კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავრჩით ერთის გამოტოვებით, როგორ ვიყოთ? გაუსაძლისია, ღმერთო" - რას წერს ეკატერინე ტოგონიძე ნინო შუბლაძის დის გარდაცვალებაზე
"დავრჩით ერთის გამოტოვებით, როგორ ვიყოთ? გაუსაძლისია, ღმერთო" - რას წერს ეკატერინე ტოგონიძე ნინო შუბლაძის დის გარდაცვალებაზე

მწე­რა­ლი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე ჟურ­ნა­ლისტ ნინო შუბ­ლა­ძეს დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ემო­ცი­უ­რი პოს­ტით უსამ­ძიმ­რებს:

"გა­თენ­და და არ ყო­ფი­ლა სიზ­მა­რი. სოფო არ არის, მზეა... ვიცი, ამ დროს რო­გორც წვავს ისე­დაც გაგ­ლე­ჯილ გულს კარ­გი ამინ­დი. სო­ფოს ამინ­დი სო­ფოს გა­რე­შე.

აქ ყვე­ლა სო­ფო­ზე ლა­პა­რა­კობს, იმ­დენს ყვე­ბი­ან, ყველ­გან სო­ფოს ხმა მეს­მის, სა­დაც გა­ვი­ხე­დავ, სო­ფოს ღი­მილს ვხე­დავ. გა­უ­საძ­ლი­სია, ღმერ­თო.

“ისე იცხოვ­რე, თით­ქოს ეს შენი ბოლო დღეა” - ბე­ლეტ­რის­ტი­კაა, აბა რა არის? მაგ­რამ ჩვენ­ში იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც შეძ­ლო და შე­უძ­ლე­ბე­ლი სი­ნამ­დვი­ლედ აქ­ცია. ასე იცხოვ­რა. ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად, უბ­რა­ლოდ, და­უ­მად­ლებ­ლად ასე. არ ვიცი, რო­გორ... არ ვიცი, სა­ი­დან. რა უძი­რო უნდა იყოს ადა­მი­ა­ნის გული, რომ ამ­დე­ნი და­ი­ტი­ოს. წმინ­და წყლის სიყ­ვა­რუ­ლი და სი­კე­თე, ყო­ველ­გვა­რი მი­ნა­რე­ვის გა­რე­შე. უზღვა­ვი, ყვე­ლას სამ­ყო­ფი, თავ­და­დე­ბუ­ლი, და­უ­ღა­ლა­ვი, ყო­ველ­დღი­უ­რად უხ­ვად გად­მოფრქვე­უ­ლი და მა­ინც ულე­ვი.

ანო, ჩემო პა­ტა­რავ, რა ტრი­ა­ლებს ახლა შენს გულ­ში.... ნინო, დავ­რჩით ერ­თის გა­მო­ტო­ვე­ბით, რო­გორ ვი­ყოთ? ღმერ­თო, რით ვა­ნუ­გე­შოთ მშობ­ლე­ბი? ან შენ რა გი­თხრა, ნინო? ვტი­რი თქვენ­თან ერ­თად, ვტი­რი სო­ფოს, თქვენ ან იქ­ნებ ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­კუ­თარ თავს, რო­მელ­საც აი ასე გა­მო­ე­ცა­ლა სიყ­ვა­რუ­ლი, საყ­რდე­ნი, დღე­სას­წა­უ­ლი. სამ­ყა­რო - სა­ხე­ლად სოფო".

"რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნინო შუბ­ლა­ძის და, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტო­რი, ტრე­ნე­რი სოფო შუბ­ლა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გუ­შინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ცნო­ბის­თვის, მწე­რალ ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძის მე­უღ­ლე ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას­თან, გლი­ობ­ლას­ტო­მას­თან ხან­გრძლი­ვი ბრძო­ლის შემ­დეგ, 2020 წლის 6 აპ­რილს, 42 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი და მწე­რა­ლი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე 15 წელი იყ­ვნენ ქორ­წი­ნე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია ბობოხიძე.
2

ვუსამძიმრებ ვაჟას, შვილის გარდაცვალებას. ღმერთმა ნათელში გიმყოფოს.

დ გ
9

ქალბატონი ნინო მსოფლიო დივა ფერჯის როგორ გავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"დავრჩით ერთის გამოტოვებით, როგორ ვიყოთ? გაუსაძლისია, ღმერთო" - რას წერს ეკატერინე ტოგონიძე ნინო შუბლაძის დის გარდაცვალებაზე

"დავრჩით ერთის გამოტოვებით, როგორ ვიყოთ? გაუსაძლისია, ღმერთო" - რას წერს ეკატერინე ტოგონიძე ნინო შუბლაძის დის გარდაცვალებაზე

მწერალი ეკატერინე ტოგონიძე ჟურნალისტ ნინო შუბლაძეს დის გარდაცვალებას ემოციური პოსტით უსამძიმრებს:

"გათენდა და არ ყოფილა სიზმარი. სოფო არ არის, მზეა... ვიცი, ამ დროს როგორც წვავს ისედაც გაგლეჯილ გულს კარგი ამინდი. სოფოს ამინდი სოფოს გარეშე.

აქ ყველა სოფოზე ლაპარაკობს, იმდენს ყვებიან, ყველგან სოფოს ხმა მესმის, სადაც გავიხედავ, სოფოს ღიმილს ვხედავ. გაუსაძლისია, ღმერთო.

“ისე იცხოვრე, თითქოს ეს შენი ბოლო დღეა” - ბელეტრისტიკაა, აბა რა არის? მაგრამ ჩვენში იყო ადამიანი, რომელმაც შეძლო და შეუძლებელი სინამდვილედ აქცია. ასე იცხოვრა. ძალდაუტანებლად, უბრალოდ, დაუმადლებლად ასე. არ ვიცი, როგორ... არ ვიცი, საიდან. რა უძირო უნდა იყოს ადამიანის გული, რომ ამდენი დაიტიოს. წმინდა წყლის სიყვარული და სიკეთე, ყოველგვარი მინარევის გარეშე. უზღვავი, ყველას სამყოფი, თავდადებული, დაუღალავი, ყოველდღიურად უხვად გადმოფრქვეული და მაინც ულევი.

ანო, ჩემო პატარავ, რა ტრიალებს ახლა შენს გულში.... ნინო, დავრჩით ერთის გამოტოვებით, როგორ ვიყოთ? ღმერთო, რით ვანუგეშოთ მშობლები? ან შენ რა გითხრა, ნინო? ვტირი თქვენთან ერთად, ვტირი სოფოს, თქვენ ან იქნებ ყველაზე მეტად საკუთარ თავს, რომელსაც აი ასე გამოეცალა სიყვარული, საყრდენი, დღესასწაული. სამყარო - სახელად სოფო".

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძის და, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორები საქართველოს" დირექტორი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მწერალ ეკატერინე ტოგონიძის მეუღლე ყოფილი დეპუტატი, რატი სამყურაშვილი მძიმე დაავადებასთან, გლიობლასტომასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, 2020 წლის 6 აპრილს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. რატი სამყურაშვილი და მწერალი ეკატერინე ტოგონიძე 15 წელი იყვნენ ქორწინებაში.

ნინი ბადურაშვილი დასთან ერთად დუბაიში ისვენებს - დების ზღაპრული მოგზაურობის ფოტოები

"სიყვარულის 2 წელი" - დავით კირკიტაძის მეუღლე ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით, რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"პიროვნება, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, არის ჩემი უახლოესი მეგობრის ბიძა, დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში" - ლექსო თამაზაშვილი "ტვ პირველს" პასუხობს