მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, მზად ვართ, სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მივმართოთ" - პროკურორი
"თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, მზად ვართ, სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მივმართოთ" - პროკურორი

პრო­კუ­რა­ტუ­რა მზა­დაა, ნიკა მე­ლი­ას მიერ გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­მარ­თლოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თოს.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­კეთ­და.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის თვით­მი­ზა­ნი, - გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა.

პრო­კუ­რორ­მა ნიკა მე­ლი­ას საქ­მის დე­ტა­ლე­ბი კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა და აღ­ნიშ­ნა, რომ ერ­თა­დერ­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­მე­ლიც მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბო­და ჩათ­ვლი­ლი­ყო უფრო მკაცრ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად, იყო პა­ტიმ­რო­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტოთ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ და კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის თვით­მი­ზა­ნი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ 2021 წლის 17 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გი­რაო შე­იც­ვა­ლა უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბით - პა­ტიმ­რო­ბით. თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­ლე­გი­ის დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უშ­ვებ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნი­კა­ნორ მე­ლია ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, 2019 წლის 25 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 27 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად შე­ე­ფარ­და გი­რაო. თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 2 ივ­ლი­სის გან­ჩი­ნე­ბით, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ და­მა­ტე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი.

ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - გი­რა­ოს თან­ხა, 2019 წლის 15 ივ­ლისს (სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში), სრუ­ლად იქნა შე­ტა­ნი­ლი შე­სა­ბა­მის ან­გა­რიშ­ზე.

2020 წლის 1 ნო­ემ­ბერს, ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბი­სას, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად მო­იხ­სნა ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის სა­მა­ჯუ­რი, რი­თაც და­არ­ღვია მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პი­რო­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნულ­მა მო­ცე­მუ­ლო­ბამ წარ­მოშ­ვა პრო­კუ­რო­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვის თა­ო­ბა­ზე.

კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, 2020 წლის 3 ნო­ემ­ბერს, ბრალ­დე­ბის მხა­რემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა და მო­ი­თხო­ვა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა, კერ­ძოდ 100 000 (ასი ათა­სი) ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა, ამავდრო­უ­ლად, მის­თვის ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბის და თან­ხმო­ბის გა­რე­შე სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბის აკ­რძალ­ვა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2020 წლის 3 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­და ნა­წი­ლობ­რივ, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ მა­ნამ­დე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - გი­რაო გამ­კაცრ­და და გა­ი­ზარ­და 40 000 (ორ­მო­ცი ათა­სი) ლა­რით, კერ­ძოდ, 70 000 (სა­მოც­და­ა­თი ათა­სი) ლა­რამ­დე. გი­რა­ოს გაზ­რდი­ლი ოდე­ნო­ბის გა­დახ­დის ვა­დად გა­ნი­სა­ზღვრა 50 (ორ­მოც­და­ა­თი) დღე. მას­ვე აეკ­რძა­ლა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბის და თან­ხმო­ბის გა­რე­შე.

სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი გი­რა­ოს გა­დახ­დის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­ე­ცა და­მა­ტე­ბი­თი ვადა გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრალ­დე­ბულს გა­აჩ­ნია გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად საკ­მა­რი­სი ქო­ნე­ბაც და თან­ხაც, მან არც და­მა­ტე­ბით მი­ცე­მულ ვა­და­ში არ შე­ას­რუ­ლა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და გი­რა­ოს თან­ხა არ გა­და­ი­ხა­და. შე­სა­ბა­მი­სად, უფრო მკაცრ­მა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბამ, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ბრალ­დე­ბულს და­ეც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მიზ­ნე­ბი - ბრალ­დე­ბულ­მა ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ სა­ჯა­როდ უარი გა­ნა­ცხა­და გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის მე-200 მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, თუ ბრალ­დე­ბულ­მა დად­გე­ნილ ვა­და­ში არ უზ­რუნ­ველ­ყო სა­სა­მარ­თლოს მიერ გი­რა­ოს სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში შე­მა­ვა­ლი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის – აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს სა­დე­პო­ზი­ტო ან­გა­რიშ­ზე შე­ტა­ნა ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ტა­ნა, პრო­კუ­რო­რი სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სა­ზღვრავს გი­რა­ოს გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრო­კუ­რო­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

იმ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მე-200 მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლი გან­სა­ზღვრავს უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ნი­სა­ზღვროს მო­ცე­მუ­ლი შემ­თხვე­ვი­სათ­ვის რე­ლე­ვან­ტუ­რი, უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც გი­რა­ოს­გან გან­სხვა­ვე­ბით შეძ­ლებ­და უზ­რუნ­ვე­ლე­ყო ნი­კა­ნორ მე­ლი­ას სა­თა­ნა­დო ქცე­ვა. სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის გი­რა­ოს კი­დევ უფრო გაზ­რდი­ლი ოდე­ნო­ბით მი­მარ­თვა ყო­ველ­გვარ სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და - გი­რა­ოს გაზ­რდი­ლი ოდე­ნო­ბის გა­დახ­და­ზე უა­რის თქმა, ბუ­ნებ­რი­ვად აჩენს მო­ლო­დინს, რომ გი­რა­ოს კი­დევ უფრო გაზ­რდი­ლი ოდე­ნო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ ჩა­ით­ვლე­ბა ადეკ­ვა­ტურ, ლო­გი­კურ და პრო­პორ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თა­დერ­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­მე­ლიც მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბო­და ჩათ­ვლი­ლი­ყო უფრო მკაცრ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად, პა­ტიმ­რო­ბაა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა 2021 წლის 12 თე­ბერ­ვალს, წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის თან­ხმო­ბის მი­ცე­მის თა­ო­ბა­ზე.

პარ­ლა­მენ­ტის 2021 წლის 16 თე­ბერ­ვლის დად­გე­ნი­ლე­ბით გა­ცე­მუ­ლი იქნა თან­ხმო­ბა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა­ზე.

2021 წლის 16 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გი­რა­ოს უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბით - პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყო ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სად­მი და ზო­გა­დად მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სად­მი. ნი­კა­ნორ მე­ლი­ას სა­ჯა­როდ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, რომ შეგ­ნე­ბუ­ლად არ შე­ას­რუ­ლებ­და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და რომ გან­ზრახ არ გა­და­იხ­დი­და მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი გი­რა­ოს თან­ხას, წარ­მო­ად­გენ­და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სი­სად­მი ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. მისი ქმე­დე­ბე­ბი და სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი, არ­ღვევ­და არამ­ხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი შემ­ზღუდ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის არსს, არა­მედ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დი­ო­და პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ პრინ­ცი­პთან, ასე­ვე, მი­მარ­თუ­ლი იყო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცე­სის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა­კენ.

სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სად­მი მსგავ­სმა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­მო­რი­ცხა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას სა­თა­ნა­დო ქცე­ვის გო­ნივ­რუ­ლი მო­ლო­დი­ნი, შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ი­რი­ცხა ყვე­ლა შე­საძ­ლო ნაკ­ლე­ბად შემ­ზღუდ­ვე­ლი მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, კა­ნონ­თან კონ­ფლიქ­ტში მყო­ფი ქმე­დე­ბის შე­საძ­ლო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ერ­თგვარ წა­ხა­ლი­სე­ბა­საც წარ­მო­ად­გენ­და. მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­ი­ცავს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­ღალ სტან­დარტს და მას დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ და ვერ ექ­ნე­ბა კა­ნო­ნის­მი­ე­რი გა­მარ­თლე­ბა.

ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ზა­ნი ყო­ველ­თვის იყო და არის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში, უფ­ლე­ბა­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვა, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მა­ღა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტით. სწო­რედ ამ სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად წა­რი­მარ­თა მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­შიც სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ.

მო­ცე­მუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ყვე­ლა ეტაპ­ზე, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხის მო­თხოვ­ნი­სას, ბრალ­დე­ბის მხა­რის ერ­თა­დერთ მო­ტი­ვა­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის სა­თა­ნა­დო ქცე­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში გუ­ლის­ხმობ­და გი­რა­ოს პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის თვით­მი­ზა­ნი, რა­საც ბრალ­დე­ბა ყო­ველ­თვის უს­ვამ­და ხაზს არა­მარ­ტო სი­ტყვით, არა­მედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბით. უფრო მე­ტიც, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა სწო­რედ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, ვი­ნა­ი­დან მის მიერ გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას არ შე­ეც­ვლე­ბო­და გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად სა­სა­მარ­თლოს მიერ 2020 წლის 3 ნო­ემ­ბერს ნი­კა­ნორ მე­ლი­ას­თვის გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დის გას­ვლი­სა, ბრალ­დე­ბის მხა­რის ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენ­და ბრალ­დე­ბუ­ლის სა­თა­ნა­დო ქცე­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა - ის რაც ნე­ბის­მი­ე­რი ბრალ­დე­ბუ­ლის კა­ნო­ნის­მი­ე­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. და­მა­ტე­ბი­თი ვა­დის და­წე­სე­ბით დაც­ვის მხა­რეს შე­ე­თა­ვა­ზა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ვა­დის გას­ვლი­სა, თუ მოხ­დე­ბო­და გი­რა­ოს თან­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ეს ქმე­დე­ბა ჩა­ით­ვლე­ბო­და გი­რა­ოს პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბად და არ წარ­მო­იქ­მნე­ბო­და უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი.

გვსურს ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რო­გორც ბრალ­დე­ბას აქამ­დე არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბია, რომ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას პა­ტიმ­რო­ბა არ არის პრო­კუ­რა­ტუ­რის თვით­მი­ზა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, დაც­ვის მხა­რის მიერ მო­სა­მარ­თლის 2020 წლის 3 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბრალ­დე­ბის მხა­რე გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას მი­მარ­თოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - პა­ტიმ­რო­ბის გი­რა­ო­თი შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$
21

რაო დასავლეთმა თქვენ ფულებს მოვუხაზავო და დაფაცუნდით???

...
15

კობახიძემ საშიში დამნაშავე არისო და თან უშვებთ? ვაი რა მასხარები ხართ

ავტორი:

"თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, მზად ვართ, სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მივმართოთ" - პროკურორი

"თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, მზად ვართ, სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მივმართოთ" - პროკურორი

პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

შესაბამისი განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორმა ნიკა მელიას საქმის დეტალები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლებოდა ჩათვლილიყო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, იყო პატიმრობა.

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2021 წლის 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრალდებულის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.

როგორც ცნობილია, ნიკანორ მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, ნიკანორ მელიას მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხა, 2019 წლის 15 ივლისს (სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში), სრულად იქნა შეტანილი შესაბამის ანგარიშზე.

2020 წლის 1 ნოემბერს, ნიკანორ მელიამ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რითაც დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები. აღნიშნულმა მოცემულობამ წარმოშვა პროკურორის ვალდებულება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, 2020 წლის 3 ნოემბერს, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა ნიკანორ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება, ამავდროულად, მისთვის ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 (ორმოცდაათი) დღე. მასვე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს გააჩნია გირაოს უზრუნველსაყოფად საკმარისი ქონებაც და თანხაც, მან არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა. შესაბამისად, უფრო მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ, რომლის მიზანი იყო ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობის და სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები - ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორის ვალდებულებას მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

იმ დროს, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოცემული შემთხვევისათვის რელევანტური, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გირაოსგან განსხვავებით შეძლებდა უზრუნველეყო ნიკანორ მელიას სათანადო ქცევა. სასამართლოსათვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნებოდა - გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდაზე უარის თქმა, ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ, ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად. შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლებოდა ჩათვლილიყო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2021 წლის 12 თებერვალს, წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

პარლამენტის 2021 წლის 16 თებერვლის დადგენილებით გაცემული იქნა თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე.

2021 წლის 16 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი იყო ბრალდებულ ნიკანორ მელიას დამოკიდებულება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისადმი და ზოგადად მართლმსაჯულებისადმი. ნიკანორ მელიას საჯაროდ დეკლარირებული პოზიცია, რომ შეგნებულად არ შეასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და რომ განზრახ არ გადაიხდიდა მასზე დაკისრებული გირაოს თანხას, წარმოადგენდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესისადმი ნიკანორ მელიას დამოკიდებულებას. მისი ქმედებები და საჯარო განცხადებები, არღვევდა არამხოლოდ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების არსს, არამედ წინააღმდეგობაში მოდიოდა პრაქტიკულად ყველა სამართლებრივ პრინციპთან, ასევე, მიმართული იყო მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციისაკენ.

სასამართლო გადაწყვეტილებისადმი მსგავსმა დამოკიდებულებამ გამორიცხა ნიკანორ მელიას სათანადო ქცევის გონივრული მოლოდინი, შესაბამისად გამოირიცხა ყველა შესაძლო ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა. ნიკანორ მელიას დამოკიდებულება, კანონთან კონფლიქტში მყოფი ქმედების შესაძლო განხორციელების ერთგვარ წახალისებასაც წარმოადგენდა. მსგავსი დამოკიდებულება არ შეიცავს პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს და მას დემოკრატიულ საზოგადოებაში არ და ვერ ექნება კანონისმიერი გამართლება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურის მიზანი ყოველთვის იყო და არის სამართლიანი სასამართლოს პირობებში, უფლებათა და თავისუფლებათა განუხრელი დაცვა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით. სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად წარიმართა მოცემულ შემთხვევაშიც სისხლისსამართლებრივი დევნა ნიკანორ მელიას მიმართ.

მოცემული სისხლის სამართლის საქმის ყველა ეტაპზე, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის მოთხოვნისას, ბრალდების მხარის ერთადერთ მოტივაციას წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობდა გირაოს პირობის შესრულებას. ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი, რასაც ბრალდება ყოველთვის უსვამდა ხაზს არამარტო სიტყვით, არამედ ამ მიმართულებით მიღებული თითოეული გადაწყვეტილებითა და განხორციელებული ქმედებით. უფრო მეტიც, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სწორედ ნიკანორ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობამ განაპირობა, ვინაიდან მის მიერ გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მას არ შეეცვლებოდა გირაო პატიმრობით.

მიუხედავად სასამართლოს მიერ 2020 წლის 3 ნოემბერს ნიკანორ მელიასთვის გირაოს უზრუნველყოფის განსაზღვრული ვადის გასვლისა, ბრალდების მხარის ამოცანას წარმოადგენდა ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა - ის რაც ნებისმიერი ბრალდებულის კანონისმიერი ვალდებულებაა. დამატებითი ვადის დაწესებით დაცვის მხარეს შეეთავაზა, რომ მიუხედავად ვადის გასვლისა, თუ მოხდებოდა გირაოს თანხის უზრუნველყოფა, ეს ქმედება ჩაითვლებოდა გირაოს პირობის შესრულებად და არ წარმოიქმნებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, როგორც ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სროლა გლდანის რაიონში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?