მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქმარი ყოფილ ცოლს კომპენსაციას გადაუხდის შესრულებული საოჯახო საქმეების გამო - სასამართლო დავა პეკინში
ქმარი ყოფილ ცოლს კომპენსაციას გადაუხდის შესრულებული საოჯახო საქმეების გამო - სასამართლო დავა პეკინში

პე­კინ­ში, ერთ-ერთი გან­ქორ­წი­ნე­ბის საქ­მის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლემ მა­მა­კაცს თა­ვი­სი ყო­ფი­ლი ცო­ლის­თვის, წარ­სულ­ში სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გამო, კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ა­კის­რა. სა­უ­ბა­რია ყვე­ლა იმ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ზე, რო­მელ­საც ქალი ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში აკე­თებ­და.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყო­ფილ­მა ქმარ­მა ქალს 5-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის დროს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის 50 000 იუ­ა­ნი უნდა გა­და­უ­ხა­დოს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, 7 700 დო­ლა­რია.

რო­გორც BBC წერს, სა­სა­მარ­თლოს ჩა­ნა­წე­რე­ბით ირ­კვე­ვა, რომ მა­მა­კაც­მა ცოლ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­სულ წელს მო­ინ­დო­მა. წყვილ­მა 2015 წელს იქორ­წი­ნა. ქალს თა­ვი­დან არ სურ­და ქმარს და­შო­რე­ბო­და, თუმ­ცა შემ­დეგ და­თან­ხმდა, ფი­ნან­სუ­რი კომ­პენ­სა­ცია მო­ი­თხო­ვა და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ქმა­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ერ­თოდ არ იღებ­და სახ­ლის საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და არც ბავ­შვზე ზრუნ­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ინა­წი­ლებ­და.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გარ­და ერთჯე­რა­დად 50 000 იუ­ა­ნის გა­დახ­დი­სა, ყო­ფილ ქმარს ალი­მენ­ტის სა­ხით, ყო­ველ­თვი­უ­რად 2 000 იუ­ა­ნის გა­დახ­დაც და­ე­კის­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩი­ნეთ­ში შე­მო­ი­ღეს ახა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი და სწო­რედ ამ კო­დექ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღო მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ახა­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მე­უღ­ლე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია კომ­პენ­სა­ცია მო­ი­თხო­ვოს გან­ქორ­წი­ნე­ბი­სას, თუ ის მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს ბავ­შვის აღ­ზრდა­ზე, ასე­ვე მო­ხუც ნა­თე­სა­ვებ­ზე ზრუნ­ვი­სა და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ამ საქ­მეს მწვა­ვე კა­მა­თი მოჰ­ყვა. ზო­გი­ერ­თმა აღ­ნიშ­ნა რომ 5-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის­თვის 50 000 იუ­ა­ნი ძა­ლი­ან მცი­რე თან­ხაა.

"დი­ა­სახ­ლი­სის საქ­მი­ა­ნო­ბა სა­თა­ნა­დოდ არ არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, პე­კინ­ში წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ძი­ძის ანა­ზღა­უ­რე­ბა სცდე­ბა 50 000 იუ­ანს,“ - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ზოგი აღ­ნიშ­ნავს, რომ პირ­ველ რიგ­ში, მა­მა­კა­ცებ­მა უფრო მეტი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე უნდა შე­ას­რუ­ლონ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი კი ქა­ლებს მო­უ­წო­დებს, ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნაგ­რძონ მუ­შა­ო­ბა, იზ­რუ­ნონ კა­რი­ე­რა­ზე და ყო­ველ­თვის ის­წრაფ­ვონ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ჩი­ნე­ლი ქა­ლე­ბი დღე­ში თით­ქმის 4 სა­ათს ხარ­ჯა­ვენ საქ­მე­ში, რომ­ლის­თვი­საც მათ თან­ხას არა­ვინ უხ­დის. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ცებს, ისი­ნი ქა­ლებ­ზე 2.5-ჯერ უფრო ნაკ­ლებ დროს ხარ­ჯა­ვენ არა­ა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ქმარი ყოფილ ცოლს კომპენსაციას გადაუხდის შესრულებული საოჯახო საქმეების გამო - სასამართლო დავა პეკინში

ქმარი ყოფილ ცოლს კომპენსაციას გადაუხდის შესრულებული საოჯახო საქმეების გამო - სასამართლო დავა პეკინში

პეკინში, ერთ-ერთი განქორწინების საქმის ფარგლებში, მოსამართლემ მამაკაცს თავისი ყოფილი ცოლისთვის, წარსულში საოჯახო საქმეების შესრულების გამო, კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საუბარია ყველა იმ საოჯახო საქმეზე, რომელსაც ქალი ქორწინების პერიოდში აკეთებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილმა ქმარმა ქალს 5-წლიანი ქორწინების დროს საოჯახო საქმეების შესრულებისთვის 50 000 იუანი უნდა გადაუხადოს, რაც დაახლოებით, 7 700 დოლარია.

როგორც BBC წერს, სასამართლოს ჩანაწერებით ირკვევა, რომ მამაკაცმა ცოლთან განქორწინება გასულ წელს მოინდომა. წყვილმა 2015 წელს იქორწინა. ქალს თავიდან არ სურდა ქმარს დაშორებოდა, თუმცა შემდეგ დათანხმდა, ფინანსური კომპენსაცია მოითხოვა და ამტკიცებდა, რომ ქმარი მონაწილეობას საერთოდ არ იღებდა სახლის საქმეების მოგვარებაში და არც ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ინაწილებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდა ერთჯერადად 50 000 იუანის გადახდისა, ყოფილ ქმარს ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 2 000 იუანის გადახდაც დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში შემოიღეს ახალი სამოქალაქო კოდექსი და სწორედ ამ კოდექსის გათვალისწინებით მიიღო მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება. ახალი კანონის თანახმად, მეუღლე უფლებამოსილია კომპენსაცია მოითხოვოს განქორწინებისას, თუ ის მეტ პასუხისმგებლობას იღებს ბავშვის აღზრდაზე, ასევე მოხუც ნათესავებზე ზრუნვისა და საოჯახო საქმეების შესრულების თვალსაზრისით.

სოციალურ მედიაში ამ საქმეს მწვავე კამათი მოჰყვა. ზოგიერთმა აღნიშნა რომ 5-წლიანი მუშაობისთვის 50 000 იუანი ძალიან მცირე თანხაა.

"დიასახლისის საქმიანობა სათანადოდ არ არის შეფასებული, პეკინში წლის განმავლობაში მხოლოდ ძიძის ანაზღაურება სცდება 50 000 იუანს,“ - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.

ზოგი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, მამაკაცებმა უფრო მეტი საოჯახო საქმე უნდა შეასრულონ. საზოგადოების ნაწილი კი ქალებს მოუწოდებს, ქორწინების შემდეგ განაგრძონ მუშაობა, იზრუნონ კარიერაზე და ყოველთვის ისწრაფვონ დამოუკიდებლობისკენ.

კვლევის მიხედვით, ჩინელი ქალები დღეში თითქმის 4 საათს ხარჯავენ საქმეში, რომლისთვისაც მათ თანხას არავინ უხდის. რაც შეეხება კაცებს, ისინი ქალებზე 2.5-ჯერ უფრო ნაკლებ დროს ხარჯავენ არაანაზღაურებადი საქმიანობისთვის.

აშშ-ში ექვსფეხა ლეკვი დაიბადა - "ის ნამდვილი სასწაულია“

"ქართველები მუდამ ერთმანეთის ღრღნაში იქნებიან..." - რუსული მედიის და ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურება ნიკა მელიას დაკავებაზე

"აშშ-ს აქვს რეალური ბერკეტები საქართველოში, ახლა მისი გამოყენების დროა... "შეშფოთება" კარგია მხოლოდ დასაწყისისთვის..." - რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი