მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაგადამდები დაავადებების პრევენცია, როგორც ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა
არაგადამდები დაავადებების პრევენცია, როგორც ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა

მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის პრე­ვენ­ცია წარ­მო­ად­გენს, რის შე­დე­გა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად 41 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა, თამ­ბა­ქო­სა და ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა სა­ხელ­დე­ბა.

ამ ოთხი კა­ტე­გო­რი­ი­დან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და 7.2 მი­ლი­ონს უტოლ­დე­ბა.

ერთ-ერთი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით დად­გინ­და, რომ ინ­დი­ვი­დის ნი­კო­ტინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მისი გე­ნე­ტი­კა იწ­ვევს და ამ მიდ­რე­კი­ლე­ბას არა ერთი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი გან­სა­ზღვრავს. სწო­რედ ამი­ტომ, მო­წე­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა რთულ ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენს.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მწე­ველ­თა 40.1%-მა და­ახ­ლო­ე­ბით 2-ჯერ მა­ინც სცა­და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

ამ ტენ­დენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბრი­ტა­ნულ­მა სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მთავ­რო­ბას­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვა სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის პრო­ცეს­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებს. ბრი­ტა­ნე­ლი ექი­მე­ბი იმ ზრდას­რულ მწე­ვე­ლებს, რომ­ლე­ბიც არ ან ვერ ანე­ბე­ბენ თავს მო­წე­ვას, სთა­ვა­ზო­ბენ შემ­ცი­რე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე სხვა­დას­ხვა მო­წყო­ბი­ლო­ბას - ელექტრო­ნულ სი­გა­რე­ტებ­სა და თამ­ბა­ქოს გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი სის­ტე­მებს. ამ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბულ რის­კებს და პო­ტენ­ცი­ურ ბე­ნე­ფი­ტებს აღი­ა­რებს აშშ-ს საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­დე­გად, 6 წე­ლი­წად­ში მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რე­კორ­დულ მი­ნი­მუ­მამ­დე, 14.4%-მდე შემ­ცირ­და. კვლე­ვე­ბით დად­გინ­და, რომ ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გია თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას­თან ბრძო­ლის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვალს წარ­მო­ად­გენს იმ ზრდას­რულ მწე­ველ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც ვერ ან არ ანე­ბე­ბენ თავს მო­წე­ვას.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2020 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 30.7% მწე­ვე­ლია. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სიკ­ვდი­ლო­ბის 94% გა­მოწ­ვე­უ­ლია არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით. ამას­თან, სა­ერ­თო სიკ­ვდი­ლო­ბის 69% მო­დის გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, 14% - ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, 1% - დი­ა­ბეტ­ზე, 4% - ქრო­ნი­კულ რეს­პი­რა­ცი­ულ და 6% სხვა არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე.

ქვე­ყა­ნა­ში მწე­ველ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­სა და არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან არ ხდე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა. უფრო მე­ტიც, მმარ­თვე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მნა, რაც ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე ტრა­დი­ცი­ულ თამ­ბა­ქოს­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ფა­სე­ბის და­წე­სე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

რა თქმა უნდა, მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას მო­წე­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა, ჯან­მოს მო­ნა­ცე­მე­ბით, დღეს მსოფ­ლი­ო­ში 1.3 მი­ლი­არ­დი მწე­ვე­ლია და ეს რი­ცხვი 2025 წლის­თვის უც­ვლე­ლი დარ­ჩე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რად ნაკ­ლე­ბი რის­კის მქო­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბებს.

ჯან­მოს ექ­სპერ­ტე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პრო­დუქტზე ფა­სე­ბის და­წე­სე­ბა რის­კის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად უნდა მოხ­დეს. ამ გზით სა­ხელ­მწი­ფო შეძ­ლებს და­ეხ­მა­როს ექი­მებ­სა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას, მათ შო­რის მი­ლი­ო­ნო­ბით მომ­ხმა­რე­ბელს, მი­ი­ღოს სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, დღეს ქვე­ყა­ნა­ში 800 000 მწე­ვე­ლია, ხოლო თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად 11 000-მდე ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ჭი­როა მო­წე­ვის პრე­ვენ­ცი­ი­სა და შემ­ცი­რე­ბუ­ლი რის­კის მქო­ნე თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდა, რაც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის­თვის და­დე­ბი­თი შე­დე­გის მა­ტა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

არაგადამდები დაავადებების პრევენცია, როგორც ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა

არაგადამდები დაავადებების პრევენცია, როგორც ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა

მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია წარმოადგენს, რის შედეგადაც ყოველწლიურად 41 მილიონი ადამიანი იღუპება. დაავადებების განვითარების მთავარ მიზეზად არაჯანსაღი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება სახელდება.

ამ ოთხი კატეგორიიდან ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება და 7.2 მილიონს უტოლდება.

ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევით დადგინდა, რომ ინდივიდის ნიკოტინზე დამოკიდებულებას მისი გენეტიკა იწვევს და ამ მიდრეკილებას არა ერთი, არამედ რამდენიმე გენეტიკური კოდი განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, მოწევისთვის თავის დანებება რთულ ამოცანას წარმოადგენს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მწეველთა 40.1%-მა დაახლოებით 2-ჯერ მაინც სცადა თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება, მაგრამ უშედეგოდ.

ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ბრიტანულმა სამედიცინო საზოგადოებამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც თამბაქოს ზიანის შემცირებისკენ არის მიმართული. გეგმის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვისა და კეთილდღეობის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრონულ მოწყობილობებს. ბრიტანელი ექიმები იმ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც არ ან ვერ ანებებენ თავს მოწევას, სთავაზობენ შემცირებული რისკის მქონე სხვადასხვა მოწყობილობას - ელექტრონულ სიგარეტებსა და თამბაქოს გასახურებელი სისტემებს. ამ მოწყობილობების შემცირებულ რისკებს და პოტენციურ ბენეფიტებს აღიარებს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაც.

გაერთიანებულ სამეფოში განხორციელებული ინიციატივის შედეგად, 6 წელიწადში მწეველთა რაოდენობა რეკორდულ მინიმუმამდე, 14.4%-მდე შემცირდა. კვლევებით დადგინდა, რომ ზიანის შემცირების სტრატეგია თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას.

დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებული მიდგომები მოქმედებს საქართველოში. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 30.7% მწეველია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიკვდილობის 94% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით. ამასთან, საერთო სიკვდილობის 69% მოდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, 14% - ონკოლოგიურ დაავადებებზე, 1% - დიაბეტზე, 4% - ქრონიკულ რესპირაციულ და 6% სხვა არაგადამდებ დაავადებებზე.

ქვეყანაში მწეველთა დიდი რაოდენობისა და არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მხრიდან არ ხდება ალტერნატიული მოწყობილობების მხარდაჭერა. უფრო მეტიც, მმართველი ინსტიტუტის მიერ ხორციელდება ხელოვნური ბარიერების შექმნა, რაც ალტერნატიულ მოწყობილობებზე ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით მაღალი ფასების დაწესებაში გამოიხატება.

რა თქმა უნდა, მოწევასთან დაკავშირებული რისკების შემცირების საუკეთესო საშუალებას მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, ჯანმოს მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ეს რიცხვი 2025 წლისთვის უცვლელი დარჩება. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობაზე განხორციელებული ზიანის შემცირების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოტენციურად ნაკლები რისკის მქონე მოწყობილობებს.

ჯანმოს ექსპერტები და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პროდუქტზე ფასების დაწესება რისკის პირდაპირპროპორციულად უნდა მოხდეს. ამ გზით სახელმწიფო შეძლებს დაეხმაროს ექიმებსა და ჯანდაცვის სისტემას, მათ შორის მილიონობით მომხმარებელს, მიიღოს საკუთარი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო არჩევანი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, დღეს ქვეყანაში 800 000 მწეველია, ხოლო თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებებით ყოველწლიურად 11 000-მდე ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, საჭიროა მოწევის პრევენციისა და შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვისთვის დადებითი შედეგის მატარებელი იქნება.

R

სმენაზე ზრუნვა ყველასთვის - 25 თებერვალი კოხლეარული იმპლანტის დღეა

რას წარმოადგენს სტრესი და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

ახალი ბრენდი და დიდი გეგმები- კია 2021 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყებს