მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნები და საჩუქრები ლიტერატურის მოყვარულებისთვის – მალე ქართულ ბაზარზე „ლიტბოქსი“ გამოჩნდება
წიგნები და საჩუქრები ლიტერატურის მოყვარულებისთვის – მალე ქართულ ბაზარზე „ლიტბოქსი“ გამოჩნდება

სა­სი­ა­მოვ­ნო დე­ტა­ლე­ბით ცხოვ­რე­ბის გა­ხა­ლი­სე­ბა ზედ­მე­ტი არას­დროს არის. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სი­ახ­ლე კი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა ყო­ველ­დღი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სა თუ მათ­თვის, ვი­საც შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე­ე­ბი აქვს.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ბოქ­სის (ბოქ­სი - ქარ­თუ­ლად ყუთი) შე­სა­ხებ თუ გსმე­ნი­ათ? ეს სწო­რედ ის სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა, რო­მელ­საც მალე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებს. ბოქ­სე­ბის (ყუ­თე­ბის) გა­მო­წე­რის პრაქ­ტი­კამ უკვე და­ი­პყრო მთე­ლი მსოფ­ლიო და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოც. ე.წ. „ბი­უ­თი ბოქ­სე­ბით“ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი ამ­ჯე­რად წიგ­ნის ბოქ­სე­ბის მი­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ.

„ლიტ­ბოქ­სი“ („ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ბოქ­სი“) – ეს არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხანს შე­იქ­მნა და აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში მომ­ხმა­რებ­ლებ­მა წიგ­ნის ბოქ­სის გა­მო­წე­რა შეძ­ლონ. ეს იქ­ნე­ბა ბოქ­სი, რომ­ლის ერთჯე­რა­დი გა­მო­წე­რი­თაც, გა­მომ­წე­რე­ბი მას ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ი­ღე­ბენ. ყუთ­ში მო­თავ­სდე­ბა წიგ­ნი და წიგ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ნივ­თი. გა­მო­წე­რის მო­მენ­ტში თქვენ აირ­ჩევთ სა­სურ­ვე­ლი ჟან­რი­დან ერთ-ერთს: მხატ­ვრუ­ლი, შე­მეც­ნე­ბი­თი და სა­ბავ­შვო, რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ ეტაპ­ზე კი აირ­ჩევთ ქვეჟან­რებს, რომ გა­მო­წე­რი­ლი ბოქ­სი თქვენს გე­მოვ­ნე­ბა­სა და ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბულ წიგ­ნებს შე­ი­ცავ­დეს. „ლიტ­ბოქ­სის“ გა­მო­წე­რის შე­წყვე­ტა ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. რე­გის­ტრა­ცი­ის დროს არ იღებთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ გარ­კვე­უ­ლი ხან­გრძლი­ვო­ბით იქ­ნე­ბით გა­მომ­წე­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოქ­სის წიგ­ნებს, თქვენ­თვის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე სხვა სფე­რო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­არ­ჩე­ვენ. ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ლიტ­ბოქ­სი არა მხო­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სო, არა­მედ სა­სარ­გებ­ლო იყოს და გა­მომ­წერ­ზე ყო­ველ­თვი­უ­რად მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

„ლიტ­ბოქ­სი“ გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას და­ზო­გოთ დრო და სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ი­ღოთ ავ­ტო­რე­ბის, სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გე­ბის მიერ შერ­ჩე­უ­ლი წიგ­ნი. რაც მთა­ვა­რია, ამ წიგ­ნე­ბის მი­ღე­ბა უფრო იაფი გა­მო­დის, ვიდ­რე წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში ღირს.

წიგ­ნის ბოქ­სი ყო­ველ­თვი­უ­რად ლი­ტე­რა­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ში სა­სი­ა­მოვ­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბას გპირ­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

წიგნები და საჩუქრები ლიტერატურის მოყვარულებისთვის – მალე ქართულ ბაზარზე „ლიტბოქსი“ გამოჩნდება

წიგნები და საჩუქრები ლიტერატურის მოყვარულებისთვის – მალე ქართულ ბაზარზე „ლიტბოქსი“ გამოჩნდება

სასიამოვნო დეტალებით ცხოვრების გახალისება ზედმეტი არასდროს არის. ლიტერატურული სიახლე კი განსაკუთრებით სასიამოვნოა ყოველდღიურად დატვირთული რეჟიმის მქონე ადამიანებისა თუ მათთვის, ვისაც შედარებით თავისუფალი დღეები აქვს.

ლიტერატურული ბოქსის (ბოქსი - ქართულად ყუთი) შესახებ თუ გსმენიათ? ეს სწორედ ის სასიამოვნო სიახლეა, რომელსაც მალე ქართული საზოგადოება მიიღებს. ბოქსების (ყუთების) გამოწერის პრაქტიკამ უკვე დაიპყრო მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც. ე.წ. „ბიუთი ბოქსებით“ განებივრებული მომხმარებლები კი ამჯერად წიგნის ბოქსების მიღებას შეძლებენ.

„ლიტბოქსი“ („ლიტერატურული ბოქსი“) – ეს არის კომპანია, რომელიც ახლახანს შეიქმნა და აქტიურად მუშაობს, რომ ახლო მომავალში მომხმარებლებმა წიგნის ბოქსის გამოწერა შეძლონ. ეს იქნება ბოქსი, რომლის ერთჯერადი გამოწერითაც, გამომწერები მას ყოველთვიურად მიიღებენ. ყუთში მოთავსდება წიგნი და წიგნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთი. გამოწერის მომენტში თქვენ აირჩევთ სასურველი ჟანრიდან ერთ-ერთს: მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო, რეგისტრაციის შემდეგ ეტაპზე კი აირჩევთ ქვეჟანრებს, რომ გამოწერილი ბოქსი თქვენს გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებულ წიგნებს შეიცავდეს. „ლიტბოქსის“ გამოწერის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტში იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის დროს არ იღებთ ვალდებულებას, რომ გარკვეული ხანგრძლივობით იქნებით გამომწერი.

აღსანიშნავია, რომ ბოქსის წიგნებს, თქვენთვის ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები, ასევე სხვა სფეროების სპეციალისტები შეარჩევენ. ეს უზრუნველყოფს, რომ ლიტბოქსი არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლო იყოს და გამომწერზე ყოველთვიურად მაქსიმალური ეფექტი და შთაბეჭდილება მოახდინოს.

„ლიტბოქსი“ გაძლევთ საშუალებას დაზოგოთ დრო და სახლიდან გაუსვლელად ყოველთვიურად მიიღოთ ავტორების, სფეროს სპეციალისტებისა და ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ შერჩეული წიგნი. რაც მთავარია, ამ წიგნების მიღება უფრო იაფი გამოდის, ვიდრე წიგნების მაღაზიაში ღირს.

წიგნის ბოქსი ყოველთვიურად ლიტერატურულ სამყაროში სასიამოვნო მოგზაურობას გპირდებათ.

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეექვსე ტომი

გაცოცხლებული წიგნის გმირები - „ბიბლუსის“ სახალისო კამპანია, რომელშიც ბევრი მსურველი ჩაერთო, დასასრულს უახლოვდება

უკვე დღეიდან „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე