მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?
ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­მარ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის(WHO) გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუს­თან, რათა, მსოფ­ლი­ო­ში მი­წო­დე­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­დეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მი­სა­ღე­ბად.

სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო პან­დე­მი­ის კუ­თხით გლო­ბა­ლუ­რად არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში მსოფ­ლი­ო­ში წარ­მოქ­მნილ სირ­თუ­ლე­ებ­სა და შე­ფერ­ხე­ბებს და ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დრო­უ­ლად და­წყე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და ვაქ­ცი­ნის სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­წი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რათა ამ კუ­თხით ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფომ თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ისარ­გებ­ლოს.

აღი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნის დრო­უ­ლი შე­მო­ტა­ნის, ისე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და ლო­გის­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის კუ­თხით. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ხაზი გა­უს­ვა იმ ფაქტს, რომ გარ­და COVAX-პლატ­ფორ­მი­სა, სა­ხელ­მწი­ფო აქ­ტი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­სა და ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლებ­თან, რათა ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მი­ი­ღოს და ამ პრო­ცეს­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჯან­მოს გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და ხაზი გა­უს­ვა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის როლს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის დამ­ტკი­ცე­ბა­ში, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს სა­მიზ­ნე ჯგუ­ფებს და წლის ბო­ლომ­დე მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა და­ა­დას­ტუ­რა მზად­ყოფ­ნა, სა­ქარ­თვე­ლომ მო­მა­ვალ­შიც გა­ნაგ­რძოს მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვი­ნა­ი­დან პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბა და ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მხო­ლოდ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
9

ბლა ბლა ბლა და კიდევ ერთი ტყუილი. აქამდე ხომ ყველა პირობა შეასრულა და ერთი ესღა დარჩა შესასრულებელი. 

ლული
3

რას ეძახით დროულ მოწოდებას. სასაცილოა...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?

ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად.

საუბარი შეეხო პანდემიის კუთხით გლობალურად არსებულ ვითარებას, ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოში წარმოქმნილ სირთულეებსა და შეფერხებებს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე, რათა ამ კუთხით ყველა სახელმწიფომ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს.

აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ქვეყანაში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გარდა COVAX-პლატფორმისა, სახელმწიფო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმოს გენერალურ დირექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დამტკიცებაში, რომელიც განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებს და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად.

მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სხვადასხვა მიმართულებით, ვინაიდან პანდემიის დამარცხება და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ოპოზიციამ დაგეგმილი საპროტესტო აქციები გადადო

"ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას... თავის ხალხზე ექსპერიმენტი ჩაატარა" - რას წერს ექიმი რუსულ ვაქცინაზე