მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთი აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს
საბერძნეთი აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს

სა­ბერ­ძნე­თი მო­ი­თხოვს, რომ თურ­ქეთ­ში მდე­ბა­რე აია-სო­ფი­ას ტა­ძარს მუ­ზე­უ­მის სტა­ტუ­სი და­უბ­რუნ­დეს. ამის შე­სა­ხებ სა­ბერ­ძნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ნი­კოს დენ­დი­ას­მა გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა 46-ე სე­სი­ა­ზე ვი­დე­ო­ხი­დის დროს გა­ნა­ცხა­და.

"მინ­და შე­ვე­ხო სა­ბერ­ძნე­თის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს - კულ­ტუ­რუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის სრულ დაც­ვას. ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თავი შე­ი­კა­ვოს კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის­თვის სტა­ტუ­სის შეც­ვლის­გან“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, შე­უც­ვლე­ლი პი­რო­ბაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­გან და მხა­რე­ე­ბის­გან წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის მი­ღე­ბა, მათ შო­რის გა­ე­როს შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან, რო­გო­რიც იუ­ნეს­კოა.

"მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, წმინ­და სო­ფი­ას ტაძ­რის მე­ჩე­თად გა­და­კე­თე­ბა, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის ცნე­ბას. ჩვენ სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, ვი­თხოვთ, ამ ძეგლს უწინ­დე­ლი სტა­ტუ­სი და­უბ­რუნ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ბერ­ძნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

2020 წლის ივ­ლის­ში თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭომ აია-სო­ფი­ას მუ­ზე­უ­მის სტა­ტუ­სი გა­უ­უქ­მა, რის შემ­დე­გაც, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლი­თაც ტა­ძარს მე­ჩე­თის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა, სა­დაც 24 ივ­ლისს პირ­ვე­ლი მუს­ლი­მუ­რი მსა­ხუ­რე­ბა ჩა­ტარ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
8

სად ცალია ევროპას და ამერიკას აია-სოფიასთვის მელია ყავთ დასაცავი. ტყუილა იწუხებთ თავს ბიზანტიას თურქები ვერაფერს დააკლებდნენ რომ არა ევროპელი ჯვაროსნების მარადიორობა

www
14

თურქები ამდენს ვერ გაბედავდნენ ამერიკელები რომ არ ედგნენ უკან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

საბერძნეთი აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს

საბერძნეთი აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს

საბერძნეთი მოითხოვს, რომ თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს. ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა გაეროს ადამიანის უფლებათა 46-ე სესიაზე ვიდეოხიდის დროს განაცხადა.

"მინდა შევეხო საბერძნეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს - კულტურული უფლებების სრულ დაცვას. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, მათი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული სისტემების მიუხედავად, თავი შეიკავოს კულტურული ძეგლებისთვის სტატუსის შეცვლისგან“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შეუცვლელი პირობაა დაინტერესებული თანამეგობრობისგან და მხარეებისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მათ შორის გაეროს შესაბამისი ორგანოებიდან, როგორიც იუნესკოა.

"მხედველობაში მაქვს, სხვა საკითხებთან ერთად, წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება, რაც ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის ცნებას. ჩვენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვითხოვთ, ამ ძეგლს უწინდელი სტატუსი დაუბრუნდეს“, - განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2020 წლის ივლისში თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, რის შემდეგაც, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიანიჭა, სადაც 24 ივლისს პირველი მუსლიმური მსახურება ჩატარდა.

Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზაც ეფექტიანი და უსაფრთხოა - კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი წარმატებული პრეპარატი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 99 ქვეყანაში მიმდინარეობს - Bloomberg-ი განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

"ეს არის კოკაინის ყველაზე დიდი ოდენობა, რაც ევროპაში ოდესმე ამოუღიათ" - გერმანიასა და ბელგიაში რამდენიმე მლრდ ევროს ღირებულების 23 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს