ავტორი:

"საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნად... ამან შეიძლება ცუდი როლი ითამაშა, რადგან ვაქცინა ჯერ დაბალშემოსავლიანებს გადასცეს" - იმნაძე

"საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნად... ამან შეიძლება ცუდი როლი ითამაშა, რადგან ვაქცინა ჯერ დაბალშემოსავლიანებს გადასცეს" - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, თუ რატომ მიიღეს საქართველოზე დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა ვაქცინა უფრო ადრე.

როგორც "მაესტროს" ეთერში იმნაძემ აღნიშნა, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს საშუალოშემოსავლიან ქვეყნად ითვლება და თვითდაფინანსებაზეა.

"რატომ მიიღო ზოგიერთმა ქვეყანამ ჩვენზე ადრე... თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ შემთხვევაში ის, რომ საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნად, საშუალოში გავდივართ და ჩვენ თვითონ ვიფინანსებთ ჩვენს თავს და არა, გვეხმარება იგივე "კოვაქსი"... ანუ არის ქვეყნები, რომლებიც თვითდაფინანსებაზეა "კოვაქსის" პლატფორმაზე, მაგალითად, საქართველო, და არის ქვეყნები, რომლებიც უფრო ითვლებიან დაბალშემოსავლიან ქვეყნებად, რომლებსაც "კოვაქსი" თვითონ აწვდის.

ამ შემთხვევაში, იმან, რომ საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ ჩვენ უფრო და არა დაბალშემოსავლიანში, შეიძლება ცუდი როლი ითამაშა, რადგან პირველ რიგში დაბალშემოსავლიანებს გადასცეს. თუმცა იქაც სულ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ჯერჯერობით. ევროპის 4 ქვეყანა იყო. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ კოვაქსიდან არ არის დასტური, თუ როდის შემოვა ეს ვაქცინა. დასტური იყო, რომ შემოვოდოდა თებერვლის ბოლოს... აქტიური მუშაობა მიდის პირდაპირ მწარმოებლებთანაც და ველოდებით დადასტურებას, თუ როდის მივიღებთ" - აღნიშნა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანა პირველად "ასტრაზენეკას" ვაქცინას მიიღებს. რაც შეეხება "კოვაქსს", როგორც იმნაძე ამბობს, ჯერჯერობით "კოვაქსიდან" დასტური არ არის, როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა.

"პირველს მივიღებთ "ასტრაზენეკას" ვაქცინას და არა "კოვაქსის"... ეს უფრო რეალური ჩანს. სამწუხაროდ, ვაქცინების დიდი დეფიციტია მსოფლიოში. მინდა გითხრათ, რომ დაწყება ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია მოცვა იყოს. იგივე ევროკავშირში დაწყებულია ვაქცინაცია, მაგრამ მოცულია მოსახლოების 4 პროცენტი. ეს ევროპისთვის არაფერია", - აღნიშნა იმნაძემ.

"პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ?

ხაშურში მოქალაქეეები მანქანით მდინარაზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც წყალში ჩარჩნენ - ისინი მაშველებმა გამოიყვანეს

დღის ფოტო - როგორ დაემშვიდობა მეუღლე გურამ დოჩანაშვილს