"ფორმულას" ინფორმაციით, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები ვაჟა გიგაური და მისი მეზობლები გიორგი სახელაშვილი და სულიყო საყევარაშვილი არიან. ტელეკომპანიის ცნობით, გიგაური კორცხელის ჩხუბის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურანტის, გიორგი გიგაურის ნათესავია.
როგორც "ფორმულამ" გაარკვია, სამივე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის უბნელები და მეზობლები არიან.
"იცით რა წყნარები არიან? გაკვირვებულია დედამისიც, ასეთი უკონფლიქტო ბავშვია და ნეტა რა მოხდაო. როდესაც ვიძინებდიო, მითხრა, ჩავალ საგუნდაოდო და რა მოხდა იქ არ ვიცი. მაგას (ვახო სანაიას) სახეზე არაფერი ეტყობა ცემის და ისე როგორ ცემეს რომ არაფერი არ ეტყობა" - ამბობს ქალბატონი, რომელიც "ფორმულას" ბრალდებულების მეზობლად გაეცნო, თუმცა ტელეკომპანიაში აზუსტებენ, რომ ის გეგა გეგეშიძის დედაა.
ცნობისთვის, ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვერ გავიგე ჟურნალისტზე რას ამახვილებენ ყურადღებას ისე თითქოს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან რამე კავშირი ჰქონდა ამ ამბავს თუ მთვრალები იყვნენ,ისე გამოდის ვინც არაა პარტიის წევრი,ოპოზიციის წევრი ,არასამთავრობოს წევრი ,გეი,ლესბოსელი ,ტრანსგენდერი ესე იგი ჩვეულებრივი მოქალაქე მათზე მსგავსი რაღაცეები შეიძლება გაატარონ?რა ეს ზეაღმატებულია ვინმეზე?
რაო? ვისი მეზობლები არიანო? ხრამოი ჟორასიი? მერე რა? თუნდაც აღა გეორქას მეზობლები იყვნენ, ვითომ მაგით რაო???