მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულ 3 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულ 3 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას მი­მართ, მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით მუ­ქა­რის ფაქ­ტზე ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა და დევ­ნა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 25 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, წყნე­თის ქუ­ჩა­ზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლისტს ვახ­ტანგ სა­ნა­ი­ას, მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო თავს და­ესხნენ. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ვახ­ტანგ სა­ნა­ია ჯერ წა­აქ­ცი­ეს, შემ­დეგ კი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს, რა დრო­საც ჟურ­ნა­ლისტს მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ და უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­დნენ, ხოლო ვ.გ. ვახ­ტანგ სა­ნა­ი­ას სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბით, ვახ­ტანგ სა­ნა­ი­ამ თა­ვის და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ს.ს-მ ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ვახ­ტანგ სა­ნა­ი­ას თან­მხლებ ნ.მ-ს მი­მართ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ვ.გ., გ.ს. და ს.ს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა უწყე­ბის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. ვახ­ტანგ სა­ნა­ი­ას მი­მართ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე, რო­გორც მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, უწყე­ბას მკაც­რი მიდ­გო­მა ექ­ნე­ბა.

ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებთ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა და დევ­ნა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ბრალ­დე­ბის მხა­რე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა სა­ჭი­რო ქმე­დე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
15

სანაის და მის ლიბერასტულ ჯიბის ჟურნალისტებს რატომ არ აკავებთ? მთელ ქართველ ერს რომ ლანძღავენ და აგინებენ. ან რა ჟურნალისტია საკუთარი ძმის მკვლელობა ვერ თუ არ გამოუძიებია.

qeTo
1

და შეეფარდათ სასჯელი: 1 კვირა მარტო ლობიოსა და მჭადის ჭამა სახლში....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულ 3 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულ 3 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ.

სამართალდამცველებმა ვ.გ., გ.ს. და ს.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვახტანგ სანაიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, როგორც მსგავსი კატეგორიის სხვა დანაშაულებზე, უწყებას მკაცრი მიდგომა ექნება.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს.

პროკურატურამ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სროლა გლდანის რაიონში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?