სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზაც ეფექტიანი და უსაფრთხოა - კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი წარმატებული პრეპარატი
Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზაც ეფექტიანი და უსაფრთხოა - კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი წარმატებული პრეპარატი

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა და­ად­გი­ნა, რომ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი გი­გან­ტის, Johnson & Johnson-ის მიერ შექ­მნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტი­ა­ნი და უსაფრ­თხოა. რო­გორც BBC წერს, მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის დას­კვნა ეს გზას უხ­სნის მას, რომ გახ­დეს მე­სა­მე ვაქ­ცი­ნა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბასც აშშ-ში და­უშ­ვე­ბენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე დღე­ში მი­ი­ღე­ბენ.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა Pfizer-ისა და Moderna-ს ეფექ­ტი­ა­ნი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა. ასე­ვე, კარ­გი ამ­ბა­ვი ისაა, რომ მას არ სჭირ­დე­ბა შე­სა­ნა­ხად სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ყი­ნუ­ლე და შე­ნახ­ვა მა­ცი­ვარ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, ვირუ­სი­სად­მი საკ­მა­რი­სი და­ცუ­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის ერთი დო­ზაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

ამე­რი­კის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, ვაქ­ცი­ნა ამ­ცი­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სით რო­გორც სიმპტო­მურ, ასე­ვე მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას. შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი­ჩა­ტარ­და აშშ-ში, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­სა და ბრა­ზი­ლი­ა­ში. თუმ­ცა სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის, რომ ე,წ, სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი და ბრა­ზი­ლი­უ­რი შტა­მე­ბის მი­მართ ამ ვაქ­ცი­ნა­საც უფრო ნაკ­ლე­ბი დამ­ცვე­ლო­ბა აქვს.

კომ­პა­ნია Johnson & Johnson-ის ცნო­ბით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში 44 000-მდე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­ერ­თო ჯამ­ში მან 66%-იანი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის კუ­თხით კი 85%-იანი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა.

ამას­თან, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ სამ პირს მწვა­ვე გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი გა­მო­უვ­ლინ­და, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბის ანა­ლიზს უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის სა­კი­თხი არ და­უ­ყე­ნე­ბია, რაც ხელს შე­უშ­ლი­და ვაქ­ცი­ნის გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­ცე­მას.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისი
2

66% ცოტაა. ფაიზერს 90% მეტი აქვს დაცვა. 

ნანი
2

ანუ დაპირებისამებრ (ჩამოვა) თებელვლის შუა რიცხვებში,არა.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზაც ეფექტიანი და უსაფრთხოა - კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი წარმატებული პრეპარატი

Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზაც ეფექტიანი და უსაფრთხოა - კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი წარმატებული პრეპარატი

ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელმა დაადგინა, რომ ფარმაცევტული გიგანტის, Johnson & Johnson-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხოა. როგორც BBC წერს, მარეგულირებლის დასკვნა ეს გზას უხსნის მას, რომ გახდეს მესამე ვაქცინა, რომლის გამოყენებასც აშშ-ში დაუშვებენ. სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ვაქცინა იქნება Pfizer-ისა და Moderna-ს ეფექტიანი ალტერნატივაა. ასევე, კარგი ამბავი ისაა, რომ მას არ სჭირდება შესანახად სპეციალური საყინულე და შენახვა მაცივარში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ვირუსისადმი საკმარისი დაცულობის მისაღებად აღნიშნული ვაქცინის ერთი დოზაც საკმარისი იქნება.

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ცნობით, ვაქცინა ამცირებს კორონავირუსით როგორც სიმპტომურ, ასევე მძიმე დაავადებას. შესაბამისი კვლევებიჩატარდა აშშ-ში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში. თუმცა საყურადღებოა ის, რომ ე,წ, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამების მიმართ ამ ვაქცინასაც უფრო ნაკლები დამცველობა აქვს.

კომპანია Johnson & Johnson-ის ცნობით, გლობალური მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში 44 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, საერთო ჯამში მან 66%-იანი ეფექტიანობა, დაავადების მძიმე ფორმის თავიდან აცილების კუთხით კი 85%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ამასთან, ვაქცინაციის შემდეგ სამ პირს მწვავე გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა, თუმცა შემთხვევების ანალიზს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის საკითხი არ დაუყენებია, რაც ხელს შეუშლიდა ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის გაცემას.

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება - Bloomberg-ი ბოლო მონაცემებით

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

"სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელსაც რუსეთი მართავს, ერთი ნაბიჯია დარჩენილი" - სომხეთში კრიზისი მწვავდება, ფაშინიანმა, შესაძლოა, ძალოვანებზე კონტროლი დაკარგოს