სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ პირებთან ერთად ე.წ. ტრესტის ისტორიული შენობის საკითხი განიხილა
ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ პირებთან ერთად ე.წ. ტრესტის ისტორიული შენობის საკითხი განიხილა

მიმ­დი­ნა­რე წლის 25 თე­ბერ­ვალს, გა­ი­მარ­თა სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა, ერ­თის მხრივ, „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“-ს სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველ ნო­კო­ლოზ ჩი­ქო­ვან­სა და მე­ო­რეს მხრივ, მა­ჟო­რი­ტარ პარ­ლა­მენ­ტის წევრ პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის გივი მო­დე­ბა­ძის და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის ალექ­სან­დრე ციცქიშ­ვილს შო­რის, სა­დაც „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“-ს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს.

„ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ სპე­ცი­ა­ლურ­მა მმარ­თველ­მა ნი­კო­ლოზ ჩი­ქო­ვან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­თო-გა­მამ­დიდ­რე­ბე­ლი კომ­ბი­ნა­ტის შე­ნო­ბა მალე ახალ ფუნ­ქცი­ას შე­ი­ძენს, რაც ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას, რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ცენ­ტრი, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან სივ­რცეს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, მათ შო­რის:

  1. მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად არას­ტან­დარ­ტულ გა­რე­მო­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი და არა­ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის გამო, ექ­სპო­ნა­ტე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლია გა­მო­ფე­ნი­ლი;
  2. ჭი­ა­თუ­რის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმს, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი რაც ჭი­ა­თუ­რის ის­ტო­რი­ას ეხე­ბა: მან­გა­ნუ­მის მო­პო­ვე­ბის, თე­ატ­რი­სა და მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ის, ასე­ვე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლა გა­მო­ი­ფი­ნე­ბა;
  3. ფო­ტოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმს და ფო­ტოგ­რა­ფი­ის სკო­ლას;
  4. სა­კონ­ფე­რენ­ციო, სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზებს, ასე­ვე ტრე­ნინ­გე­ბის, სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სივ­რცე­ებს და სხვა.
  5. პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლო ცენ­ტრ - „ჯმ აკა­დე­მი­ას“;
  6. ახალ­გაზ­რდუ­ლი სკა­უ­ტე­ბის ცენ­ტრს, რო­მე­ლიც ჭი­ა­თუ­რის ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ახალ­გაზ­რდულ პრო­ექ­ტებს.
  7. ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სივ­რცეს, მათ შო­რის, გი­დე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ ცენ­ტრს;
  8. ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბის ცენ­ტრს, სა­დაც სტარ­ტა­პე­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნონ, შერ­ჩე­ულ პრო­ექ­ტებს და გა­მარ­ჯვე­ბულს კი კომ­პა­ნია ხელს შე­უ­წყობს.

„ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ სპე­ცი­ა­ლურ­მა მმარ­თველ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც 4 მარტს არის და­გეგ­მი­ლი, სხვა სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­საც გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ნი­კო­ლოზ ჩი­ქო­ვან­მა კი­დევ ერთხელ გა­აჟ­ღე­რა კომ­პა­ნი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბას სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა. სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რცის მო­სა­წყო­ბად კი, მისი რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას გა­და­ე­ცე­მა. მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ე­სალ­მე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რად დატ­ვირ­თვას და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ეს და­სა­წყი­სია „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­თან“ სხვა დიდი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის.

„ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა გვქონ­და, ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ და აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თვე­ბით ყვე­ლა იმ პრო­ცეს­ში, რაც ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას ხელს შე­უ­წყობს“, - გა­ნა­ცხა­და შეხ­ვედ­რის და­სას­რულს ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა, გივი მო­დე­ბა­ძემ.

NS

ehei
0

sabagiroebis fuli vin shechama gamoiziet ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ პირებთან ერთად ე.წ. ტრესტის ისტორიული შენობის საკითხი განიხილა

ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ პირებთან ერთად ე.წ. ტრესტის ისტორიული შენობის საკითხი განიხილა

მიმდინარე წლის 25 თებერვალს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, ერთის მხრივ, „ჯორჯიან მანგანეზი“-ს სპეციალურ მმართველ ნოკოლოზ ჩიქოვანსა და მეორეს მხრივ, მაჟორიტარ პარლამენტის წევრ პაატა კვიჟინაძის, მუნიციპალიტეტის მერის გივი მოდებაძის და საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ციცქიშვილს შორის, სადაც „ჯორჯიან მანგანეზი“-ს საკუთრებაში არსებული ისტორიული შენობის საკითხი განიხილეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობა მალე ახალ ფუნქციას შეიძენს, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობას, რეგიონის პოპულარიზაციასა და განვითარებას ემსახურება.

ცენტრი, რამდენიმე მნიშვნელოვან სივრცეს გააერთიანებს, მათ შორის:

  1. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელიც ამჟამად არასტანდარტულ გარემოშია განთავსებული და არახელსაყრელი პირობების გამო, ექსპონატების მხოლოდ ნაწილია გამოფენილი;
  2. ჭიათურის ისტორიის მუზეუმს, სადაც თავმოყრილი იქნება ყველაფერი რაც ჭიათურის ისტორიას ეხება: მანგანუმის მოპოვების, თეატრისა და მედიცინის ისტორიის, ასევე სხვა მიმართულებების ამსახველი უნიკალური მასალა გამოიფინება;
  3. ფოტოგრაფიის მუზეუმს და ფოტოგრაფიის სკოლას;
  4. საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზებს, ასევე ტრენინგების, საბიბლიოთეკო სივრცეებს და სხვა.
  5. პროფესიულ სასწავლო ცენტრ - „ჯმ აკადემიას“;
  6. ახალგაზრდული სკაუტების ცენტრს, რომელიც ჭიათურის ახალგაზრდებისათვის პერმანენტულად განახორციელებს ახალგაზრდულ პროექტებს.
  7. ტურისტული მიმართულების სივრცეს, მათ შორის, გიდების მოსამზადებელ ცენტრს;
  8. ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრს, სადაც სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო წინადადებები წარმოადგინონ, შერჩეულ პროექტებს და გამარჯვებულს კი კომპანია ხელს შეუწყობს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მულტიფუნქციური ცენტრი, რომლის პრეზენტაციაც 4 მარტს არის დაგეგმილი, სხვა საინტერესო მიმართულებებსაც გააერთიანებს. ნიკოლოზ ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ გააჟღერა კომპანიის ინიციატივა, რომ ისტორიულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუზეუმო სივრცის მოსაწყობად კი, მისი რეაბილიტირებული ნაწილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა. მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ მიესალმება ისტორიული შენობის მულტიფუნქციურად დატვირთვას და იმედს გამოთქვამს, რომ ეს დასაწყისია „ჯორჯიან მანგანეზთან“ სხვა დიდი პროექტების განხორციელებისათვის.

„ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ და აქტიურად ჩავერთვებით ყველა იმ პროცესში, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ.

NS

"მივიღე წერილი, მოდით ცხოვრებას ნუ ავურევთ ბიჭებსო... ახლა ამ ადამიანს ვეუბნები" - რა მიწერეს დაკავებულების ნაცნობებმა ვახო სანაიას?

ბინები თბილისში, მცხეთასა და წყნეთში... წილები კომპანიებში - რა ქონებას ფლობს ნინო წილოსანის ოჯახი?

თბილისის რომელ ქუჩებზეა შეზღუდლი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - რას აცხადებს შსს?