მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია, აწი მაინც, ტურში წასული ყველა ადამიანი ცოცხალი დაბრუნდება ოჯახში..." - რას ამბობენ შატილის ავარიისას დაზარალებულები ბრალდებულების დაკავებაზე
"იმედია, აწი მაინც, ტურში წასული ყველა ადამიანი ცოცხალი დაბრუნდება ოჯახში..." - რას ამბობენ შატილის ავარიისას დაზარალებულები ბრალდებულების დაკავებაზე

2020 წლის აგ­ვის­ტო­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მე­ზე შპს "თრე­ველ ჯის" დი­რექ­ტო­რი შალ­ვა ბო­ლო­თაშ­ვი­ლი და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მე­სა­კუთ­რე გოჩა გო­გი­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის რე­ა­გი­რე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფომ სა­თა­ნა­დოდ ვერ გა­არ­თვა თავი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას. შა­ტი­ლის ტრა­გე­დი­ას ხა­ტი­ას და, მე­დეა ემსხვერ­პლა.

"კარ­გი შე­დე­გია, მაგ­რამ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი. იმ­ხე­ლა ტრა­გე­დია მოხ­და, სა­ხელ­მწი­ფომ გლო­ვის დღე გა­მო­ა­ცხა­და, დრო­შე­ბი და­უშ­ვა და ჩვენ თუ სა­ერ­თოდ ხმის ამო­ღე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბო­და, არ მე­გო­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ნამ არ ვი­აქ­ტი­უ­რეთ, სა­ნამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ად­ვო­კა­ტე­ბი არ ჩავ­რთეთ საქ­მე­ში, თა­ვად არა­ფე­რი მო­უ­მოქ­მე­დე­ბი­ათ. "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" და გა­და­ცე­მა "გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რე­პორ­ტი­ო­რის" დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ისი­ნი და­ა­კა­ვეს.

არა­ნა­ირ მხარ­და­ჭე­რას არ იჩენ­დნენ თა­ვი­დან ჩვენ მი­მართ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სიც ად­ვო­კა­ტის დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, სულ რა­ღაც სამი კვი­რის წინ მო­მა­ნი­ჭეს. ახლა მთა­ვა­რია საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვი­დეს და მი­უ­სა­ჯონ შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლი.

შალ­ვა ბო­ლო­თაშ­ვი­ლი აქამ­დე უნდა და­ე­ჭი­რათ. ის მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ აგ­რძე­ლებ­და ტუ­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ამას­თან, თა­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უარ­ყოფ­და და გარ­დაც­ვლილ მძღოლ­ზე იწ­მენ­დდა ხე­ლებს. ვინ­მემ რომ 20-თეთ­რი­ა­ნი ქვი­თა­რი არ გა­მო­წე­როს, სა­გა­და­სა­ხა­დოს რა რა­ე­ა­გი­რე­ბაც ექ­ნე­ბა ვი­ცით, და ტუ­რის მთე­ლი თან­ხე­ბი რომ შალ­ვა ბო­ლო­თაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე ირი­ცხე­ბო­და და არა კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს რე­ა­გი­რე­ბა რა­ტომ არ ჰქონ­და?! მათ ხომ იცოდ­ნენ ამის შე­სა­ხებ. იმე­დია, ჩვენს ტრა­გე­დი­ას გაკ­ვე­თი­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და აწი მა­ინც, ტურ­ში წა­სუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლი დაბ­რუნ­დე­ბა თა­ვის ოჯახ­ში..." - ამ­ბობს ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

AMBEBI.GE ესა­უბ­რა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას და­ღუ­პუ­ლი და­ვით სი­სა­უ­რის შვილ­საც. თეა სი­სა­უ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლია და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დე­ბათ.

"სი­მარ­თლე, გი­თხრათ, ამ შე­დეგს გა­ცი­ლე­ბით ადრე ვე­ლო­დე­ბო­დი. გუ­შინ გახ­და 6 თვე ამ ტრა­გე­დი­ი­დან. რო­გორც გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ელო­დე­ბოდ­ნენ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რო­მელ­საც ეს დრო დას­ჭირ­და. თუმ­ცა, ახლა კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იმე­დი მაქვს, რომ ბო­ლომ­დე მივა საქ­მე და კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით გა­სა­მარ­თლდე­ბი­ან.

მა­მა­ჩე­მი თა­ვის 7 მე­გო­ბარ­თან ერ­თად იყო წა­სუ­ლი ტურ­ში და მათ­გან მხო­ლოდ ერთი გა­დარ­ჩა. 17 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, რა უნდა იყოს ამ ტრა­გე­დი­ის სა­პირ­წო­ნე?!" - ამ­ბობს სი­სა­უ­რი.

საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბულ­თა უფ­ლე­ბებს იცავს "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი". ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იუ­რის­ტი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რომ ორი პი­რის და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნამ გა­ნა­პი­რო­ბა. ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. ნო­ზა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ და­კა­ვე­ბულ­თა წრე გა­ფარ­თოვ­დეს.

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ჯერ არ გვი­ნა­ხავს, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ დას­კვნის შე­დე­გებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა და­კა­ვე­ბა. რო­გორც ჩანს, დად­გინ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა. ავ­ტო­მო­ბილს ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა 2020 წლის იან­ვარ­ში ჰქონ­და გავ­ლი­ლი, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა იყო მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "თრე­ვე­ლერ ჯი" მა­ინც წა­ვი­და ტურ­ში. შე­საძ­ლოა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა მო­ვი­თხო­ვოთ იმ კომ­პა­ნი­ის­თვი­საც, რო­მელ­მაც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ჩა­ა­ტა­რა და არ გა­ა­კონ­ტრო­ლა, გა­მო­ას­წო­რა თუ არა ხარ­ვე­ზი მძღოლ­მა. ამ ავ­ტო­მო­ბილს კი­დევ უწევ­და ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გავ­ლა ივ­ნის­ში, მაგ­რამ არ გა­უვ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბრა­ლის წა­ყე­ბე­ნის თა­ო­ბა­ზე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რია. საქ­მე­ში მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბა თა­ვი­დან­ვე იკ­ვე­თე­ბო­და. კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ის, რომ ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ი­ქი­რა­ვა და არ შე­ა­მოწ­მა, 17-კა­ცი­ან სა­მარ­შუ­ტო ავ­ტო­ბუს­ში 20 ადა­მი­ა­ნი ჩას­ვა და ყვე­ლა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აა­რი­და თავი. სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სის მე­სა­კუთ­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა კი იმა­შია, რომ მან გა­ა­ქი­რა­ვა ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი, მა­შინ რო­დე­საც იცო­და, რომ ავ­ტო­მო­ბილს უნდა ევლო ტუ­რებ­ში, სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლებ­ში" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი

შე­გახ­სე­ნებთ, 2020 წლის 23 აგ­ვის­ტოს, ხევ­სუ­რეთ­ში, სო­ფელ ბი­სოს­თან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რომ­ლი­თაც ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია „თრე­ვე­ლერ ჯის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მგზავ­რობ­დნენ, კლდო­ვან ფერ­დობ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. 17 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის მძღო­ლიც, 3 კი მძი­მედ და­შავ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
1

სინდისი უნდა გაწუხებდეს ადამიანს!!!

....
2

დაგვიანებულია რას ნიშნავს? ყველა სასამართლო ერთ დღეში ხომარ იმართება? გაიქცეოდა სადმე? თუ ბრალი გაუფასურდებოდა გვიან წაყენებული ბრალდებით? ჩვენივე სანაქებო ამერიკაში წლები მიმდინარეობს გამოძიებები და ჩვენ რავართ ესეთი სულსწრაფები? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"იმედია, აწი მაინც, ტურში წასული ყველა ადამიანი ცოცხალი დაბრუნდება ოჯახში..." - რას ამბობენ შატილის ავარიისას დაზარალებულები ბრალდებულების დაკავებაზე

"იმედია, აწი მაინც, ტურში წასული ყველა ადამიანი ცოცხალი დაბრუნდება ოჯახში..." - რას ამბობენ შატილის ავარიისას დაზარალებულები ბრალდებულების დაკავებაზე

2020 წლის აგვისტოში, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე შპს "თრეველ ჯის" დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული მიკროავტობუსის მესაკუთრე გოჩა გოგილაშვილი დააკავეს. დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევისას მძიმედ დაშავებული და სასწაულებრივად გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყებების რეაგირება დაგვიანებულია. მისი თქმით, სახელმწიფომ სათანადოდ ვერ გაართვა თავი უმძიმესი ტრაგედიის საქმის გამოძიებას. შატილის ტრაგედიას ხატიას და, მედეა ემსხვერპლა.

"კარგი შედეგია, მაგრამ დაგვიანებული. იმხელა ტრაგედია მოხდა, სახელმწიფომ გლოვის დღე გამოაცხადა, დროშები დაუშვა და ჩვენ თუ საერთოდ ხმის ამოღება დაგვჭირდებოდა, არ მეგონა. სამწუხაროდ, სანამ არ ვიაქტიურეთ, სანამ ჟურნალისტები და ადვოკატები არ ჩავრთეთ საქმეში, თავად არაფერი მოუმოქმედებიათ. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" და გადაცემა "გამომძიებელი რეპორტიორის" დამსახურებაა, რომ ისინი დააკავეს.

არანაირ მხარდაჭერას არ იჩენდნენ თავიდან ჩვენ მიმართ საგამოძიებო უწყებები. დაზარალებულის სტატუსიც ადვოკატის დიდი ძალისხმევის შედეგად, სულ რაღაც სამი კვირის წინ მომანიჭეს. ახლა მთავარია საქმე ბოლომდე მივიდეს და მიუსაჯონ შესაბამისი სასჯელი.

შალვა ბოლოთაშვილი აქამდე უნდა დაეჭირათ. ის მთელი ამ დროის განმავლობაში ისევ აგრძელებდა ტურისტულ საქმიანობას, ამასთან, თავის პასუხისმგებლობას უარყოფდა და გარდაცვლილ მძღოლზე იწმენდდა ხელებს. ვინმემ რომ 20-თეთრიანი ქვითარი არ გამოწეროს, საგადასახადოს რა რაეაგირებაც ექნება ვიცით, და ტურის მთელი თანხები რომ შალვა ბოლოთაშვილის სახელზე ირიცხებოდა და არა კომპანიის ანგარიშზე, ამ ყველაფერზე სახელმწიფოს რეაგირება რატომ არ ჰქონდა?! მათ ხომ იცოდნენ ამის შესახებ. იმედია, ჩვენს ტრაგედიას გაკვეთილად გამოიყენებენ და აწი მაინც, ტურში წასული ყველა ადამიანი ცოცხალი დაბრუნდება თავის ოჯახში..." - ამბობს ხატია დევსურაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

AMBEBI.GE ესაუბრა ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული დავით სისაურის შვილსაც. თეა სისაური პროკურატურის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და იმედს გამოთქვამს, რომ დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდებათ.

"სიმართლე, გითხრათ, ამ შედეგს გაცილებით ადრე ველოდებოდი. გუშინ გახდა 6 თვე ამ ტრაგედიიდან. როგორც გვეუბნებოდნენ, ელოდებოდნენ ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ეს დრო დასჭირდა. თუმცა, ახლა კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით, იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მივა საქმე და კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდებიან.

მამაჩემი თავის 7 მეგობართან ერთად იყო წასული ტურში და მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა. 17 ადამიანი დაიღუპა, რა უნდა იყოს ამ ტრაგედიის საპირწონე?!" - ამბობს სისაური.

საქმეში დაზარალებულთა უფლებებს იცავს "ადამიანის უფლებათა ცენტრი". ორგანიზაციის იურისტი დიმიტრი ნოზაძე გვეუბნება, რომ ორი პირის დაკავების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასკვნამ განაპირობა. ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შესახებ ექსპერტიზის პასუხები სამხარაულის ბიურომ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. ნოზაძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.

"ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ გვინახავს, მაგრამ სავარაუდოდ, ამ დასკვნის შედეგებმა განაპირობა დაკავება. როგორც ჩანს, დადგინდა ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა. ავტომობილს ტექნიკური დათვალიერება 2020 წლის იანვარში ჰქონდა გავლილი, რომლითაც დადგინდა, რომ სამუხრუჭე სისტემა იყო მწყობრიდან გამოსული. მიუხედავად ამისა, "თრეველერ ჯი" მაინც წავიდა ტურში. შესაძლოა, პასუხისმგებლობის დაკისრება მოვითხოვოთ იმ კომპანიისთვისაც, რომელმაც ტექდათვალიერება ჩაატარა და არ გააკონტროლა, გამოასწორა თუ არა ხარვეზი მძღოლმა. ამ ავტომობილს კიდევ უწევდა ტექდათვალიერების გავლა ივნისში, მაგრამ არ გაუვლია.

რაც შეეხება პროკურატურის გადაწყვეტილებას ბრალის წაყებენის თაობაზე, აბსოლუტურად სწორია. საქმეში მათი ბრალეულობა თავიდანვე იკვეთებოდა. კომპანიის დირექტორის პასუხისმგებლობაა ის, რომ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი დაიქირავა და არ შეამოწმა, 17-კაციან სამარშუტო ავტობუსში 20 ადამიანი ჩასვა და ყველანაირ პასუხისმგებლობას აარიდა თავი. სამარშუტო ტაქსის მესაკუთრის ბრალეულობა კი იმაშია, რომ მან გააქირავა ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი, მაშინ როდესაც იცოდა, რომ ავტომობილს უნდა ევლო ტურებში, სახიფათო ადგილებში" - ამბობს ადვოკატი

შეგახსენებთ, 2020 წლის 23 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსი, რომლითაც ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯის“ მიერ ორგანიზებული ტურის მონაწილეები მგზავრობდნენ, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მძღოლიც, 3 კი მძიმედ დაშავდა.

სროლა გლდანის რაიონში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?