საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ნათესავი საკვერცხის სიმსივნით დაავადდა
რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ნათესავი საკვერცხის სიმსივნით დაავადდა

2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით სიმ­სივ­ნე­ე­ბი არის მე­ო­რე ად­გილ­ზე - 8.8 მი­ლი­ო­ნით ანუ 22% (Global Health Observatory, 2015). ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლი­ოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 2014 წლის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 97% გა­მოწ­ვე­უ­ლია არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით და ტრავ­მით. ამას­თან, სა­ერ­თო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 14% მო­დის ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე. გი­ნე­კო­ლო­გი­ურ სიმ­სივ­ნე­ებს შო­რის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის კუ­თხით პირ­ველ ად­გილ­ზე საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნეა. ონ­კო­ლო­გე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში, საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნეს აფა­სე­ბენ, რო­გორც ყვე­ლა­ზე ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას, რომ­ლის სიმპტო­მე­ბიც გვი­ან სტა­დი­ა­ში ჩნდე­ბა. ამავდრო­უ­ლად, მცირ­დე­ბა სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. პრე­ვენ­ცი­ის ერ­თა­დერ­თი გზა სკრი­ნინ­გია.

საკ­ვერ­ცხის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი მო­დე­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ: ონკო-ქი­რურ­გე­ბი, კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გე­ბი, სხი­ვუ­რი თე­რა­პევ­ტე­ბი და რა­დი­ო­ლო­გე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ ახორ­ცი­ე­ლებს ECHO Project რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა (IGCS Gynecologic Cancer Society-ის დაMD Anderson Cancer Center-ის ეგი­დით), რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ,ად­გი­ლობ­რივ ექი­მებ­თან ერ­თად, ონ­კო­გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კლი­ნი­კე­ბი­დან, გა­ნი­ხი­ლა­ვენ პა­ცი­ენ­ტებს, რთულ შემ­თხვე­ვებს და მათ­თან შე­თან­ხმე­ბით გეგ­მა­ვენ მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგომ გეგ­მას.

უფრო დე­ტა­ლუ­რად კი, თუ რა და­ა­ვა­დე­ბაა საკ­ვერ­ცხის კიბო, რა­ტო­მაა ის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში და რო­გორ ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი მკურ­ნა­ლო­ბა, „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ონკო–გი­ნე­კო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, და­ვით ტვილ­დი­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, არ­ჩილ შა­რა­შე­ნი­ძე პა­სუ­ხობს.

რა და­ა­ვა­დე­ბაა საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნე? რა ტი­პის სიმ­სივ­ნე­ე­ბი არ­სე­ბობს?

საკ­ვერ­ცხის კი­ბოს პა­თო­ფი­ზი­ო­ლო­გი­ის თე­ო­რი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­ი­ცავ­და კონ­ცეფ­ცი­ას, უჯრე­დე­ბის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გამ­რავ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამას­თა­ნა­ვე, ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ამ სიმ­სივ­ნე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა წარ­მო­შო­ბი­ლია საშ­ვი­ლოს­ნოს მი­ლის ნა­წილ­ში, რო­მელ­საც ფიმბრია ჰქვია. სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბის მსგავ­სად, არ­სე­ბობს საკ­ვერ­ცხის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი, მო­სა­ზღვრე და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი კიბო. მორ­ფო­ლო­გი­უ­რი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბით გა­ნირ­ჩე­ვა ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის ორი ტიპი: ეპი­თე­ლი­ა­ლუ­რი და არა-ეპი­თე­ლი­ა­ლუ­რი. ეპი­თე­ლი­ა­ლურ ავ­თვი­სე­ბი­ან წარ­მო­ნაქ­მნებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა: სე­რო­ზუ­ლი, მუ­ცი­ნო­ზუ­რი, სა­კუთ­რივ ენ­დო­მეტ­რი­ო­ი­დუ­ლი და ნა­თე­ლუ­ჯრე­დო­ვა­ნი სიმ­სივ­ნე. არა-ეპი­თე­ლი­ა­ლურ ავ­თვი­სე­ბი­ან წარ­მო­ნაქ­მნებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა: სტრო­მა­ლუ­რი სიმ­სივ­ნე­ე­ბი.

საკ­ვერ­ცხის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­თა70% ეპი­თე­ლი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის სიმ­სივ­ნე­ე­ბია. გარ­და ამი­სა, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე შე­იძ­ლე­ბა იყოს პირ­ვე­ლა­დი და მე­ტას­ტა­ზუ­რი. პირ­ვე­ლა­დია სიმ­სივ­ნე, რო­დე­საც წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლი საკ­ვერ­ცხეა, ხოლო მე­ტას­ტა­ზუ­რია სიმ­სივ­ნე, რო­დე­საც პრო­ცე­სი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სხვა ორ­გა­ნო­დან, მა­გა­ლი­თად, კუ­ჭი­დან, ძუ­ძუ­დან, აპენ­დიქ­სი­დან და ა.შ. აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­სა­ზღვრა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სწო­რად გა­ნი­სა­ზღვროს მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა.

რო­გო­რია საკ­ვერ­ცხის კი­ბოს სტა­დი­ე­ბი?

კი­ბოს სტა­დია და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ხა­რისხს გან­სა­ზღვრავს. მსოფ­ლი­ო­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მა 4 სტა­დი­ას მო­ი­ცავს: პირ­ველ სტა­დი­ა­ში სიმ­სივ­ნე მხო­ლოდ საკ­ვერ­ცხე­შია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. მე­ო­რე სტა­დი­ა­ში სიმ­სივ­ნე სცდე­ბა ერთ რო­მე­ლი­მე საკ­ვერ­ცხეს და ვრცელ­დე­ბა სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს (ბი­ლა­ტე­რა­ლუ­რია). მე­სა­მე სტა­დი­ი­სას სიმ­სივ­ნუ­რი ქსო­ვი­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მუც­ლის ღრუ­შიც. მე­ო­თხე სტა­დი­ა­ზე კი სიმ­სივ­ნე ვრცელ­დე­ბა მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ებს.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე მოხ­დეს. მე­სა­მე სტა­დი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა უკვე საკ­მა­ოდ და­ბა­ლია და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ექი­მე­ბის­თვის.

რამ­დე­ნად დიდი როლი აქვს გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტო­რებს საკ­ვერ­ცხის კი­ბოს წარ­მოქ­მნა­ში?

გე­ნე­ტი­კა საკ­ვერ­ცხის კი­ბოს წარ­მოქ­მნის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი რისკ-ფაქ­ტო­რია. ქა­ლე­ბი, რო­მელ­თა პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე რი­გის ნა­თე­სა­ვებს (დე­დას, დას, მა­მი­დაშ­ვილ/დე­ი­დაშ­ვილ/ბი­ძაშ­ვი­ლებს) ჰქონ­დათ საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნე, უნდა შე­მოწ­მდნენ BRCA გე­ნის მუ­ტა­ცი­ა­ზე. BRCA გე­ნის მუ­ტა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ გარ­კვე­ულ ასაკ­ში მა­თაც აღ­მო­აჩ­ნდე­ბათ საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნე 96%–ია. ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა ძუ­ძუს კი­ბოს შემ­თხვე­ვა­შიც და სწო­რედ ამ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ცნო­ბი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძუ­ძუს მოკ­ვე­თის შე­სა­ხებ. მსა­ხი­ო­ბის დე­დას (პირ­ვე­ლი რი­გის ნა­თე­სა­ვი) ჰქონ­და ძუ­ძუს სიმ­სივ­ნე და თა­ვად მსა­ხი­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი გე­ნის მუ­ტა­ცია და­უ­დას­ტურ­და. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ეს მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სტა­ჟი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, მრა­ვალ ანა­ლო­გი­ურ ფაქტთან მქო­ნია შე­ხე­ბა. ასეთ პა­ცი­ენ­ტებს ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებ­დით, რომ მათ აქვთ დრო მო­ი­ფიქ­რონ, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­ჩი­ნონ შვი­ლე­ბი და შემ­დეგ იფიქ­რონ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის და­გეგ­მვა­ზე. პა­ცი­ენ­ტებს ვი­საც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვთ BRCA გე­ნის მუ­ტა­ცია, დიდი ალ­ბა­თო­ბით 60-65 წლის ასაკ­ში გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ საკ­ვერ­ცხის კიბო. სწო­რედ ამი­ტომ, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის უმ­ჯო­ბე­სია, 40-45 წლის ასაკ­ში ჩა­ტარ­დეს და­ნა­მა­ტე­ბის (საკ­ვერ­ცხე­ე­ბის და ფა­ლო­პის მი­ლის ამოკ­ვე­თა). და­ვა­ზუს­ტებ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია საშ­ვი­ლოს­ნოს მი­ლის მოკ­ვე­თაც, რად­გან რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, საკ­ვერ­ცხის კი­ბოს წარ­მოქ­მნა რიგ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ მი­ლი­დან იწყე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ანა­ლო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა თუ არ­სე­ბობს?

სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი პრაქ­ტი­კა ჯერ სრულ­ყო­ფი­ლად და­ნერ­გი­ლი არ არის, თუმ­ცა ვფიქ­რობ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­ნერ­გოს. სა­წყის ეტაპ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­პუ­ლა­ცი­ის შეს­წავ­ლა. მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში მსგავ­სი პრო­ექ­ტი უკვე და­წყე­ბუ­ლია.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს საკ­ვერ­ცხის კი­ბოს?

სამ­წუ­ხა­როდ, საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნის სიმპტო­მე­ბი გვი­ან, უმე­ტე­სად, მე­სა­მე სტა­დი­ა­ზე იჩენს თავს. ჩვენ­თან მო­დი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი ჩი­ვი­ლე­ბით: მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მუც­ლის ზო­მა­ში ზრდა ან წო­ნა­ში სწრა­ფი კლე­ბა.ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნე, ასე­ვე ერთ–ერთი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მია გა­უ­ვა­ლო­ბა. ამ დროს ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ხან­გრძლი­ვე­ბა შევ­ძლოთ უკვე ძა­ლი­ან და­ბა­ლია. მა­ნამ­დე კი და­ა­ვა­დე­ბა არის უსიმპტო­მო და სწო­რედ ამი­ტომ აქვს უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბა სკრი­ნინგს.

რას გუ­ლის­ხმობს საკ­ვერ­ცხის კი­ბოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი სკრი­ნინ­გი?

პრე­ვენ­ცი­უ­ლი სკრი­ნინ­გი გუ­ლის­ხმობს, ექვს თვე­ში ერთხელ მცი­რე მენ­ჯი­სა და მუც­ლის ღრუს ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა. ასე­ვე, უნდა მოხ­დეს ონ­კო­მარ­კე­რე­ბის კონ­ტრო­ლი, რო­გო­რი­ცაა CA 125 და სხვა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­კეთ­დეს და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბიც. ამ ყვე­ლა­ფერს რე­გუ­ლა­რუ­ლი სახე უნდა ჰქონ­დეს.

ზო­გა­დად, საკ­ვერ­ცხის კიბო უმე­ტე­სად 45 წელს ზე­მოთ ქა­ლებ­ში გვხვდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ კონ­ტრო­ლი უფრო ად­რე­ულ ასაკ­ში და­ი­წყოს.

რო­გო­რია საკ­ვერ­ცხის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა? ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა?

მკურ­ნა­ლო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხო­ლოდ ერთი სპე­ცი­ა­ლის­ტი არ იღებს. „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ წამ­ყვან კლი­ნი­კა­ში მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, მოქ­მე­დებს „ონ­კო­ლო­გი­უ­რი ბორ­დი”, რომ­ლის წევ­რე­ბიც არი­ან მკურ­ნა­ლი ექი­მი, კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონ­კო­ლო­გი, ქი­რურ­გი და მორ­ფო­ლო­გი. მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ერ­თობ­ლი­ვად ხდე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შეკ­რე­ბი­სას გა­ნი­ხი­ლა­ვენ პა­ცი­ენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ თი­თო­ე­ულ დე­ტალს და შემ­დეგ ერ­თობ­ლი­ვად ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლი მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და პროგ­ნო­ზის­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი: ქი­მი­ო­თე­რა­პია, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა თუ ორი­ვე ერ­თად. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ სა­წყის ეტაპ­ზე ოპე­რა­ცია გა­კეთ­დეს და მკურ­ნა­ლო­ბა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით გაგ­რძელ­დეს.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ისე­თი ტენ­დენ­ცი­აა, რომ ხში­რად ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ში მკურ­ნა­ლო­ბას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვენ­თან ქი­მი­ო­თე­რა­პია და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სწო­რედ ისეთ დო­ნე­ზე ხდე­ბა, რო­გორც ეს ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­შია.

ასე­ვე, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ 24 თე­ბერ­ვა­ლი საკ­ვერ­ცხის კი­ბოს ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის დღეა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ საკ­ვერ­ცხის კი­ბოს­თან ბრძო­ლის კვი­რე­ულს აცხა­დებს და 2021 წლის 8 მარ­ტამ­დე უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ას სთა­ვა­ზობს პა­ცი­ენ­ტებს.

ვის შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს ონკო-გი­ნე­კო­ლო­გის უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ით?

ყვე­ლა პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც ეჭვი აქვს საკ­ვერ­ცხის ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­ზე ან დად­გე­ნი­ლი აქვს იგი, ან სჭირ­დე­ბა ონკო-გი­ნე­კო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს ისარ­გებ­ლოს ონკო-გი­ნე­კო­ლო­გის უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ით. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა პა­ცი­ენ­ტი და­უ­კავ­შირ­დეს „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ქოლ­ცეტრს ნო­მერ­ზე 032 2 190 190 და ჩა­ე­წე­როს კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე.

არ­ჩილ შა­რა­შე­ნი­ძეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 032 2 190 190

თამარი
1

არაჩვეულებრივი ექიმი...ყურადღებიანი და პროფესიონალი...მადლობა ყველაფრისთვის ბატონო არჩილ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ნათესავი საკვერცხის სიმსივნით დაავადდა

რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ნათესავი საკვერცხის სიმსივნით დაავადდა

2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოში არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით სიმსივნეები არის მეორე ადგილზე - 8.8 მილიონით ანუ 22% (Global Health Observatory, 2015). ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიკვდილიანობის 97% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით და ტრავმით. ამასთან, საერთო სიკვდილიანობის 14% მოდის ონკოლოგიურ დაავადებებზე. გინეკოლოგიურ სიმსივნეებს შორის სიკვდილიანობის კუთხით პირველ ადგილზე საკვერცხის სიმსივნეა. ონკოლოგები მთელს მსოფლიოში, საკვერცხის სიმსივნეს აფასებენ, როგორც ყველაზე ვერაგ დაავადებას, რომლის სიმპტომებიც გვიან სტადიაში ჩნდება. ამავდროულად, მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელიც. პრევენციის ერთადერთი გზა სკრინინგია.

საკვერცხის კიბოს მკურნალობა მულტიდისციპლინარული მოდელით მიმდინარეობს, სადაც პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ: ონკო-ქირურგები, კლინიკური ონკოლოგები, სხივური თერაპევტები და რადიოლოგები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსი“ ახორციელებს ECHO Project რომელიც ტარდება (IGCS Gynecologic Cancer Society-ის დაMD Anderson Cancer Center-ის ეგიდით), რომლის საშუალებითაც სრულიად უსასყიდლოდ,ადგილობრივ ექიმებთან ერთად, ონკოგინეკოლოგიური მიმართულების წამყვანი სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებიდან, განიხილავენ პაციენტებს, რთულ შემთხვევებს და მათთან შეთანხმებით გეგმავენ მკურნალობის შემდგომ გეგმას.

უფრო დეტალურად კი, თუ რა დაავადებაა საკვერცხის კიბო, რატომაა ის განსაკუთრებით საშიში და როგორ ხდება საქართველოში მისი მკურნალობა, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო–გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არჩილ შარაშენიძე პასუხობს.

რა დაავადებაა საკვერცხის სიმსივნე? რა ტიპის სიმსივნეები არსებობს?

საკვერცხის კიბოს პათოფიზიოლოგიის თეორიების უმეტესობა მოიცავდა კონცეფციას, უჯრედების არაპროგნოზირებადი გამრავლების შესახებ. ამასთანავე, ახალი მტკიცებულებები მიგვანიშნებს, რომ ამ სიმსივნეების უმეტესობა წარმოშობილია საშვილოსნოს მილის ნაწილში, რომელსაც ფიმბრია ჰქვია. სხვა ორგანოების სიმსივნეების მსგავსად, არსებობს საკვერცხის კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე და ავთვისებიანი კიბო. მორფოლოგიური დიფერენცირებით განირჩევა ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ორი ტიპი: ეპითელიალური და არა-ეპითელიალური. ეპითელიალურ ავთვისებიან წარმონაქმნებს მიეკუთვნება: სეროზული, მუცინოზური, საკუთრივ ენდომეტრიოიდული და ნათელუჯრედოვანი სიმსივნე. არა-ეპითელიალურ ავთვისებიან წარმონაქმნებს მიეკუთვნება: სტრომალური სიმსივნეები.

საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევათა70% ეპითელიალური ჯგუფის სიმსივნეებია. გარდა ამისა, ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება იყოს პირველადი და მეტასტაზური. პირველადია სიმსივნე, როდესაც წარმოშობის ადგილი საკვერცხეა, ხოლო მეტასტაზურია სიმსივნე, როდესაც პროცესი გავრცელებულია სხვა ორგანოდან, მაგალითად, კუჭიდან, ძუძუდან, აპენდიქსიდან და ა.შ. აღნიშნულის განსაზღვრა აუცილებელია, რომ სწორად განისაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა.

როგორია საკვერცხის კიბოს სტადიები?

კიბოს სტადია დაავადების გავრცელების ხარისხს განსაზღვრავს. მსოფლიოში შემუშავებული სისტემა 4 სტადიას მოიცავს: პირველ სტადიაში სიმსივნე მხოლოდ საკვერცხეშია განვითარებული. მეორე სტადიაში სიმსივნე სცდება ერთ რომელიმე საკვერცხეს და ვრცელდება საპირისპირო მხარეს (ბილატერალურია). მესამე სტადიისას სიმსივნური ქსოვილი გავრცელებულია მუცლის ღრუშიც. მეოთხე სტადიაზე კი სიმსივნე ვრცელდება მუცლის ღრუს ორგანოებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაავადების აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე მოხდეს. მესამე სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა უკვე საკმაოდ დაბალია და ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება თითქმის შეუძლებელი ხდება ექიმებისთვის.

რამდენად დიდი როლი აქვს გენეტიკურ ფაქტორებს საკვერცხის კიბოს წარმოქმნაში?

გენეტიკა საკვერცხის კიბოს წარმოქმნის ერთ-ერთი უმთავრესი რისკ-ფაქტორია. ქალები, რომელთა პირველი ან მეორე რიგის ნათესავებს (დედას, დას, მამიდაშვილ/დეიდაშვილ/ბიძაშვილებს) ჰქონდათ საკვერცხის სიმსივნე, უნდა შემოწმდნენ BRCA გენის მუტაციაზე. BRCA გენის მუტაციის დადასტურების შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ გარკვეულ ასაკში მათაც აღმოაჩნდებათ საკვერცხის სიმსივნე 96%–ია. ანალოგიური ვითარებაა ძუძუს კიბოს შემთხვევაშიც და სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ანჯელინა ჯოლის ცნობილი გადაწყვეტილება ძუძუს მოკვეთის შესახებ. მსახიობის დედას (პირველი რიგის ნათესავი) ჰქონდა ძუძუს სიმსივნე და თავად მსახიობს აღნიშნული გენის მუტაცია დაუდასტურდა. განვითარებულ ქვეყნებში ეს მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, იტალიაში მიღებული სამედიცინო სტაჟირების ფარგლებში, მრავალ ანალოგიურ ფაქტთან მქონია შეხება. ასეთ პაციენტებს ყოველთვის ვაფრთხილებდით, რომ მათ აქვთ დრო მოიფიქრონ, სურვილის შემთხვევაში გააჩინონ შვილები და შემდეგ იფიქრონ ოპერაციული ჩარევის დაგეგმვაზე. პაციენტებს ვისაც დადასტურებული აქვთ BRCA გენის მუტაცია, დიდი ალბათობით 60-65 წლის ასაკში განუვითარდებათ საკვერცხის კიბო. სწორედ ამიტომ, პროფილაქტიკისთვის უმჯობესია, 40-45 წლის ასაკში ჩატარდეს დანამატების (საკვერცხეების და ფალოპის მილის ამოკვეთა). დავაზუსტებ, რომ აუცილებელია საშვილოსნოს მილის მოკვეთაც, რადგან როგორც აღვნიშნეთ, საკვერცხის კიბოს წარმოქმნა რიგ შემთხვევაში სწორედ მილიდან იწყება.

საქართველოში ანალოგიური პრაქტიკა თუ არსებობს?

საქართველოში მსგავსი პრაქტიკა ჯერ სრულყოფილად დანერგილი არ არის, თუმცა ვფიქრობ აუცილებლად უნდა დაინერგოს. საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია პოპულაციის შესწავლა. მეზობელ ქვეყნებში მსგავსი პროექტი უკვე დაწყებულია.

რა სიმპტომები ახასიათებს საკვერცხის კიბოს?

სამწუხაროდ, საკვერცხის სიმსივნის სიმპტომები გვიან, უმეტესად, მესამე სტადიაზე იჩენს თავს. ჩვენთან მოდიან პაციენტები ჩივილებით: მოკლე პერიოდში მუცლის ზომაში ზრდა ან წონაში სწრაფი კლება.ასეთ შემთხვევებში, უნდა გამოირიცხოს საკვერცხის სიმსივნე, ასევე ერთ–ერთი დამახასიათებელი სიმპტომია გაუვალობა. ამ დროს ალბათობა იმისა, რომ პაციენტის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება შევძლოთ უკვე ძალიან დაბალია. მანამდე კი დაავადება არის უსიმპტომო და სწორედ ამიტომ აქვს უდიდეს მნიშვნელობა სკრინინგს.

რას გულისხმობს საკვერცხის კიბოს პრევენციული სკრინინგი?

პრევენციული სკრინინგი გულისხმობს, ექვს თვეში ერთხელ მცირე მენჯისა და მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ასევე, უნდა მოხდეს ონკომარკერების კონტროლი, როგორიცაა CA 125 და სხვა. საჭიროების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს დამატებითი კვლევებიც. ამ ყველაფერს რეგულარული სახე უნდა ჰქონდეს.

ზოგადად, საკვერცხის კიბო უმეტესად 45 წელს ზემოთ ქალებში გვხვდება და შესაბამისად, აუცილებელია, რომ კონტროლი უფრო ადრეულ ასაკში დაიწყოს.

როგორია საკვერცხის კიბოს მკურნალობა? ყოველთვის საჭიროა ქირურგიული ჩარევა?

მკურნალობა ინდივიდუალურია და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი სპეციალისტი არ იღებს. „ნიუ ჰოსპიტალსში“, ისევე როგორც ნებისმიერ წამყვან კლინიკაში მსოფლიო მასშტაბით, მოქმედებს „ონკოლოგიური ბორდი”, რომლის წევრებიც არიან მკურნალი ექიმი, კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, ქირურგი და მორფოლოგი. მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად ხდება. სპეციალისტები შეკრებისას განიხილავენ პაციენტთან დაკავშირებულ თითოეულ დეტალს და შემდეგ ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი მიდგომა იქნება პაციენტის ჯანმრთელობისთვის და პროგნოზისთვის ოპტიმალური: ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა თუ ორივე ერთად. შესაძლებელია, რომ საწყის ეტაპზე ოპერაცია გაკეთდეს და მკურნალობა ქიმიოთერაპიით გაგრძელდეს.

სამწუხაროდ, ჩვენთან ისეთი ტენდენციაა, რომ ხშირად ონკოპაციენტები სხვა ქვეყნებში მკურნალობას ამჯობინებენ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ქიმიოთერაპია და ქირურგიული ჩარევა სწორედ ისეთ დონეზე ხდება, როგორც ეს ევროპის წამყვან ქვეყნებშია.

ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ 24 თებერვალი საკვერცხის კიბოს ცნობადობის ამაღლების დღეა. ამასთან დაკავშირებით, „ნიუ ჰოსპიტალსი“ საკვერცხის კიბოსთან ბრძოლის კვირეულს აცხადებს და 2021 წლის 8 მარტამდე უფასო კონსულტაციას სთავაზობს პაციენტებს.

ვის შეუძლია ისარგებლოს ონკო-გინეკოლოგის უფასო კონსულტაციით?

ყველა პაციენტს, რომელსაც ეჭვი აქვს საკვერცხის ონკოლოგიურ დაავადებაზე ან დადგენილი აქვს იგი, ან სჭირდება ონკო-გინეკოლოგის კონსულტაცია, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ონკო-გინეკოლოგის უფასო კონსულტაციით. ამისათვის საჭიროა პაციენტი დაუკავშირდეს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლცეტრს ნომერზე 032 2 190 190 და ჩაეწეროს კონსულტაციაზე.

არჩილ შარაშენიძესთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190

რას გვირჩევს ალერგოლოგი მადონა დევიძე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ

„ნენას“ ბიო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის სტატუსი მიენიჭა

„მიწოდება ჯერ მხოლოდ საქართველოს 80%-ში, ხოლო მალე დანარჩენ 20%-შიც“ – Order24-ის კამპანია ოკუპაციის შესახებ