მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროცესი უწყვეტი იქნება, ვიდრე არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას" - რას გეგმავს ოპოზიცია
"პროცესი უწყვეტი იქნება, ვიდრე არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას" - რას გეგმავს ოპოზიცია

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ოპო­ზი­ცია "სირ­ცხვი­ლის კო­რი­დო­რე­ბის” მო­წყო­ბას და პი­კე­ტი­რე­ბას გეგ­მავს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ხვა­ლი­დან ისი­ნი უწყვეტ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს იწყე­ბენ.

"ხვა­ლინ­დე­ლი აქ­ცია არის და­სა­წყი­სი უწყვე­ტი პრო­ტეს­ტის. პრო­ტეს­ტი ეხე­ბა პირ­ველ რიგ­ში, პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს, მაგ­რამ უფრო ფარ­თოდ დგას დღეს სა­კი­თხი. დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის და კო­მუ­ნის­ტურ რეს­პუბ­ლი­კად ქცე­ვის 100 წლის თავ­ზე, კვლავ იგი­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. დღეს არა­მარ­ტო 20%-ია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, არა­მედ მე-11 არ­მია პირ­და­პირ გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. დღეს, რო­გორც არას­დროს, სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ემ­სგავ­სა რუ­სეთს და რა სა­ზი­ზღრო­ბე­ბიც ხდე­ბა რუ­სეთ­ში, ანა­ლო­გი­უ­რი, სამ­წუ­ხა­როდ, ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მხრი­დან.

პრო­ტეს­ტი იქ­ნე­ბა უწყვე­ტი, გა­იშ­ლე­ბა ბევ­რი კა­რა­ვი. კა­რა­ვი არ არის თვით­მი­ზა­ნი, ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა გუ­ლან­თე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის­თვის, რომ ცუდ ამინ­დში თავი შე­ა­ფა­რონ. პრო­ტეს­ტი იქ­ნე­ბა სხვა ქა­ლა­ქებ­შიც.

იქ­ნე­ბა პი­კე­ტე­ბი, "სირ­ცხვი­ლის კო­რი­დო­რე­ბი“, იქ­ნე­ბა ასე­ვე აქ­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტროს­თან, იმ სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან, რომ­ლე­ბიც გა­მო­დი­ან რო­გორც "ოპ­რიჩ­ნი­კე­ბი” და არ­ბე­ვენ და ფეხ­ქვეშ თე­ლა­ვენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ას. რე­გი­ო­ნებ­შიც იქ­ნე­ბა მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბი და მსვლე­ლო­ბე­ბი. კონ­სტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა დაშ­ვე­ბუ­ლი ხერ­ხი იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ჩვენ მი­ვი­დეთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე იმი­ტომ, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან. რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი ნიშ­ნავს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტას და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში ვე­რა­ნა­ი­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ვერ იქ­ნე­ბა. ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მინ­და მო­ვუ­წო­დო, ხვალ 13:00 სა­ათ­ზე ვიკ­რი­ბე­ბით ფი­ლარ­მო­ნის­თან და ყვე­ლა ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლებთ მსვლე­ლო­ბას. მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ დარ­ჩე­ნის. ჩვენ გა­დავ­დი­ვართ უწყვე­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ტეს­ტის და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ფა­ზა­ში”, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა მო­უ­წევს. მისი თქმით, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დათ­მო­ბის­კენ ნა­ბიჯს არ გა­დად­გამს, ეს სა­ბო­ლოდ მათი და­მარ­ცხე­ბით დას­რულ­დე­ბა.

"ხვალ არის პირ­ვე­ლი მსვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში და მას მოჰ­ყვე­ბა რო­გორც რე­გი­ო­ნებ­ში, ისე შემ­დგო­მი აქ­ცი­ე­ბი თბი­ლის­ში. როცა სა­უ­ბა­რია არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა­ზე, პი­კე­ტი­რე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი ინ­ტრუ­მენ­ტია მშვი­დო­ბი­ა­ნი, მაგ­რამ მწვა­ვე პრო­ტეს­ტის. ეს გაგ­რძელ­დე­ბა ვიდ­რე არ მი­ვი­ღებთ იმ შე­დეგს, რაც გვინ­და. ჩვენ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა, ანუ ნიკა მე­ლი­ას და გი­ორ­გი რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა. ამის მიღ­მა ვერ იქ­ნე­ბა ვე­რა­ფე­რი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გან­მუხ­ტოს ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, მჯე­რა თუ არა, რომ წა­მო­ვა "ოც­ნე­ბა“ დათ­მო­ბა­ზე, ჩემი პა­სუ­ხია, რომ მო­უ­წევს ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. თუ ის ბო­ლომ­დე გაყ­ვე­ბა ამ გზას, რო­მე­ლიც სრულ­დე­ბა კა­ტას­ტრო­ფით, ის სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­მარ­ცხდე­ბა. ჩვენ ამის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ ისეთ ინ­ტრუ­მენ­ტებს, რო­გო­რი­ცაა პი­კე­ტი­რე­ბა, მსვლე­ლო­ბე­ბი, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, მი­ტინ­გე­ბი და კარ­ვე­ბის გაშ­ლა პარ­ლა­მენ­ტთან“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

ასე­ვე, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა, რომ ოპო­ზი­ცი­ამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ევ­რო­კავ­ში­რის მო­წო­დე­ბა, ოპო­ზი­ცი­ის როლი უნდა იყოს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და ისი­ნი უნდა შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში. ბო­კე­რი­ას თქმით, ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

"სა­ერ­თოდ გა­ნი­ხი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა? ეს სა­ერ­თოდ დღის წესრგი­შიც არ დგას. ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში დად­გე­ბა მას შემ­დეგ, რაც მოხ­დე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

"ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, ოპო­ზი­ცია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მა­ნამ­დე გა­აგ­რძე­ლებს, ვიდ­რე ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ და­ი­ნიშ­ნე­ბა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას საქ­მემ სრუ­ლი­ად სხვა სახე შეს­ძი­ნა იმ ბრძო­ლას, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­შია.

"უწყვე­ტი აქ­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, არ გვინ­და ადა­მი­ა­ნებს ცრუ მო­ლო­დი­ნი შე­ვუქ­მნათ, ერთი აქ­ცია იქ­ნე­ბა, ამ აქ­ცი­ით ყვე­ლა პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გონს მო­ე­გე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის აქ­ცი­ე­ბის ის წყო­ბა, რო­მელ­საც ვგეგ­მავთ. ეს იქ­ნე­ბა თბი­ლის­ში, შემ­დეგ ბა­თუმ­ში, სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში. ეს პრო­ცე­სი უწყვე­ტი იქ­ნე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ მი­ვაღ­წევთ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. რა თქმა უნდა, ნიკა მე­ლი­ას საქ­მემ სრუ­ლი­ად სხვა სახე შეს­ძი­ნა იმ ბრძო­ლას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია. პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა უნდა დას­რულ­დეს და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს. ვე­ლო­დე­ბით, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ეთ­ვე­ბა ამ ბრძო­ლა­ში იმი­ტომ, რომ ხალ­ხის ხმა გა­დამ­წყვე­ტია, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვა­პი­რებთ, ადა­მი­ა­ნებს ამ შე­უ­პო­ვა­რი ბრძო­ლის მა­გა­ლი­თი მივ­ცეთ“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბა მოწ­მობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს ამ გზით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ხელი შე­უ­შა­ლოს.

"ეს პირ­და­პირ არის მი­მარ­თუ­ლი იმის­კენ, რომ ადა­მი­ა­ნებს აქ­ტი­ვო­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლო. ამ პი­რო­ბებ­შიც ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბას მალე მი­ვაღ­წი­ოთ“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხვალ და­გე­მილ აქ­ცი­ა­ზე ოპო­ზი­ცია კი­დევ ერთხელ გა­აჟ­ღე­რებს მათ სამ ძი­რი­თად მო­თხოვ­ნას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტას და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას შე­ე­ხე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და "მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი მე­წი­ლე, გი­ორ­გი რუ­რუა სა­პა­ტიმ­რო­დან უნდა გა­თა­ვი­სუფლნენ.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი ცნო­ბი­ლია. პირ­ველ რიგ­ში, ეს შე­ე­ხე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თე­მას - ნიკა მე­ლია და გი­ორ­გი რუ­რუა სა­პა­ტიმ­რო­დან უნდა გა­თა­ვი­სუფლნენ. ჩვენ უნდა შევ­თან­ხმდეთ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე და იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ახა­ლი, ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი. სწო­რედ ამ მო­თხოვ­ნე­ბით ვა­პი­რებთ ხვალ აქ­ცი­ა­ზე მოს­ვლას - შე­წყდეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა, გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი და და­ი­ნიშ­ნოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ში“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ხვალ, 26 თე­ბერ­ვალს, 15:00 სა­ათ­ზე ოპო­ზი­ცია მას­შტა­ბურ აქ­ცი­ას გეგ­მავს.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sniper
10

ტყუილად გაირჯებით. ვადამდელი არჩევნები არ იქნება და რომც ჩატარდეს, იმის ნახევარ ხმებსაც ვერ მიიღებთ, რაც მიიღეთ. ეს უნდა გესმოდეთ, მაგრამ მე მგონი თქვენზე ებრაელთა წყევლა გავრცელდა, "შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს"-ო. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ისინი 9 წლის წინ გამოუშვეს ციხიდან. ეს ყველაფერი იცით მაგრამ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისე მოქმედებთ. ჩაძირულები ხართ და თქვენს ამოწევას, ტიტანიკის ამოწევა უფრო დაასწრებს მგონია.

rasa
90

ფარჩაკმა ქოცებმა ერთი მოკავშირე პარტია მაინც როგორ ვერ შეინარჩუნეს? საეჭვოდ ჩატარებული, მოსყიდული და ადმინისტრაციული რესურსით გაძლიერებული არჩევნებითაც კი ხალხის 52% ბოიკოტს უცხადებს ჩვენს ერთპარტიულ მმართველობას და აქამდე როგორ მიიყვანეს საქმე? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"პროცესი უწყვეტი იქნება, ვიდრე არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას" - რას გეგმავს ოპოზიცია

"პროცესი უწყვეტი იქნება, ვიდრე არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას" - რას გეგმავს ოპოზიცია

"ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია "სირცხვილის კორიდორების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალიდან ისინი უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებენ.

"ხვალინდელი აქცია არის დასაწყისი უწყვეტი პროტესტის. პროტესტი ეხება პირველ რიგში, პოლიტპატიმრებს, რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ უფრო ფართოდ დგას დღეს საკითხი. დღეს, საქართველოს გასაბჭოების და კომუნისტურ რესპუბლიკად ქცევის 100 წლის თავზე, კვლავ იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დღეს არამარტო 20%-ია ოკუპირებული, არამედ მე-11 არმია პირდაპირ გვყავს ხელისუფლებაში. დღეს, როგორც არასდროს, საქართველო ყველაზე მეტად დაემსგავსა რუსეთს და რა საზიზღრობებიც ხდება რუსეთში, ანალოგიური, სამწუხაროდ, ხდება საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.

პროტესტი იქნება უწყვეტი, გაიშლება ბევრი კარავი. კარავი არ არის თვითმიზანი, ეს არის საშუალება გულანთებული პატრიოტებისთვის, რომ ცუდ ამინდში თავი შეაფარონ. პროტესტი იქნება სხვა ქალაქებშიც.

იქნება პიკეტები, "სირცხვილის კორიდორები“, იქნება ასევე აქციები სხვადასხვა სამინისტროსთან, იმ სამინისტროებთან, რომლებიც გამოდიან როგორც "ოპრიჩნიკები” და არბევენ და ფეხქვეშ თელავენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. რეგიონებშიც იქნება მანიფესტაციები და მსვლელობები. კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა დაშვებული ხერხი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან. რიგგარეშე არჩევნები ნიშნავს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

პოლიტპატიმრების პირობებში ვერანაირი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ვერ იქნება. ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, ხვალ 13:00 საათზე ვიკრიბებით ფილარმონისთან და ყველა ერთად გავაგრძელებთ მსვლელობას. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარჩენის. ჩვენ გადავდივართ უწყვეტი პოლიტიკური პროტესტის და დაუმორჩილებლობის ფაზაში”, - განაცხადა უგულავამ.

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, "ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლა მოუწევს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება დათმობისკენ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს საბოლოდ მათი დამარცხებით დასრულდება.

"ხვალ არის პირველი მსვლელობა თბილისში და მას მოჰყვება როგორც რეგიონებში, ისე შემდგომი აქციები თბილისში. როცა საუბარია არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაზე, პიკეტირება ბუნებრივი ინტრუმენტია მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პროტესტის. ეს გაგრძელდება ვიდრე არ მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა. ჩვენ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური რეპრესიების დასრულება, ანუ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამის მიღმა ვერ იქნება ვერაფერი, რამაც შეიძლება განმუხტოს ქვეყანაში ვითარება. რაც შეეხება იმას, მჯერა თუ არა, რომ წამოვა "ოცნება“ დათმობაზე, ჩემი პასუხია, რომ მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. თუ ის ბოლომდე გაყვება ამ გზას, რომელიც სრულდება კატასტროფით, ის საბოლოო ჯამში დამარცხდება. ჩვენ ამისთვის გამოვიყენებთ ისეთ ინტრუმენტებს, როგორიცაა პიკეტირება, მსვლელობები, თბილისსა და რეგიონებში, მიტინგები და კარვების გაშლა პარლამენტთან“, - განაცხადა ბოკერიამ.

ასევე, "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა, რომ ოპოზიციამ გაითვალისწინოს ევროკავშირის მოწოდება, ოპოზიციის როლი უნდა იყოს კონსტრუქციული და ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში. ბოკერიას თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

"საერთოდ განიხილება პარლამენტში შესვლა? ეს საერთოდ დღის წესრგიშიც არ დგას. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, რაც მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“, - განაცხადა ბოკერიამ.

"ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მანამდე გააგრძელებს, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმემ სრულიად სხვა სახე შესძინა იმ ბრძოლას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

"უწყვეტი აქციები იქნება. ბუნებრივია, არ გვინდა ადამიანებს ცრუ მოლოდინი შევუქმნათ, ერთი აქცია იქნება, ამ აქციით ყველა პრობლემა მოგვარდება და ხელისუფლება გონს მოეგება, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან სერიოზული გზავნილი იქნება ხელისუფლებისთვის აქციების ის წყობა, რომელსაც ვგეგმავთ. ეს იქნება თბილისში, შემდეგ ბათუმში, სხვადასხვა რეგიონებში. ეს პროცესი უწყვეტი იქნება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. რა თქმა უნდა, ნიკა მელიას საქმემ სრულიად სხვა სახე შესძინა იმ ბრძოლას, რომელიც ქვეყანაშია. პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს. ველოდებით, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო აქტიურად ჩაეთვება ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტია, მაგრამ პოლიტიკოსები ვაპირებთ, ადამიანებს ამ შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი მივცეთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, ე.წ. კომენდანტის საათის ძალაში დატოვება მოწმობს, რომ ხელისუფლებას სურს ამ გზით საპროტესტო აქციების ჩატარებას ხელი შეუშალოს.

"ეს პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანებს აქტივობაში ხელი შეუშალო. ამ პირობებშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მალე მივაღწიოთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხვალ დაგემილ აქციაზე ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააჟღერებს მათ სამ ძირითად მოთხოვნას, რომელიც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და "მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა საპატიმროდან უნდა გათავისუფლნენ.

"საზოგადოებისთვის ჩვენი მოთხოვნები ცნობილია. პირველ რიგში, ეს შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემას - ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროდან უნდა გათავისუფლნენ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტის თაობაზე და იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება სამართლიანი და თავისუფალი. სწორედ ამ მოთხოვნებით ვაპირებთ ხვალ აქციაზე მოსვლას - შეწყდეს პოლიტიკური დევნა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს დემოკრატიული არჩევნები ჩვენს სახელმწიფოში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ხვალ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს.

"კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან..." - რატომ არ იყო "გირჩი" პარლამენტთან შეკრებილ ოპოზიციის წევრებთან?

"დღეს, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე ვერ დავინახე, რაც დასანანია" - ნიკა მელია

"მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გეგმას ეხმაურება