პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
შსს ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ზე კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­სა­ჯა­რო­ებთ კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებს, თუ რო­გორ მი­მარ­თავს პო­ლი­ცია ნი­კა­ნორ მე­ლი­ას, ასე­ვე, იქ შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს და აძ­ლევს გო­ნივ­რულ ვა­დას, და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს.

სა­მი­ნის­ტროს მიერ ად­გილ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პარ­ტი­ის ოფის­ში და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს.

სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შეკ­რე­ბი­ლებს შე­ნო­ბი­დან გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს და ამ მიზ­ნით უსაფრ­თხო დე­რე­ფა­ნი უზ­რუნ­ველ­ყვეს.

შეკ­რე­ბი­ლე­ბის ნა­წილ­მა ისარ­გებ­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­რეფ­ნით და და­ტო­ვა შე­ნო­ბა, ნა­წილ­მა კი გა­ნაგ­რძო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი, რის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არა­ერ­თი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის პირ­და­პირ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რებ­ში, ასე­ვე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ სხვა­დას­ხვა ვი­დე­ო­ში ნათ­ლად იხი­ლა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ასა­ხუ­ლია, თუ რო­გორ ის­ვრის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტი მყარ სა­განს პო­ლი­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა დრო­საც და­ზი­ან­და იქვე მყო­ფი მო­ქა­ლა­ქის ფო­ტო­ტექ­ნი­კა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ძა­ლა­დო­ბი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ამ­სახ­ველ ყვე­ლა ფაქტს შე­ის­წავ­ლის და მათ­ზე შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თეო
19

Მაგარია.აი ეს მომწონს.ყველაფერზე უნდა აგონ პასუხი ნაცებმა.

41!!!
0

ყოჩაღ პოლიციელებო,თქვენ რომ არა ოცნება ყალბად შეინარჩუნებდა თავის სახეს. თქვენი ხელით სრულიად გაშიშვლდა.

ავტორი:

შსს ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

შსს ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს, თუ როგორ მიმართავს პოლიცია ნიკანორ მელიას, ასევე, იქ შეკრებილ მოქალაქეებს და აძლევს გონივრულ ვადას, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს.

სამინისტროს მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და ამ მიზნით უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყვეს.

შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რის ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ისვრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მყარ საგანს პოლიციის მიმართულებით, რა დროსაც დაზიანდა იქვე მყოფი მოქალაქის ფოტოტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს შეისწავლის და მათზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს".

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე "თრეველ ჯის" დირექტორი და ამავე კომპანიის დაქირავებული "მარშრუტკის" მესაკუთრე დააკავეს

რა შემთხვევაში ექნება ნიკა მელიას საკანში ტელევიზორით სარგებლობის უფლება - პენიტენციური სამსახურის განცხადება

"თავს გრძნობს მხნედ... ერთადერთი მოთხოვნაა, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი" - ნიკა მელია საკანში სახალხო დამცველმა მოინახულა