პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეძრწუნებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელი პირების რიტორიკით... ვწუხვართ, რომ ჩვენი მოწოდებები უგულებელყოფილი იყო" - აშშ-ის საელჩო
"შეძრწუნებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელი პირების რიტორიკით... ვწუხვართ, რომ ჩვენი მოწოდებები უგულებელყოფილი იყო" - აშშ-ის საელჩო

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის პარ­ტი­ის სა­თა­ვო ოფის­ში და­კა­ვე­ბის გამო.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"ვწუხ­ვართ, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბე­ბი თავ­შე­კა­ვე­ბი­სა და დი­ა­ლო­გის­კენ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იყო. შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვართ კრი­ზი­სის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­მომ­წვე­ვი რი­ტო­რი­კით.

ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბი და აგ­რე­სია არ არის სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბე­ბის გა­დაჭ­რის გზა. დღეს სა­ქარ­თვე­ლომ უკან და­ი­ხია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სა­ხელ­მწი­ფო­თა ოჯახ­ში უფრო ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მე­ლი­ას აყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცია პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში გამ­თე­ნი­ი­სას და­ი­წყო. ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში შსს-მ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი გა­მო­ი­ყე­ნა. გა­უშ­ვა ე.წ. წი­წა­კის სპრეი, რი­თაც პარ­ტი­ის ოფის­ში მყო­ფი პი­რე­ბი და­შა­ლა.

ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და პარ­ტი­ის ოფის­ში შეკ­რე­ბუ­ლი ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­თა შო­რის რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი, ისე სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი იყ­ვნენ. რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და ად­გი­ლი მე­ლი­ას მხარ­დამ­ჭე­რებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას. ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის გარ­და, დარ­ბე­უ­ლია პარ­ტი­ის ოფი­სი, მათ შო­რის არ­ქი­ვის, IT-ის ოთა­ხე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 192 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kn
77

nu aqezebt destruqciul dzalebs!!!

beso
85

ჩვენც ვწუხვართ საქართველოს საბანკო საქმიანობის სასაქონლო ბაზრის მაჩვენებლებსა და განაკვეთებზე, ამ ქვეყნის მათხოვრად ქცევაზე, პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა სახის გადართვებსა და არაფორმალურ თანამშრომლობაზე, კანონისა და კანონიერების ორმაგ სტანდარტებზე (მიხაკას წმინდანობაზე) და ამ ქვეყნის საშინლად მოწყვლადობასა და ახალი მსოფლიო წესრიგის დეფიციტით შექმნაზე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შეძრწუნებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელი პირების რიტორიკით... ვწუხვართ, რომ ჩვენი მოწოდებები უგულებელყოფილი იყო" - აშშ-ის საელჩო

"შეძრწუნებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელი პირების რიტორიკით... ვწუხვართ, რომ ჩვენი მოწოდებები უგულებელყოფილი იყო" - აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად შეშფოთებულია მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პარტიის სათავო ოფისში დაკავების გამო.

აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.

ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ნიკა მელიას დაკავებას წინააღმდეგობას უწევდა პარტიის ოფისში შეკრებული ათეულობით მოქალაქე, რომელთა შორის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იყვნენ. რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი მელიას მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას. ნიკა მელიას დაკავების გარდა, დარბეულია პარტიის ოფისი, მათ შორის არქივის, IT-ის ოთახები.

საქართველო "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესს არ შეაჩერებს - ეკატერინე ტიკარაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პოლიტიკური მსხვერპლი ვარ" - გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა