ნამდვილი პოლიტიკოსები მათ საერთოდ რაიმეს ეკითხებიან? ჩამოთვლილი ქართველი კარიკატურული “პოლიტიკოსები” და საერთოდ ყველა ქართველი “პოლიტიკოსები” ნამდვილი , გლობალური დონის პოლიტიკოსებისათვის, ანუ პუტინისათვის, ბაიდენისათვის და სი ძინ პინისათვის ,არიან მატლების მატლები, არა თუ უმცირესი ზომის ჭანჭიკები! თქვენ კი ვინმე კოჟორიძეს ეკითხებით, თუ რატომ მიდის პოლიტიკაში))))). ჰაა,ჰაააა.ჰააააა:))))))))
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"საია-ში სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟირებაზე და თინიც ასე მოვიდა... მომეწონა, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა" - კახა კოჟორიძე ოჯახზე, პოლიტიკასა და პროფესიაზე

"საია-ში სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟირებაზე და თინიც ასე მოვიდა... მომეწონა, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა" - კახა კოჟორიძე ოჯახზე, პოლიტიკასა და პროფესიაზე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, კახა კოჟორიძე თანაგუნდელებთან ერთად პოზიციას არ იცვლის და დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს. საუბრისას არც იმას მალავს, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა ცუდია, მაგრამ მიაჩნია, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის წინაშე დადგა მთელი ოპოზიციური სპექტრი და რადგან პარლამენტის ლეგიტიმაცია უარესი გზაა, ამიტომ ცუდის არჩევა მოუხდათ. პარლამენტში შესული ოპოზიციის რამდენიმე წევრსაც გადადგმულ ნაბიჯს უწუნებს.რატომ გადაწყვიტა წარმატებულმა იურისტმა პოლიტიკაში წასვლა და რას აპირებს პარლამენტის მანდატზე უარის თქმის შემდეგ? - ამ და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე კახა კოჟორიძე გვესაუბრა.

- პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- წარმატებული პროფესიული საქმიანობა მქონდა, ადამიანის უფლებების თემაზე ვმუშაობდი. გარდა იმისა, რომ საია-ს თავმჯდომარე ვიყავი, ვმუშაობდი ასევე კოალიციაში, სადაც მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ გაერთიანებული და ყველა ორგანიზაცია მაღალ დონეზე მუშაობდა სამართლებრივ საკითხებზე. გაერთიანებული ორგანიზაციის - "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" თავმჯდომარე გახლდით, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველიც ვიყავი, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, და ამ ყველაფერმა დამანახვა - იმისათვის, რომ ამ სფეროში სისტემური და ფუნდამენტური ცვლილებები მოხდეს, აუცილებელია პოლიტიკური ცვლილებები.

ის პრობლემა კი არ არის, რომ კანონმდებლობა არ გვივარგა ან არა გვაქვს იმის რესურსი, რომ კარგი მოსამართლეები გვყავდეს, ან ის, რომ რეფორმის ჩატარება არ შეგვიძლია, არამედ პრობლემა ის არის, რომ ნება არ არსებობს და ეს მოდის პოლიტიკიდან. პოლიტიკური ცვლილებების გარეშე არაფერი არ შეიცვლება. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი წვლილი შემეტანა ამ საქმეში. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც იყო, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებებს, სიღარიბის დაძლევას. ჩემთვის ბევრი საინტერესო საკითხია, მაგალითად: კლიმატის ცვლილება, ეკოლოგიური თემა და ა.შ. ამიტომ გადავწყვიტე, პოლიტიკისკენ გადამედგა ნაბიჯი. "ლელოს" გუნდის წევრი გავხდი. აქ არიან გულანთებული, პროფესიონალი ადამიანები. შეგიძლიათ შეადაროთ სხვა საპარლამენტო სიები და ის სია, რაც ჰქონდა "ლელოს". ნახავთ, რისთვის მიუღწევიათ და რა პროფესიული გზა გაუვლიათ სხვებს და რა გაუვლია "ლელოში" მყოფებს.

- თუმცა, თქვენ ვერ მოიპოვეთ მაჟორიტარის მანდატი...

- ხაშურისა და ქარელის ოლქში ვიყავი კანდიდატი და მივიღე 9 პროცენტი, რაც დასაწყისისთვის ცუდი არ არის. არაერთმა ძლიერმა პოლიტიკოსმა ვერ შეძლო 9 პროცენტის "დადება". არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ჩაატარა "რუსთავი 2"-მა კვლევა და 15 პროცენტი დამიწერეს. როგორც წესი, "რუსთავი 2" ყოველთვის წერს რეალურზე ნაკლებს, ყუთებში კი 9 პროცენტი ამოვიდა - ეს იყო გაყალბების შედეგი. გაყალბება არა მხოლოდ არჩევნების დღეს მოხდა - მთავარი გაყალბება წინაასარჩევნო პერიოდში ხდებოდა ხალხის მოსყიდვისა და დაშინების გზით. სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" სარგებლობს ადამიანების მდგომარეობით, მათი სიღარიბით, დაუცველობით, აშინებს და ყიდულობს ხმებს. ეს არის ტრაგედია, ხალხს თავისუფლებას ართმევენ. მძიმე სანახავია, როცა ადამიანს ერთადერთი საფიქრალი აქვს - რა აჭამოს შვილებს და ოჯახს, - ამ ადამიანთან მიდიხარ და სთავაზობ 100 ლარს. ის ფიქრობს, - რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ერთ ხმას, ის გადამწყვეტი ვერ იქნება, მოდი, შვილებს პურს ვაჭმევო...

კახა კოჟორიძე მეუღლესთან ერთად

ასეთი ტიპის არჩევანის წინაშე რომ აყენებ, ეს ძალიან ცუდი საქციელია მორალურად, სამართლებრივად კი დანაშაულია. მთავარი დამნაშავე არის ხელისუფლება, მაგრამ საზოგადოებაც დამნაშავეა - უნდა მოვახერხოთ, არ ავიღოთ ის ფული, რასაც გვთავაზობენ. არ უნდა შეგვეშინდეს არჩევანის გაკეთების. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ძლიერ სახელმწიფოს შეშინებული ადამიანები ვერ ააშენებენ. თუ მაინცდამაინც მძიმე მდგომარეობა აქვს ადამიანს და იღებს ამ თანხას, მივიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს მაინც ის, ვინც მას უნდა. მაგრამ აბსურდულ რაღაცებს ეუბნებოდნენ - თითქოს საარჩევნო კაბინაში კამერებია; უფრო დიდი სისულელეც მოვისმინე - პასტის წვერში არის ვიდეოკამერა ჩამონტაჟებული და დაინახავენ, ვინ შემოხაზეო!.. თუ თავისუფალი არჩევანი ვერ გავაკეთეთ, წინ ვერ წავალთ. ასევე, უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულებიც და საკუთარი შეცდომებიც დავინახოთ. ვფიქრობ, ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი კი არ არიან ძლიერი, ჩვენ - ადამიანები, საზოგადოება - არ ვართ საკმარისად ძლიერები, რომ მოვერიოთ საკუთარ თავს.

- თავის დროზე იურისტობა რატომ გადაწყვიტეთ?

- ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებითაც მინდოდა, განათლება მიმეღო, მაგრამ ალბათ მამის ფაქტორმა იმოქმედა: მამა ხაშურში 17 წელი მოსამართლე იყო, დღემდე საადვოკატო საქმიანობას აგრძელებს. 1999 წელს, როცა სკოლა დავამთავრე, ყველა უმაღლეს სასწავლებელში საშინელი კორუფცია იყო. მამამ რომ გაიკითხა, რამდენად მქონდა შანსი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მოხვედრის, უთხრეს, ფასიანზე რომ მოხვდეს, 5.000 დოლარი უნდა გადაიხადოო. ამიტომ გადაწყდა, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება არ მეცადა და რომელიმე სხვა სასწავლებელში ჩამებარებინა. თავისუფლების მოედანზე იყო გახსნილი რაღაც და იქ ჩავაბარე, სახელიც კი არ მახსოვს უნივერსიტეტის, ავყევი რჩევას, მაგრამ ვთქვი, სწავლა თუ არ მომეწონება, არ ვისწავლი-მეთქი. 3 თვე დავდიოდი და თავი დავანებე. ამის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი თბილისში, ერთოთახიან ბინაში ჩავიკეტეთ, ისიც იურიდიულზე აბარებდა და ერთად ვმეცადინეობდით. წიგნები მართლა თავზე გვეყარა.

ისე კარგად ვიმეცადინეთ, აბსოლუტურად ჩემით ჩავაბარე მეორე წელს უფასოზე, უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს დიდი იშვიათობა იყო, მაგრამ იმ კორუფციული სისტემის მიუხედავად, თუ ძლიერი იყავი, შანსი იყო, უფასოზე ჩაგებარებინა. მიზანს მივაღწიე, თუმცა, რომ გითხრათ, ჯავახიშვილის იურიდიულის დონე მომწონდა და მაკმაყოფილებდა, ტყუილი იქნება, - სამწუხაროდ, ასე არ იყო. ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ლექტორები გვყავდა, მაგრამ უმეტესობა საბჭოთა პერიოდის ტყვეობაში გახლდათ ჩარჩენილი და იურიდიული ფილოსოფია, ღირებულებები, რაც ამ პროფესიას სხვებისგან გამოარჩევს, რაც ამ პროფესიის ხიბლია, რომ შეეყვარებინათ სტუდენტებისთვის, ეს ნაკლებად ჩანდა. ცოდნა უფრო პროფესიული და პრაქტიკული საქმიანობიდან შევიძინე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და ა.შ.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

- როდესაც საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი ვიყავი, მაშინ გავიცანი თინი. საია-ში 6 თვეში ერთხელ ვარჩევდით დაახლოებით 20 სტუდენტს, ისინი ჩვენთან სტაჟირებას გადიოდნენ. თინიც ასე მოხვდა ჩვენთან, მაშინ მაგისტრატურაში სწავლობდა. მომეწონა; მოწონება მალე სიყვარულში გადაიზარდა და შევქმენით ოჯახი. ძალიან მიყვარს პოეზია, ხანდახან ლექსებსაც ვწერ.

უფრო მეტი ლექსი შეყვარებულობის პერიოდში მაქვს მეუღლისთვის მიძღვნილი... გვყავს ორი შვილი: 8 წლის ალექსანდრე და 5 წლის დანიელი. შვილებთან თამაში და მათთან ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ბიჭებს მოსწონთ, როცა ზღაპრებს ვუყვები. ჩემი მოყოლილი ზღაპრები არის იმპროვიზაცია: თემას ირჩევენ, მეუბნებიან, ვთქვათ, დინოზავრებზე ან ბრძოლებზე მოგვიყევიო და ა.შ. მეც ვიწყებ ზღაპრის მოყოლას და არ ვიცი წინასწარ, ეს ზღაპარი როგორ დამთავრდება. ხან წიგნებს ვკითხულობთ ერთად, ხან ერთად დავდივართ სასეირნოდ...წაიკითხეთ სრულად

მეუფე სტეფანეს განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები,  თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო

ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი?

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა