პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო - რას აცხადებს დაკავებულის ადვოკატი?
ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო - რას აცხადებს დაკავებულის ადვოკატი?

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტე­ბის სა­ჩი­ვა­რი თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ და­საშ­ვე­ბად არ ცნო.

მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტე­ბის სა­ჩივ­რის მი­ხედ­ვით, ისი­ნი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის ნინო ჩახ­ნაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას ითხოვ­დნენ, რომ­ლი­თაც "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ნიკა მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტი, ბექა ბა­სი­ლა­ია მათი სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩივ­რის და­უშ­ვებ­ლად ცნო­ბას პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უწო­დებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ბა­სი­ლა­ია გან­მარ­ტავს, სა­სა­მარ­თლო აღ­ნიშ­ნულ სა­ჩი­ვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის მი­ღე­ბას ელო­და.

"სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­წე­ლა დრო, ელო­დე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის მი­ღე­ბას, თუ რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო და ვიდ­რე ეს ინ­ფორ­მა­ცია მა­თამ­დე არ იყო და­სუ­ლი, შე­ე­ცა­და იქამ­დე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა. ფაქ­ტია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე კვლავ აგ­რძე­ლებს კონფრონ­ტა­ცი­ულ რე­ჟიმ­ში ყოფ­ნას ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და კა­ნონ­თან“, - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, 72-სა­ა­თი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტე­ბის სა­ჩი­ვა­რი თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ და­უშ­ვებ­ლად ცნო.

მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტე­ბის საჩვრის მი­ხედ­ვით, ისი­ნი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის ნინო ჩახ­ნა­ში­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას ითხოვ­დნენ, რომ­ლი­თაც "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მდჯო­მა­რეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნიკა მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მას ბრა­ლი 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის 1-ელი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით აქვს წარ­დგე­ნი­ლი. 2019 წლის 27 ივ­ნისს, მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას და­მა­ტე­ბით შემ­ზღუ­დავ ღო­ნის­ძი­ე­ბად ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი და­უ­წეს­და და სა­მა­ჯუ­რი გა­უ­კეთ­და, თუმ­ცა, ნიკა მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი 2020 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს, სა­ჯა­როდ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მო­იხ­სნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის და 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. 2020 წლის 3 ნო­ემ­ბერს, სა­ა­მარ­თლომ უწყე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით­ვე, ნიკა მე­ლი­ას და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც და­ე­კის­რა - მას ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე, შე­ე­ზღუ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თაც. ნიკა მე­ლი­ამ სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო არ გა­და­ი­ხა­და, რის გა­მოც, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ნიკა მე­ლია გა­აფრ­თხი­ლა და გი­რა­ოს გა­და­სახ­დე­ლად ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცა, თუმ­ცა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს მე­ლი­ას­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გუ­შინ მი­მარ­თა. უწყე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის­თვის პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნა­ზე ნე­ბარ­თვა პარ­ლა­მენ­ტმა მის­ცა, რო­მელ­მაც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს იმუ­ნი­ტე­ტი 88 ხმით მო­უხ­სნა.

ნიკა მე­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 23 თე­ბერ­ვალს, პარ­ტი­ის ოფის­ში, სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში აიყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
35

ეს ბრეგვენები არ დაიხევენ უკან! გადაეშვებიან უფსკრულში და ჩვენც ჩაგვიყოლებენ! დროზე უნდა გავყაროთ, სხვა გამოსავალს არ გვიტოვებენ...

ჯიჯი ალფაიძე
16

გაისროკება, ასე მინიმუმ 6 წლით,ამას ითხოვს კანონი!!!

ავტორი:

ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო - რას აცხადებს დაკავებულის ადვოკატი?

ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო - რას აცხადებს დაკავებულის ადვოკატი?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო.

მელიას ადვოკატების საჩივრის მიხედვით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაია მათი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბასილაია განმარტავს, სასამართლო აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით, პოლიტიკური ნების მიღებას ელოდა.

"სააპელაციო სასამართლომ მაქსიმალურად გაწელა დრო, ელოდებოდა პოლიტიკური ნების მიღებას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო და ვიდრე ეს ინფორმაცია მათამდე არ იყო დასული, შეეცადა იქამდე გადაწყვეტილება არ გამოეცხადებინა. ფაქტია, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე კვლავ აგრძელებს კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ქართულ საზოგადოებასთან და კანონთან“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, 72-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

მელიას ადვოკატების საჩვრის მიხედვით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.

ვინ არიან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები და რას ამბობს მათზე მეზობელი - "იცით რა წყნარები არიან? გაკვირვებულია ყველა"

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა - რას წერს ტელეწამყვანის მეუღლე "ფეისბუქზე"?

რას პასუხობს ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას - "წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა... ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით"