ავტორი:

ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილს: "რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, "ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში" თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან?"

ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილს: "რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, "ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში" თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან?"

რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, როგორც თქვენი წინამორბედი პრემიერი იტყოდა, „ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში“ თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან? - აღნიშნული კითხვით პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა.

“რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა: ირაკლი ღარიბაშვილს ვაფრთხილებდი, რომ მისი მთავარი პრობლემა ნათესავები იქნებოდაო. შემდეგ თქვენც დაადასტურეთ, რომ თქვენი პრობლემა მართლაც ნათესავები იყო და თქვით, რომ ამ ხალხთან გარჩევები გქონდათ - ზოგიერთი მათგანი ჩვენთან სახლში ვერც მოდისო. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებდით ამ ხალხს სახლში, რა დააშავეს მათ და იყო თუ არა ეს ხალხი ე.წ. კახური კლანი, როგორც მედიაში მოინათლა? იყვნენ თუ არა ისინი კორუფციულ სქემებში ჩართული? და თუ კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართული, რამდენად ადეკვატურია, რომ ამ ხალხს უბრალოდ სახლში უშვებთ? იქნება მათ სისხლის სამართლის წესით უნდა ეგოთ პასუხი?“, - მიმართა ღარიბაშვილს ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი დაინტერესდა, ზრდილობის გულისთვის მაინც რატომ არაფერი თქვა პრემიერობის კანდიდატმა ქამრების შემოჭერის თაობაზე.

“ამ წლების განმავლობაში, რასაც ვაკვირდები, თქვენ მართლა გულწრფელად მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოსის, პრემიერ-მინისტრის თუ მინისტრის მთავარი ფუნქციაა ებრძოდეს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ეს თქვენი არჩევანია. გაიძახოდით: - რადარებიდან უნდა გავაქროთ, გავანადგუროთ... ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში რადარებიდან ქრება და ნადგურდება საქართველო. სანამ თქვენ ოპონენტებთან ბრძოლაში ასეთი ჟინით ხართ შეპყრობილი, ქვეყანა ნადგურდება, ღატაკდება. ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს? - მაგალითად, ნავთლუღის ბაზარში თუ გასულხართ? წლებია მაღალ თანამდებობაზე ხართ, იქნებ კავშირი გაგიწყდათ და არ იცით, რომ ხალხს ლუკმა-პური ენატრება?“, - მიმართა ღარიბაშვილს ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს.

პარტია “ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამა გააცნო.

"მაინცდამაინც დაგასპოილეროთ გინდათ?! ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ?!.. მოდით, დავიწყოთ ბოდიშით..." - ფრაზები, რომლითაც გიორგი გახარიამ თავი დაგვამახსოვრა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი ვიცე-პრემიერი წარადგინა