პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელიას პირადი ცხოვრება - გასაიდუმლოებული რომანი და ქალი, რომელმაც პოლიტიკოსს ვაჟი გაუჩინა
ნიკა მელიას პირადი ცხოვრება - გასაიდუმლოებული რომანი და ქალი, რომელმაც პოლიტიკოსს ვაჟი გაუჩინა

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ნიკა მე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დიდ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შემ­დეგ გა­იც­ნო. 2007 წლი­დან ის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. 2009-2010 წლებ­ში აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სი, შემ­დეგ კი თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. 2013-2014 წლებ­ში მთაწ­მინ­დის გამ­გე­ბე­ლი იყო და სწო­რედ ამ დროს იყა­რა კენ­ჭი თბი­ლი­სის მე­რის პოსტზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სიით, აქე­დან­ვე ჩა­ერ­თო აქ­ტი­უ­რად პო­ლი­ტი­კა­ში.

2020 წლის 27 დე­კემ­ბე­რი­დან 41 წლის მე­ლია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­ჯდო­მა­რედ მოგ­ვევ­ლი­ნა. გრი­გოლ ვა­შა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე­სა და ნიკა მე­ლი­ას შო­რის, სწო­რედ ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თეს არ­ჩე­ვა­ნი. სხვა­თა­შო­რის, ნიკა მე­ლია, ისე­ვე რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, 21 დე­კემ­ბერ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი.

ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კარ­დი­ო­ლო­გის, ან­ზორ მე­ლი­ას ვაჟი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ სა­სურ­ველ სა­სი­ძოდ ით­ვლე­ბო­და. პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბო­და. ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ყვე­ბო­და, რომ 2003 წელს ინ­გლის­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი 2006 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში უკან დაბ­რუნ­და და ამის მი­ზე­ზი სიყ­ვა­რუ­ლი იყო - ლონ­დონ­ში, მა­შინ­დე­ლი ელ­ჩის გელა ჩარ­კვი­ა­ნის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ღა­მო­ზე ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გა­იც­ნო და სწო­რედ მას გა­მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ეს იყო რი­გი­თი გა­ტა­ცე­ბა, მაგ­რამ მა­შინ ასე არ ვფიქ­რობ­დი, გა­მოვ­ყე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ აქ დავ­რჩი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, გან­ვი­ხიბ­ლე, თან ძა­ლი­ან მალე" - ამ­ბობ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ლია. გან­ხიბ­ლუ­ლი ნიკა მე­ლი­ას ცხოვ­რე­ბა­ში მა­ნამ­დე იყო სამ­წლი­ა­ნი რო­მა­ნი - ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას ლონ­დონ­ში გაზ­რდი­ლი ირა­ნე­ლი ქალი, გა­ზე­ლი შე­უყ­ვარ­და. ოჯა­ხის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შეხ­ვედ­რია, არც ქალი იყო უარ­ზე ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ე­ღო, მაგ­რამ რო­მა­ნი ქორ­წი­ნე­ბამ­დე არ მი­ვი­და.

"ალ­ბათ, ორი­ვე­ში გა­იღ­ვი­ძა ფო­ბი­ამ, რომ ერთი კულ­ტუ­რა სა­ბო­ლო­ოდ მე­ო­რეს ვერ გა­უ­გებ­და... დღემ­დე გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით. ლა­მა­ზი პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში..." - იხ­სე­ნებს პო­ლი­ტი­კო­სი. რო­გორც AMBEBI.GE-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დღე­ებ­ში გა­ზელ­მა მე­ლი­ე­ბის ოჯახ­ში და­რე­კა და ნი­კას მდგო­მა­რე­ო­ბა მო­ი­კი­თხა...

2014 წელს მო­უ­ლოდ­ნე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლის­ში ერთ-ერთი სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო მამა გახ­და. პა­ტა­რა ალექ­სან­დრემ მე­ლი­ე­ბის დიდ ოჯახს დიდი სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კარ­დი­ო­ლო­გი ან­ზორ მე­ლია ამ­ბობ­და, ის რომ შვი­ლიშ­ვი­ლი ეყო­ლე­ბო­და, მის და­ბა­დე­ბამ­დე ორი თვით ადრე გა­ი­გო. ალექ­სან­დრე მე­ლი­ას დე­დას მა­ი­კო ბე­გი­აშ­ვილს კი არ იც­ნობ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნიკა მე­ლი­ას გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი რო­მა­ნი ჰქონ­და. თა­ვი­სი შვი­ლის დე­და­ზე პო­ლი­ტი­კო­სი დღემ­დე არ არის ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში.

მაია ბე­გი­აშ­ვი­ლი ნიკა მე­ლი­ა­ზე 8 წლით უფ­რო­სია. ის წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში მუ­შა­ობ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო.

2005-2006 წლებ­ში შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო ლე­ვან ქუ­თა­თე­ლა­ძე­ზე, რო­მელ­თა­ნაც ერთი შვი­ლი - გი­ორ­გი ქუ­თა­თე­ლა­ძე ჰყავს. მა­ი­კო ბე­გი­აშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვაჟი ახლა 24 წლი­საა.

მა­ი­კო ბე­გი­აშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი - სან­დრო მე­ლია და გი­ორ­გი ქუ­თა­თე­ლა­ძე

ნიკა მე­ლი­ას დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ოჯა­ხის გრა­ფა­ში მხო­ლოდ მისი ვა­ჟის, ალექ­სან­დრე მე­ლი­ას სა­ხელს წა­ი­კი­თხავთ, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კო­სი შვი­ლის დე­და­ზე ყო­ველ­თვის თბი­ლად სა­უბ­რობს.

"ალექ­სან­დრეს და­ბა­დე­ბამ ძა­ლი­ან შემ­ცვა­ლა. ჩემ თავს ვე­ღარ ვცნობ. ქალი და­ვა­ფა­სე სხვა­ნა­ი­რად. ვიგ­რძე­ნი რას გრძნობს ქალი, რო­დე­საც დედა ხდე­ბა. მა­ი­კომ ძა­ლი­ან ბევ­რს გა­უძ­ლო და ამის­თვის ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ. და­ახ­ლო­ე­ბით 7 წე­ლია ერ­თად ვართ. ჩემ­მა ოჯახ­მაც ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ­დე ორი თვით ადრე გა­ი­გო ეს ამ­ბა­ვი" - ამ­ბობ­და ნიკა მე­ლია წლე­ბის წინ "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" სტუმ­რო­ბი­სას.

2019 წლის 27 ივ­ნისს, გავ­რი­ლო­ვის ღა­მის შემ­დეგ ნიკა მე­ლი­ას გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გამო, მა­ი­კო ბე­გი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და: "ჩემს საყ­ვა­რელ მა­მი­კოს ინ­ფარ­ქტი აქვს და მა­ინც ვერ მძულ­ხართ ქო­ცე­ბო, უფრო მებ­რა­ლე­ბით. ნიკა მე­ლია, გულს გა­უფრ­თხილ­დი, ბან­დერ­ლო­გე­ბის დრო იწუ­რე­ბა...".

ნიკა მე­ლია 23 თე­ბერ­ვალს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სი­დან სპე­ცო­პე­რა­ცი­ით აიყ­ვა­ნეს. ის ამ­ჯე­რად წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­შია. პო­ლი­ტი­კო­სის მა­მამ, ან­ზორ მე­ლი­ამ "მთა­ვა­რი არ­ხის ეთერ­ში" იმ დღის მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც მისი შვი­ლი და­ა­კა­ვეს.

"მა­ი­კო ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, მაგ­რამ მას სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, რომ ეს სან­დროს არ უნდა გა­ე­გო. ის არ­ტის­ტობ­და და სან­დროს, რომ ეძი­ნა, ბღა­ო­და. ჩემი მე­უღ­ლე ვაჟ­კა­ცუ­რად იყო. გუ­შინ მი­თხრა, რომ და­ი­ჭი­რეს და გა­იყ­ვა­ნეს ნი­კაო, მა­შინ ძა­ლი­ან მშვი­დად ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც მაჩ­ვე­ნეს ზე­მო­დან გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, რო­გორ ჩაჰ­ყავ­დათ ნი­კაო, ავ­ტირ­დიო. მე გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი ჩემს შვილს, ის ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი მარ­თა­ლია" - აღ­ნიშ­ნა ან­ზორ მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 90 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
65

აქ რაც წავიკითხე დიდი არეული ჭკუის პატრონია, თვითონაც რომ არ იცის რა უნდა ამ ცხოვრებისგან. ვითომ ქვეყნის ცხოვრებას დააწყობს თავისაში ვერ გარკვეული კაცი? 

ნათელა
86

იცი რას ვერ ვგებულობ, რატო გაუფასურდა ქალის პატიოსნება და რატომ შემოვიდა მოდაში სხვასთან ნაპლაკიავები ქალების ცოლად მოყვანა.

ავტორი:

ნიკა მელიას პირადი ცხოვრება - გასაიდუმლოებული რომანი და ქალი, რომელმაც პოლიტიკოსს ვაჟი გაუჩინა

ნიკა მელიას პირადი ცხოვრება - გასაიდუმლოებული რომანი და ქალი, რომელმაც პოლიტიკოსს ვაჟი გაუჩინა

პროფესიით იურისტი ნიკა მელია საზოგადოებამ დიდ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაიცნო. 2007 წლიდან ის სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2009-2010 წლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი, შემდეგ კი თავმჯდომარე გახლდათ. 2013-2014 წლებში მთაწმინდის გამგებელი იყო და სწორედ ამ დროს იყარა კენჭი თბილისის მერის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობის" სიით, აქედანვე ჩაერთო აქტიურად პოლიტიკაში.

2020 წლის 27 დეკემბერიდან 41 წლის მელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარედ მოგვევლინა. გრიგოლ ვაშაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პარტიის მხარდამჭერებმა ლევან ვარშალომიძესა და ნიკა მელიას შორის, სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი. სხვათაშორის, ნიკა მელია, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, 21 დეკემბერსაა დაბადებული.

ახალგაზრდა პოლიტიკოსი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარდიოლოგის, ანზორ მელიას ვაჟი წლების განმავლობაში ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად, მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესოდ ვითარდებოდა. ინტერვიუებში ყვებოდა, რომ 2003 წელს ინგლისში სასწავლებლად წასული 2006 წელს საქართველოში უკან დაბრუნდა და ამის მიზეზი სიყვარული იყო - ლონდონში, მაშინდელი ელჩის გელა ჩარკვიანის მიერ ორგანიზებულ საღამოზე ქართველი გოგონა გაიცნო და სწორედ მას გამოჰყვა საქართველოში.

"დღევანდელი გადასახედიდან, ეს იყო რიგითი გატაცება, მაგრამ მაშინ ასე არ ვფიქრობდი, გამოვყევი საქართველოში, მაგრამ აქ დავრჩი იმედგაცრუებული, განვიხიბლე, თან ძალიან მალე" - ამბობდა მოგვიანებით მელია. განხიბლული ნიკა მელიას ცხოვრებაში მანამდე იყო სამწლიანი რომანი - ბრიტანეთში ცხოვრებისას ლონდონში გაზრდილი ირანელი ქალი, გაზელი შეუყვარდა. ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვედრია, არც ქალი იყო უარზე ქრისტიანობა მიეღო, მაგრამ რომანი ქორწინებამდე არ მივიდა.

"ალბათ, ორივეში გაიღვიძა ფობიამ, რომ ერთი კულტურა საბოლოოდ მეორეს ვერ გაუგებდა... დღემდე გვაქვს ურთიერთობა სოციალური ქსელებით. ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში..." - იხსენებს პოლიტიკოსი. როგორც AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში გაზელმა მელიების ოჯახში დარეკა და ნიკას მდგომარეობა მოიკითხა...

2014 წელს მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ერთ-ერთი სასურველი სასიძო მამა გახდა. პატარა ალექსანდრემ მელიების დიდ ოჯახს დიდი სიხარული მოუტანა.

მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში კარდიოლოგი ანზორ მელია ამბობდა, ის რომ შვილიშვილი ეყოლებოდა, მის დაბადებამდე ორი თვით ადრე გაიგო. ალექსანდრე მელიას დედას მაიკო ბეგიაშვილს კი არ იცნობდა. როგორც აღმოჩნდა, ნიკა მელიას გასაიდუმლოებული რომანი ჰქონდა. თავისი შვილის დედაზე პოლიტიკოსი დღემდე არ არის ოფიციალურ ქორწინებაში.

მაია ბეგიაშვილი ნიკა მელიაზე 8 წლით უფროსია. ის წლების მანძილზე სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იუსტიციის მინისტრის ბიუროს ხელმძღვანელი იყო.

2005-2006 წლებში შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ის დაოჯახებული იყო ლევან ქუთათელაძეზე, რომელთანაც ერთი შვილი - გიორგი ქუთათელაძე ჰყავს. მაიკო ბეგიაშვილის უფროსი ვაჟი ახლა 24 წლისაა.

მაიკო ბეგიაშვილის შვილები - სანდრო მელია და გიორგი ქუთათელაძე

ნიკა მელიას დეკლარაციაში ოჯახის გრაფაში მხოლოდ მისი ვაჟის, ალექსანდრე მელიას სახელს წაიკითხავთ, თუმცა პოლიტიკოსი შვილის დედაზე ყოველთვის თბილად საუბრობს.

"ალექსანდრეს დაბადებამ ძალიან შემცვალა. ჩემ თავს ვეღარ ვცნობ. ქალი დავაფასე სხვანაირად. ვიგრძენი რას გრძნობს ქალი, როდესაც დედა ხდება. მაიკომ ძალიან ბევრს გაუძლო და ამისთვის ძალიან დიდ პატივს ვცემ. დაახლოებით 7 წელია ერთად ვართ. ჩემმა ოჯახმაც ბავშვის დაბადებამდე ორი თვით ადრე გაიგო ეს ამბავი" - ამბობდა ნიკა მელია წლების წინ "ნანუკას შოუში" სტუმრობისას.

2019 წლის 27 ივნისს, გავრილოვის ღამის შემდეგ ნიკა მელიას გარშემო დაწყებული პოლიტიკური პროცესების გამო, მაიკო ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში წერდა: "ჩემს საყვარელ მამიკოს ინფარქტი აქვს და მაინც ვერ მძულხართ ქოცებო, უფრო მებრალებით. ნიკა მელია, გულს გაუფრთხილდი, ბანდერლოგების დრო იწურება...".

ნიკა მელია 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან სპეცოპერაციით აიყვანეს. ის ამჯერად წინასწარ პატიმრობაშია. პოლიტიკოსის მამამ, ანზორ მელიამ "მთავარი არხის ეთერში" იმ დღის მოვლენები გაიხსენა, როდესაც მისი შვილი დააკავეს.

"მაიკო ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ მას სხვა ვალდებულება ჰქონდა, რომ ეს სანდროს არ უნდა გაეგო. ის არტისტობდა და სანდროს, რომ ეძინა, ბღაოდა. ჩემი მეუღლე ვაჟკაცურად იყო. გუშინ მითხრა, რომ დაიჭირეს და გაიყვანეს ნიკაო, მაშინ ძალიან მშვიდად ვუყურებდი, მაგრამ როდესაც მაჩვენეს ზემოდან გადაღებული კადრები, როგორ ჩაჰყავდათ ნიკაო, ავტირდიო. მე გვერდით დავუდგები ჩემს შვილს, ის ასპროცენტიანი მართალია" - აღნიშნა ანზორ მელიამ.