ავტორი:

"მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება" - ირაკლი ღარიბაშვილი

"მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება" - ირაკლი ღარიბაშვილი

პარლამენტში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, ამ ეტაპზე მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია “ქართული ოცნებას“ ხვდებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება იქნება.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

"პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება, რომელსაც მე თქვენი ჩართულობით, ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ის მზად არის ბიზნესის სტიმულირებისთვის ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში პირადად ჩაერთოს.

"ჩვენ გვესმის, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის პანდემია, ასევე ეკონომიკა. ბიზნესს სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა და მე მაქსიმალურად მზად ვარ, რომ პირადად ჩავერიო ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში, რომელიც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას და მხარდაჭერას იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ჩვენ გვჭირდება არაორდინალური მიდგომები, მეტი კრეატიულობა, მეტი სისხარტე გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, "სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას".

ღარიბაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ რადიკალიზმი, დესტრუქციულობა დღევანდელ რეალობაში პოლიტიკად საღდება, ხოლო ძალადობა - გმირობად.

„სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ანტისახელმწიფო ძალების გარკვეულ წრეებში ჯერაც პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, რომლებიც იმაზე ფიქრში იძინებენ და იღვიძებენ, თუ როგორ ისარგებლონ უკმაყოფილობის განწყობებით, რომელიც ობიექტური მიზეზებით, მათივე მონაწილეობით ქვეყანაში შეიქმნა. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ძალების ზრახვებს, მიზნებს, იმას თუ რისთვის სჭირდებათ მათ საზოგადოების დაყოფა და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისაკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობისა და მარცხის ფონზე, მხოლოდ ასე შეუძლიათ მიიპყრონ ყურადღება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა განაცხადა ისიც, რომ საზოგადოებას უნდა შეექმნას გრძელვადიანი პერსპექტივის მკაფიო სურათი და რწმენა იმისა, რომ საერთო შრომით უკეთესს მომავალს ეყრება საფუძველი. პრემიერობის კანდიდატის თქმით, ასეთ შემთხვევაში, “მარგინალური პოლიტიკოსებად წოდებული ინდივიდები მხარდაჭერას ვეღარ ჰპოვებენ“.

"საქართველოში 23 თებერვალს დიქტატურა გაფორმდა" - უგულავას თქმით, ბრძოლა მელიას პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება

"ნიკას გაუმარჯოს" - რა შეძახილებით ამხნევებენ ნიკა მელიას მხარდამჭერები

რა ხდება ოთახში, სადაც ნიკა მელია მომხრეებთან ერთადაა გამაგრებული - კადრები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან