ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში “ოპელის” მარკის ავტომობილი ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. ადგილობრივების ვარაუდით, მძღოლს მანქანა მოუცურდა. შეჯახების დროს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ხალხო! იქონიეთ ორიგინალი წნევის მზომები და წნევები საბურავებში დააყენეთ ქარხნულ ნიშნულზე. ყველა მანქანას მოყვება "სთიქერი", ან მძღოლის მხარეს კართან, ან "ბარდაჩოკში", რომელზეც გარკვევით წერია, თუ რა წნევა უნდა იყოს წინა-უკანა საბურავებში. ასევე დააყენეთ ქარხნული ზომის დისკები - საბურავებით. დროულად შეცვალეთ სამუხრუჭე ხუნდები და გაცვეთილი საბურავები. გზაზე მოძრაობისას გამოიჩინეთ წინდახედულობა და ყურადღება. ღმერთი გფარავდეთ!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს