ავტორი:

ქობულეთში, სკოლის ორ მოსწავლესა და ცხრა პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთში, სკოლის ორ მოსწავლესა და ცხრა პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის ორ მოსწავლესა და ცხრა პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სკოლა ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

„წინა კვირაში ვირუსი დაუდასტურდა ერთ მასწავლებელს და გადაყვანილი იყო იზოლაციაში, ასევე დროის გარკვეულ პერიოდში ვირუსი დადასტურდა ორ მოსწავლესთან და ორი კლასი გადაყვანილი იყო ონლაინ სწავლებაზე. მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და გუშინ ჩატარებული გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 8 მასწავლებელს. რისკების შეფასების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სკოლის ონლაინ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ.

სკოლაში ეპიდემიოლოგიური კვლევები ისევ გრძელდება",- აცხადებენ უწყებაში.

თელავის მკვიდრი 69 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს

რა ხდება, რაგბის კავშირის შენობასთან, სადაც პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს

ტრაგედია წერეთლის გამზირზე - ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა