სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუსტარული სავარძლები, მავთულებით დამონტაჟებული ღვედები - რა დაადგინა პროკურატურამ შატილში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 პირი ემსხვერპლა
კუსტარული სავარძლები, მავთულებით დამონტაჟებული ღვედები - რა დაადგინა პროკურატურამ შატილში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 პირი ემსხვერპლა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მე­სა­კუთ­რეს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, 2020 წლის 23 აგ­ვის­ტოს შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი საგ­ზაო - სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 17 პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის და მო­ქა­ლა­ქე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მე­სა­კუთ­რეს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 23 აგ­ვის­ტოს ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს - შპს „ჩიფ თრე­ველ ჯორ­ჯი­ას“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტით, თბი­ლი­სი­დან შა­ტილ­ში მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით 20 პირი გა­ემ­გზავ­რა.

უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბის მი­ზე­ზით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ჯერ გზა­ზე მდგარ ავ­ტო­მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა, ხოლო შემ­დეგ 60 მეტ­რის სიღ­რმის ხევ­ში ჩა­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც 17 პირი გარ­და­იც­ვა­ლა, მათ შო­რის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი, ხოლო სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, მო­პო­ვე­ბუ­ლი და შეს­წავ­ლი­ლი იქნა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია, გა­მო­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით პირი, ჩა­ტარ­და არა­ერ­თი ექ­სპერ­ტი­ზა, მათ შო­რის სატ­რან­სპორ­ტო ტექ­ნი­კურ - ტრა­სო­ლო­გი­უ­რი.

მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გინ­და, რომ- მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მე­სა­კუთ­რემ გ.გ-მ და ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა შ.ბ.-მ, რო­გორც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა პი­რებ­მა, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გა­უშ­ვეს ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რა­მაც საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას დად­გინ­და, რომ - მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის წინა სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი იყო. - ასე­ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლით დად­გე­ნი­ლი 15 მგზავ­რის ნაც­ვლად, კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სა­ვარ­ძლე­ბით, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას, მძღო­ლის გარ­და, 19 მგზავ­რი გა­დაჰ­ყავ­და, მგზავ­რთა უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო მავ­თუ­ლე­ბით, კუს­ტა­რუ­ლად,- მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს გავ­ლი­ლი არ ჰქონ­და ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა.

სწო­რედ მი­თი­თე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო მო­თხოვ­ნებს.ასე­ვე დად­გინ­და, რომ ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს შ.ბ.-ს და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მე­სა­კუთ­რეს გ.გ.-ს „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად რომ ემოქ­მე­დათ, ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თავ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში არ გა­უშ­ვებ­დნენ და საგ­ზაო - სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვა გა­მო­რი­ცხუ­ლი იქ­ნე­ბო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შ.ბ. და გ.გ. 2020 წლის 23 თე­ბერ­ვალს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მათ წა­რედ­გი­ნათ ბრალ­დე­ბა - ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი ტრან­სპორ­ტის სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ოდ გაშ­ვე­ბის­თვის, რა­მაც 17 პი­რის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და 3 პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 277-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-3 ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს, თა­ნაგ­რძნო­ბას გა­მო­ხა­ტავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მი­მართ და აცხა­დებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რა მათი კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის სა­კი­თხის შეს­წავ­ლაც მოხ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ბრი­ფინგზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მომო
1

ტექ დაᲗვალიერება როგორ გაატარა ,მაგას რატომ არ იᲫიებᲗ და ზოგადადა ეგეᲗ მარᲨუტკებს როგორ ატარებინებᲗ ტექდაᲗვალიერებას...ეგეც გამოიკვლიეᲗ

1!
1

იმედია შალვა ბოლოთაშვილი ახლა მაინც გააცნობიერებს დანაშაულის სიმძიმეს და მსგავსი საქმიანობა მარტო მოგებას კი არა, პასუხისმგებლობასაც რომ გულისხმობს მიხვდება. ციხიდან გამოსულს რქები მომტვრეული ექნება და ადამიანებთან ადამიანურ საუბარს ისწავლის და თავხედი აღარ იქნება.

ავტორი:

კუსტარული სავარძლები, მავთულებით დამონტაჟებული ღვედები - რა დაადგინა პროკურატურამ შატილში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 პირი ემსხვერპლა

კუსტარული სავარძლები, მავთულებით დამონტაჟებული ღვედები - რა დაადგინა პროკურატურამ შატილში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 პირი ემსხვერპლა

პროკურატურამ შატილის გზაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ტურისტული კომპანიის დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს ბრალდება წარუდგინა. საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა:

"საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 17 პირის გარდაცვალების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ტურისტული კომპანიის დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს - შპს „ჩიფ თრეველ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, თბილისიდან შატილში მიკროავტობუსით 20 პირი გაემგზავრა.

უკან დაბრუნებისას, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიზეზით, მიკროავტობუსი ჯერ გზაზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, ხოლო შემდეგ 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორიები, მოპოვებული და შესწავლილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, გამოიკითხა ათეულობით პირი, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის სატრანსპორტო ტექნიკურ - ტრასოლოგიური.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ- მიკროავტობუსის მესაკუთრემ გ.გ-მ და ტურისტული კომპანიის დირექტორმა შ.ბ.-მ, როგორც სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობისთვის პასუხისმგებელმა პირებმა, ექსპლუატაციაში გაუშვეს ტექნიკურად გაუმართავი მიკროავტობუსი, რამაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია.

გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ - მიკროავტობუსის წინა სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავი იყო. - ასევე მიკროავტობუსის ტექნიკური მახასიათებლით დადგენილი 15 მგზავრის ნაცვლად, კუსტარულად დამონტაჟებული სავარძლებით, სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლის გარდა, 19 მგზავრი გადაჰყავდა, მგზავრთა უსაფრთხოების ღვედები დამონტაჟებული იყო მავთულებით, კუსტარულად,- მიკროავტობუსს გავლილი არ ჰქონდა ტექნიკური ინსპექტირება.

სწორედ მითითებული დარღვევებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებდა ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო მოთხოვნებს.ასევე დადგინდა, რომ ტურისტული კომპანიის დირექტორს შ.ბ.-ს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს გ.გ.-ს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად რომ ემოქმედათ, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებას ექსპლუატაციაში არ გაუშვებდნენ და საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. სამართალდამცველებმა შ.ბ. და გ.გ. 2020 წლის 23 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პროკურატურის მიერ მათ წარედგინათ ბრალდება - ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებისთვის, რამაც 17 პირის სიცოცხლის მოსპობა და 3 პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქართველოს პროკურატურა უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, თანაგრძნობას გამოხატავს დაზარალებულების მიმართ და აცხადებს, რომ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა მათი კანონიერი ინტერესების დასაცავად იქნება მიმართული.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორივე ბრალდებულის სამეწარმეო საქმიანობის კანონიერების საკითხის შესწავლაც მოხდება" - განაცხადეს პროკურატურაში ბრიფინგზე.

"ითქვა, რომ ბიჭებს RGD-ს ტიპის ხელყუმბარა აუფეთქდათ, ზოგი ამბობს იპოვესო, ზოგმა თქვა - თან ჰქონდათო" - რა მოხდა გარდაბანში, სადაც აფეთქებას მოზარდი ემსხვერპლა

მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში მასწავლებელი დააკავეს

"მშობელი არასრულწლოვან შვილს მოწყალების მიღებას და დღეში მისთვის 50 ლარის მიტანას აიძულებდა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა