1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ღონისძიებაზე 30 კომპანია და 200-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნახვაც www.Studentjob.ge -ზე შეგიძლიათ. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან.
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა. დასასრულს კი, მსმენელებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ.
გარდა ამისა, ჩატარდება საინტერესო მასტერკლასები:
ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება SS.ge/jobs -ის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა თემაზე - როგორ უნდა გამოიყურებოდეს კარგი რეზიუმე. SS.ge/jobs - ეს არის დასაქმების პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სასურველი ვაკანსიებისა და რეზიუმეების პოვნის პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს. პლატფორმის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ დამსაქმებელს, სრულიად უფასოდ, საშუალებას აძლევს აარჩიოს სასურველი კადრი ვებ გვერდზე არსებული ბაზიდან. ასევე, ცალკეა გამოყოფილი სტუდენტური რეზიუმეების განთავსების ფუნქცია, რისთვისაც სპეციალურად დაემატა რეზიუმეს შექმნის ხელსაწყო.
SS.ge/jobs-ის გამოყენებით, სამუშაოს მაძიებელს, შეუძლია გამოიწეროს მისთვის საინტერესო დასაქმების სფეროები და პროფესიები, რა შემთხვევაშიც, სასურველი ვაკანსიის დამატებისას იგი მიიღებს შეტყობინებას ელ-ფოსტაზე.
აღსანიშნავია, რომ „სიტყვა და საქმე“ 1997 წლიდან აკავშირებდა სამუშაოს მაძიებლებსა და დამსქამებლებს. დასაქმების ბაზრის განვითარება, დღეს SS.ge-ს ერთ-ერთი მთავარი, პრიორიტეტია. მიმდინარე ეტაპზე, საიტს 40.000-მდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, ყოველდღიურად.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ფესტივალი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. დამსაქმებლები კი კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ. ღონისძიება მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს და სასურველი სამსახური იპოვოს.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.