საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითარება საგანგაშოა, "ოცნება" ცეცხლს ეთამაშება... შემდეგი ეტაპი სანქციებია" - ამერიკელი კონგრესმენების უმწვავესი შეფასებები და ქართველი ექსპერტების პროგნოზი
"ვითარება საგანგაშოა, "ოცნება" ცეცხლს ეთამაშება... შემდეგი ეტაპი სანქციებია" - ამერიკელი კონგრესმენების უმწვავესი შეფასებები და ქართველი ექსპერტების პროგნოზი

მი­აჩ­ნი­ათ, რომ მათი მთა­ვა­რი რე­სურ­სი არის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა იმის იმე­დით, რომ ყვე­ლას და­ა­ვი­წყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ივ­ლის და მათ ეს შერ­ჩე­ბათ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ძი­რი­თა­დი რე­სურ­სი ესაა - პრობ­ლე­მე­ბის უარ­ყო­ფა, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მა­ჭა­ვა­რი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი აქვს და უნდა გა­მო­ფხიზ­ლდეს, რათა ქვე­ყა­ნას მეტი ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნოს.

მი­სი­ვე თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­გან პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას ელო­დე­ბი­ან, რაც სწო­რედ მმარ­თვე­ლი გუნ­დის მეშ­ვე­ო­ბით უნდა მოხ­დეს.

„ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ახა­სი­ა­თებს წაყ­რუ­ე­ბის პო­ლი­ტი­კა. მი­აჩ­ნი­ათ, რომ თუ ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცე­ვენ, ეს პრობ­ლე­მა გა­და­ივ­ლის და ჩვე­ნი სა­ერ­თაშ­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღარ იქ­ნე­ბა. ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ და­კარ­გოს და ოპო­ზი­ცი­ას არ ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­ი­მე ფორ­მით მმარ­თვე­ლო­ბა­ში თა­ვი­სი ად­გი­ლი იპო­ვოს. დღეს მსოფ­ლიო შე­იც­ვა­ლა და პირ­ველ რიგ­ში, შეც­ვლი­ლია აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ჯო ბა­ი­დე­ნი და მისი ად­მი­ნის­ტრა­ცია, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა­ტი­კას და რუ­სულ გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში და რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას რე­ა­ლურ საფრ­თხედ მი­იჩ­ნევს. ესაა ის, რაც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უბ­რა­ლოდ გა­მორ­ჩა ან არ უნდა ამის აღ­ქმა. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, სა­ნამ დროა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ ეს შეც­დო­მა არ და­ეშ­ვათ, უნდა იპო­ვონ დი­ა­ლო­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მათი მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბის მი­ღე­წე­ვა. ესაა, რა­საც ჩვენ­გან ელო­დე­ბი­ან და არა კომფრონ­ტა­ცი­ას და და­ჭე­რას. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი აქვს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად ნულ­ზეა, ამი­ტომ უნდა გა­მო­ფხიზ­ლდნენ, რომ ქვე­ყა­ნას იმა­ზე მეტი ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნონ, ვიდ­რე უკვე აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. არ აღ­მოჩ­ნდეს ქვე­ყა­ნა სან­ქცი­რე­ბუ­ლი და არ აღ­მოჩ­ნდეს ფაქ­ტის წი­ნა­შე, რომ შე­უ­ჩერ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის, აშშ-ის დახ­მა­რე­ბა, მხარ­და­ჭე­რა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, ეს კა­ტას­ტრო­ფაა ქვეყ­ნის­თვის, რო­მელ­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქო­რე­ბი, რა­დი­კა­ლუ­რი ფრთა ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ასევე დაგაინტერესებთ
09:27 / 23-02-2021

"ძალიან სევდიანი დღე საქართველოში... ჩვენ ყველანი გიყურებთ“ - როგორ ეხმიანებიან ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პოლიტიკოსები

13:40 / 23-02-2021

"პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება..." - როგორ აფასებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს NATO-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები

14:45 / 23-02-2021

"აშშ-ს აქვს რეალური ბერკეტები საქართველოში, ახლა მისი გამოყენების დროა... "შეშფოთება" კარგია მხოლოდ დასაწყისისთვის..." - რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი

19:57 / 23-02-2021

შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში - რაზე საუბრობენ დიპლომატები და ოპოზიციის ლიდერები

19:53 / 24-02-2021

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი

ამას­თან, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის აზ­რით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ყვე­ლა, ვინც კრი­ტი­კულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, რო­გორც ჩანს, ეს არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ევ­რო­პა­ში ზრუ­ნავს და ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე, მათი აზრი არის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ან უმ­ნიშ­ვნე­ლო და მხო­ლოდ და მხო­ლოდ მათ მხა­რე­საა სი­მარ­თლე, რაც ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ესაა შე­დე­გი ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­სა, რო­მელ­საც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მი­აღ­წია და რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მხო­ლოდ მას აქვს უფ­ლე­ბა ილა­პა­რა­კოს და მის მხა­რე­საა სი­მარ­თლე და და­ნარ­ჩე­ნი, იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ გა­რეთ, მტრე­ბი არი­ან. ესაა ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა და ძა­ლი­ან ძვი­რად და­უჯ­დე­ბა ქვე­ყა­ნას“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

გან­ცხა­დე­ბე­ბის ტონი სულ უფრო და უფრო მკაცრ­დე­ბა, შემ­დე­გი ეტა­პი სან­ქცი­ე­ბია - რე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი, მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია, - ასე აფა­სებს „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რე­ბის იმ გან­ცხა­დე­ბებს, რო­მე­ლი ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­სა­მარ­თით კეთ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, რად­გან პო­ლი­ტი­კა ყო­ველ­თვის გა­ნახ­ლე­ბა­სა და ახალ ქმე­დე­ბებს მო­ი­თხოვს, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ან რეპ­რე­სი­ე­ბი უნდა გა­აგ­რძე­ლოს, ან ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

„რად­გან პო­ლი­ტი­კა ყო­ველ­თვის გა­ნახ­ლე­ბა­სა და ახალ ქმე­დე­ბებს მო­ი­თხოვს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „ოც­ნე­ბამ“ ან უნდა გა­აგ­რძე­ლოს რეპ­რე­სი­ე­ბი და და­ი­ჭი­როს კი­დევ უფრო მეტი პო­ლი­ტი­კო­სი, წნე­ხის ქვეშ მო­ახ­დი­ნოს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ა.შ. ამ მე­ო­რე, რე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლია, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს მე­ლია და და­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რაც შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლია.

ჯერ­ჯე­რო­ბით, რა­საც ვხე­დავთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბე­ბია. გან­ცხა­დე­ბე­ბის ტონი იც­ვლე­ბა და სულ უფრო და უფრო მკაც­რი ხდე­ბა. ამის შემ­დე­გი ეტა­პი შე­იძ­ლე­ბა იყოს, რა თქმა უნდა, სან­ქცი­ე­ბი. ისი­ნი ისე შე­ეც­დე­ბი­ან სან­ქცი­ე­ბის გა­კე­თე­ბას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ნაკ­ლე­ბად და­ზა­რალ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი თენ­გიზ ფხა­ლა­ძეც სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ "გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ მარ­თლაც გა­და­იკ­ვე­თა წი­თე­ლი ხა­ზე­ბი და ჩანს ის, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი გან­ცხა­დე­ბე­ბად არ დარ­ჩე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს აზა­რა­ლებს ქვეყ­ნის პროგ­რესს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მი­საწ­რა­ფე­ბე­ბის მხრივ".

თენ­გიზ ფხა­ლა­ძის თქმით, ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა.

„ასე­თი მძი­მე შე­ფა­სე­ბე­ბი 2007 წლის მერე არ მახ­სენ­დე­ბა, თუმ­ცა კი­დევ ვამ­ბობ, რომ ამ ტი­პის შე­ფა­სე­ბე­ბი და ასე­თი კრი­ზი­სი, მე მგო­ნი, არც გვქო­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან ცუ­დია, იმი­ტომ, რომ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან ნა­თე­ლად ჩანს, რომ მარ­თლაც გა­და­იკ­ვე­თა წი­თე­ლი ხა­ზე­ბი და ჩანს ის, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი გან­ცხა­დე­ბე­ბად არ დარ­ჩე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს აზა­რა­ლებს ქვეყ­ნის პროგ­რესს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მხრივ და ასე­ვე, ამან შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს არამ­ხო­ლოდ ამ პრო­ცე­სის შე­ფერ­ხე­ბა, არა­მედ ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი შეც­დო­მე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, ეს რომ არ მოხ­დეს ახ­ლაც კი, სა­ჭი­როა ის ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­არ­წმუ­ნებს ჩვენს პარტნი­ო­რებს იმა­ში, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია პრო­ცე­სი გა­და­ვიყ­ვა­ნოთ იმ კა­ლა­პოტ­ში, რაც სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს. აქ სა­უ­ბა­რი არ არის რი­ტო­რი­კა­ზე, აქ სა­უ­ბა­რია ქმე­დე­ბებ­ზე, იმი­ტომ, რომ რი­თაც შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­წმუ­ნოთ, ეს არის, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, ქმე­დე­ბა. ისი­ნი ქმე­დე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დე­ბენ და ეს ქმე­დე­ბე­ბე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. რამ­დე­ნად აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმის აღ­ქმა, რომ ვი­თა­რე­ბა ასე­თი სა­გან­გა­შოა და რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებს, ყვე­ლა იმ შე­დეგს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა დად­გეს, ამას ვერ გე­ტყვით, იმი­ტომ, თუ ამ ყვე­ლა­ფერს ით­ვა­ლის­წი­ნებს, მა­შინ ამას ნა­ბი­ჯე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მოჰ­ყვეს. აქ სა­უ­ბა­რი არ არის რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სებ­ზე, აქ სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­სა და გრძელ­ვა­დი­ან მო­მა­ვალ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან, თენ­გიზ ფხა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში არაფ­რის გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა.

„იმ­დე­ნად ფარ­თოა ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ფა­სის ცნე­ბა, რომ არც კი მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუკი ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­და­ი­თარ­გმნე­ბა ქმე­დე­ბებ­ში. ჩვენს პარტნი­ო­რებს ეს­მით, რამ­დე­ნად მძი­მე შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ რო­დე­საც სა­კი­თხი მი­დის იმ კრი­ტი­კულ წერ­ტი­ლამ­დე, რო­დე­საც მხო­ლოდ და მხო­ლოდ, გან­ცხა­დე­ბე­ბით არ ხდე­ბა ვი­თა­რე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა, მა­შინ ამას დიდი ალ­ბა­თო­ბით, ქმე­დე­ბე­ბი მოჰ­ყვე­ნა, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გა­ნა­ცხად­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ცოტა ხნის წინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე. ფხა­ლა­ძის თქმით, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი ქვე­ყა­ნას ამის­გან ძა­ლი­ან აშო­რებს.

„ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი, რომ ის პრო­ცე­სი, რაც ახლა მი­დის, რა­მე­ნა­ი­რად გვა­ახ­ლო­ებს ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბას­თან, პი­რი­ქით, გვა­შო­რებს. ასე რომ, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბის მხრივ, თუ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ აპ­ლი­კა­ცია ტექ­ნი­კუ­რად შე­ვავ­სოთ, ამის გა­კე­თე­ბა ყო­ველ­თვის შეგ­ვიძ­ლია, მაგ­რამ თუ რე­ა­ლუ­რად ვფიქ­რობთ, მა­შინ ეს ქმე­დე­ბე­ბი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი არ არის“, - აღ­ნიშ­ნა ფხა­ლა­ძემ.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის მრჩე­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ჯეიკ სა­ლი­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და მხა­რე­ებს მო­უ­წო­დებს, დი­ა­ლო­გის რე­ჟიმს და­უბ­რუნ­დნენ.

„შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბით. ყვე­ლა მხა­რეს მო­ვუ­წო­დებთ, ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად თა­ვი­დან აი­ცი­ლონ ეს­კა­ლა­ცია და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­უბ­რუნ­დნენ“, - წერს ჯეიკ სა­ლი­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­თა­ვო ოფი­სის ძა­ლა­დობ­რი­ვი დარ­ბე­ვი­სა და მისი ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას და ათო­ბით აქ­ტი­ვის­ტის და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის, ჯიმ რი­შის, ჯინ შა­ჰი­ნის, ადამ კინ­ზინ­გე­რი­სა და ჯერი კო­ნო­ლის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

კონ­გრეს­მე­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ძა­ლე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად, საფრ­თხეს უქ­მნის იმას, რაც სა­ქარ­თვე­ლოს დარ­ჩა დე­მოკ­რა­ტი­ის­გან და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გზის­გან. მო­ვუ­წო­დებთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ ყვე­ლა პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, მათ შო­რის ბა­ტო­ნი მე­ლია და გი­ორ­გი რუ­რუა. ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი უნდა შე­წყვი­ტოს და ამ კრი­ზი­სის მშვი­დო­ბი­ან გა­და­წყვე­ტა­ზე მო­ი­ლა­პა­რა­კოს,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რა­საც აქ ვხე­დავთ, ჩემი აზ­რით, აშ­კა­რად არის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია და ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი ამის შემ­დეგ, არის დე­ტა­ლე­ბი. რად­გან რო­დე­საც ეს (ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი) იწყე­ბა, ეს დე­მოკ­რა­ტი­ის სიკ­ვდი­ლის და­სა­წყი­სია და ეს ძა­ლი­ან მა­ღელ­ვებს, - ამის შე­სა­ხებ „ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს“ მკვლე­ვარ­მა და ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ბრა­ი­ან უიტ­მორ­მა „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი არ უნდა ხდე­ბო­დეს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ნატო-ს პარტნი­ო­რია და ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა აქვს ევ­რო­კავ­შირ­თან.

„ამ­გვა­რი მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში, ლუ­კა­შენ­კოს ბე­ლა­რუს­ში. ეს არ არის ის, რაც უნდა ხდე­ბო­დეს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ნატო-ს პარტნი­ო­რია და ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა აქვს ევ­რო­კავ­შირ­თან. ეს არ უნდა ხდე­ბო­დეს დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში და რო­დე­საც ვხე­დავ, რომ სა­სა­მარ­თლო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ქმე­დე­ბის­თვის, ეს მე მაშ­ფო­თებს“, - გა­ნა­ცხა­და ბრა­ი­ან უიტ­მორ­მა.

„გერ­მა­ნი­ის მარ­შა­ლის ფონ­დის“ მკვლე­ვა­რის, ჯო­ნა­თან კა­ცის გან­ცხა­დე­ბით კი, უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბი გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა იმის გან­სა­სა­ზღვრად, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი. ამის შე­სა­ხებ მკვლე­ვარ­მა „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა შე­არ­ჩი­ოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებ­ზე პი­რე­ბი, რად­გან ეს უკავ­შირ­დე­ბა იმას, თუ რო­გორ აღიქ­მე­ბა ის ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რე­თაც.

„ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, თუ რა მოხ­დე­ბა შემ­დე­გი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. რა ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რის და­სა­წე­ვად და იმ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­საბ­რუ­ნებ­ლად, სა­დაც დის­კუ­სია და წინ მი­მა­ვა­ლი გზის ძი­ე­ბა ხდე­ბა“, - ამ­ბობს კაცი.

ასე­ვე, ჯო­ნა­თან კა­ცის თქმით, ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია იმ კუ­თხით, თუ რო­გორ არის სა­ქარ­თვე­ლო და­ნა­ხუ­ლი.

„რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი ხდე­ბა, ქარ­თუ­ლი მხრი­დან უნდა ვნა­ხოთ ძა­ლის­ხმე­ვა იმი­სათ­ვის, რომ აღ­დგეს რწმე­ნა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სწორ გზა­ზე დგას, რომ მას სურს შე­ას­რუ­ლოს სა­კუ­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ის, რაც ხდე­ბა, არის უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იმ კუ­თხით, თუ რო­გორ არის სა­ქარ­თვე­ლო და­ნა­ხუ­ლი. და ეს მხო­ლოდ აძ­ლი­ე­რებს იმ მავ­ნე აქ­ტო­რე­ბის არ­გუ­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა [მო­მა­ვა­ლი] სწო­რედ ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რა­საც ახლა ხე­დავთ რუ­სეთ­ში ან სხვა ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლებ­შიც არ ყო­ფი­ლა პროგ­რე­სი“, - აცხა­დებს ჯო­ნა­თან კაცი.

ამას­თან, მისი თქმით, ვერც ერთი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ცე­ცხლს აღ­ვი­ვებს, ვერ შეძ­ლებს მი­აღ­წი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს სწორ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში დაბ­რუ­ნე­ბის მი­ზანს.

„ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ მისი შეშ­ფო­თე­ბის უდი­დე­სი სა­გა­ნი იყო ქვეყ­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, პო­ლა­რი­ზა­ცია. ვფიქ­რობ, ეს ნიშ­ნავ­და იმას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლა­დო­ბა. ვერც ერთი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ცე­ცხლს აღ­ვი­ვებს, ვერ შეძ­ლებს მი­აღ­წი­ოს იმ მი­ზანს, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს სწორ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში დაბ­რუ­ნე­ბა ჰქვია და ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა“, - აცხა­დებს ჯო­ნა­თან კაცი.

მკითხველის კომენტარები / 192 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
95

საქართველოს შიდა საქმეებში ვინ მოგცათ ჩარევის უფლება

mmg
49

თქვენთან სხვანაირი მზე ამოდის?!

ავტორი:

"ვითარება საგანგაშოა, "ოცნება" ცეცხლს ეთამაშება... შემდეგი ეტაპი სანქციებია" - ამერიკელი კონგრესმენების უმწვავესი შეფასებები და ქართველი ექსპერტების პროგნოზი

"ვითარება საგანგაშოა, "ოცნება" ცეცხლს ეთამაშება... შემდეგი ეტაპი სანქციებია" - ამერიკელი კონგრესმენების უმწვავესი შეფასებები და ქართველი ექსპერტების პროგნოზი

მიაჩნიათ, რომ მათი მთავარი რესურსი არის საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების იგნორირება იმის იმედით, რომ ყველას დაავიწყდება საქართველოს პრობლემები, ეს ყველაფერი ჩაივლის და მათ ეს შერჩებათ, „ქართული ოცნების“ ძირითადი რესურსი ესაა - პრობლემების უარყოფა, - ამის შესახებ ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობები შეზღუდული აქვს და უნდა გამოფხიზლდეს, რათა ქვეყანას მეტი ზიანი არ მიაყენოს.

მისივე თქმით, საერთაშორისო მეგობრები საქართველოსგან პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას ელოდებიან, რაც სწორედ მმართველი გუნდის მეშვეობით უნდა მოხდეს.

„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს წაყრუების პოლიტიკა. მიაჩნიათ, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევენ, ეს პრობლემა გადაივლის და ჩვენი საერთაშრისო პარტნიორებისთვის საინტერესო აღარ იქნება. ცეცხლს ეთამაშება „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს და ოპოზიციას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რაიმე ფორმით მმართველობაში თავისი ადგილი იპოვოს. დღეს მსოფლიო შეიცვალა და პირველ რიგში, შეცვლილია აშშ-ის ადმინისტრაცია, ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია, რომელიც უშუალოდ იცნობს საქართველოს პრობლემატიკას და რუსულ გავლენას საქართველოში და რუსული ინტერესების გატარებას რეალურ საფრთხედ მიიჩნევს. ესაა ის, რაც „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ გამორჩა ან არ უნდა ამის აღქმა. ამიტომ, ვფიქრობ, სანამ დროა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოუწოდებდნენ, რომ ეს შეცდომა არ დაეშვათ, უნდა იპოვონ დიალოგის შესაძლებლობა და მათი მეშვეობით მოხდეს შეთანხმების მიღეწევა. ესაა, რასაც ჩვენგან ელოდებიან და არა კომფრონტაციას და დაჭერას. „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობები შეზღუდული აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ნულზეა, ამიტომ უნდა გამოფხიზლდნენ, რომ ქვეყანას იმაზე მეტი ზიანი არ მიაყენონ, ვიდრე უკვე აქვს მიყენებული. არ აღმოჩნდეს ქვეყანა სანქცირებული და არ აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე, რომ შეუჩერდება ევროკავშირის, აშშ-ის დახმარება, მხარდაჭერა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები, ეს კატასტროფაა ქვეყნისთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ ქორები, რადიკალური ფრთა ვერ აცნობიერებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანის აზრით, „ქართული ოცნებისთვის“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები მნიშვნელოვანი არ არის და მიაჩნიათ, რომ ყველა, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, მიკერძოებულია.

„ქართული ოცნებისთვის“, როგორც ჩანს, ეს არ არის მნიშვნელოვანი და მიაჩნიათ, რომ ვინც საქართველოზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში ზრუნავს და ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, მათი აზრი არის მიკერძოებული ან უმნიშვნელო და მხოლოდ და მხოლოდ მათ მხარესაა სიმართლე, რაც ავტორიტარული, არადემოკრატიული მმართველობისთვისაა დამახასიათებელი, ესაა შედეგი ერთპიროვნული მმართველობისა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია და რომლის მიხედვითაც მხოლოდ მას აქვს უფლება ილაპარაკოს და მის მხარესაა სიმართლე და დანარჩენი, იქნება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მტრები არიან. ესაა ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

განცხადებების ტონი სულ უფრო და უფრო მკაცრდება, შემდეგი ეტაპი სანქციებია - რეალური გამოსავალი, მელიას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი საქართველოს პარტნიორების იმ განცხადებებს, რომელი ნიკა მელიას დაკავების შემდეგ „ქართული ოცნების“ მისამართით კეთდება.

მისივე თქმით, რადგან პოლიტიკა ყოველთვის განახლებასა და ახალ ქმედებებს მოითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ ან რეპრესიები უნდა გააგრძელოს, ან ოპოზიციის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს.

„რადგან პოლიტიკა ყოველთვის განახლებასა და ახალ ქმედებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე, „ოცნებამ“ ან უნდა გააგრძელოს რეპრესიები და დაიჭიროს კიდევ უფრო მეტი პოლიტიკოსი, წნეხის ქვეშ მოახდინოს მედიასაშუალებები და ა.შ. ამ მეორე, რეალური გამოსავალია, გაათავისუფლოს მელია და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც შექმნილი სიტუაციის სწორი გამოსავალია.

ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მხოლოდ განცხადებებია. განცხადებების ტონი იცვლება და სულ უფრო და უფრო მკაცრი ხდება. ამის შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, სანქციები. ისინი ისე შეეცდებიან სანქციების გაკეთებას, რომ მოსახლეობა ნაკლებად დაზარალდეს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებზე „ინტერპრესნიუსთან“ პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძეც საუბრობს და აცხადებს, რომ "განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ მართლაც გადაიკვეთა წითელი ხაზები და ჩანს ის, რომ ეს განცხადებები განცხადებებად არ დარჩება. საბოლოო ჯამში, ეს აზარალებს ქვეყნის პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური მისაწრაფებების მხრივ".

თენგიზ ფხალაძის თქმით, ვითარება ძალიან საგანგაშოა.

„ასეთი მძიმე შეფასებები 2007 წლის მერე არ მახსენდება, თუმცა კიდევ ვამბობ, რომ ამ ტიპის შეფასებები და ასეთი კრიზისი, მე მგონი, არც გვქონია. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ განცხადებებიდან ნათელად ჩანს, რომ მართლაც გადაიკვეთა წითელი ხაზები და ჩანს ის, რომ ეს განცხადებები განცხადებებად არ დარჩება. საბოლოო ჯამში, ეს აზარალებს ქვეყნის პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხრივ და ასევე, ამან შეიძლება მოიტანოს არამხოლოდ ამ პროცესის შეფერხება, არამედ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი შეცდომების პოლიტიკური ფასი იქნება. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს ახლაც კი, საჭიროა ის ქმედებები, რომელიც დაარწმუნებს ჩვენს პარტნიორებს იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია პროცესი გადავიყვანოთ იმ კალაპოტში, რაც სჭირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. აქ საუბარი არ არის რიტორიკაზე, აქ საუბარია ქმედებებზე, იმიტომ, რომ რითაც შეიძლება დავარწმუნოთ, ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, ქმედება. ისინი ქმედებისკენ მოგვიწოდებენ და ეს ქმედებებები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს. რამდენად აქვს ხელისუფლებას იმის აღქმა, რომ ვითარება ასეთი საგანგაშოა და რამდენად ითვალისწინებს, ყველა იმ შედეგს, რომელიც შესაძლოა დადგეს, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, თუ ამ ყველაფერს ითვალისწინებს, მაშინ ამას ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს. აქ საუბარი არ არის რომელიმე პარტიის ინტერესებზე, აქ საუბარია საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და გრძელვადიან მომავალზე“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

„იმდენად ფართოა ამ პოლიტიკური ფასის ცნება, რომ არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლება მოხდეს, თუკი ეს განცხადებები გადაითარგმნება ქმედებებში. ჩვენს პარტნიორებს ესმით, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც საკითხი მიდის იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ, განცხადებებით არ ხდება ვითარების დარეგულირება, მაშინ ამას დიდი ალბათობით, ქმედებები მოჰყვენა, რაც ძალიან ცუდია“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაზე. ფხალაძის თქმით, მიმდინარე პროცესები ქვეყანას ამისგან ძალიან აშორებს.

„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რაც ახლა მიდის, რამენაირად გვაახლოებს ევროკავშირში წევრობასთან, პირიქით, გვაშორებს. ასე რომ, ევროკავშირში განაცხადის გაკეთების მხრივ, თუ საუბარია იმაზე, რომ აპლიკაცია ტექნიკურად შევავსოთ, ამის გაკეთება ყოველთვის შეგვიძლია, მაგრამ თუ რეალურად ვფიქრობთ, მაშინ ეს ქმედებები წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის“, - აღნიშნა ფხალაძემ.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს მოუწოდებს, დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდნენ.

„შეშფოთებულები ვართ საქართველოში ნიკა მელიას დაპატიმრებით. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად თავიდან აიცილონ ესკალაცია და მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ“, - წერს ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისის ძალადობრივი დარბევისა და მისი ლიდერის, ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დაპატიმრების შესახებ ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების, ჯიმ რიშის, ჯინ შაჰინის, ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

კონგრესმენები ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

„საქართველოს სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ბატონი მელია და გიორგი რურუა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და ამ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაზე მოილაპარაკოს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

რასაც აქ ვხედავთ, ჩემი აზრით, აშკარად არის პოლიტიკური ოპერაცია და ყველაფერი დანარჩენი ამის შემდეგ, არის დეტალები. რადგან როდესაც ეს (ასეთი მოვლენები) იწყება, ეს დემოკრატიის სიკვდილის დასაწყისია და ეს ძალიან მაღელვებს, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარმა და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა ბრაიან უიტმორმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი მოვლენები არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელიც ნატო-ს პარტნიორია და ასოცირების შეთანხმება აქვს ევროკავშირთან.

„ამგვარი მოვლენები ხდება პუტინის რუსეთში, ლუკაშენკოს ბელარუსში. ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელიც ნატო-ს პარტნიორია და ასოცირების შეთანხმება აქვს ევროკავშირთან. ეს არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში და როდესაც ვხედავ, რომ სასამართლო გამოყენებულია პოლიტიკური ქმედებისთვის, ეს მე მაშფოთებს“, - განაცხადა ბრაიან უიტმორმა.

„გერმანიის მარშალის ფონდის“ მკვლევარის, ჯონათან კაცის განცხადებით კი, უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება იმის განსასაზღვრად, თუ როგორ წარიმართება საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესი. ამის შესახებ მკვლევარმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, მმართველმა პარტიამ ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოს ხელისუფლების წამყვან პოზიციებზე პირები, რადგან ეს უკავშირდება იმას, თუ როგორ აღიქმება ის ქვეყნის შიგნით და გარეთაც.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა მოხდება შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში. რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა ტემპერატურის დასაწევად და იმ სიტუაციასთან დასაბრუნებლად, სადაც დისკუსია და წინ მიმავალი გზის ძიება ხდება“, - ამბობს კაცი.

ასევე, ჯონათან კაცის თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, უკან გადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით, თუ როგორ არის საქართველო დანახული.

„როდესაც საქართველოში ამის მსგავსი ინციდენტები ხდება, ქართული მხრიდან უნდა ვნახოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ აღდგეს რწმენა იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, რომ მას სურს შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. ის, რაც ხდება, არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხით, თუ როგორ არის საქართველო დანახული. და ეს მხოლოდ აძლიერებს იმ მავნე აქტორების არგუმენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის ალტერნატიული გზა [მომავალი] სწორედ ისე გამოიყურება, რასაც ახლა ხედავთ რუსეთში ან სხვა ქვეყნებში, რომლებშიც არ ყოფილა პროგრესი“, - აცხადებს ჯონათან კაცი.

ამასთან, მისი თქმით, ვერც ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს მიაღწიოს საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების მიზანს.

„ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი შეშფოთების უდიდესი საგანი იყო ქვეყნის დესტაბილიზაცია, პოლარიზაცია. ვფიქრობ, ეს ნიშნავდა იმას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო მნიშვნელოვანი ძალადობა. ვერც ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება ჰქვია და ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ფოკუსირება“, - აცხადებს ჯონათან კაცი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა ბრიუსელში - რა ინფორმაციას ავრცელებს ევროსაბჭო?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"