საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიაში ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება - ისრაელი აცრილ მოქალაქეებს "მწვანე პასპორტებს" ურიგებს
მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიაში ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება - ისრაელი აცრილ მოქალაქეებს "მწვანე პასპორტებს" ურიგებს

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად ის­რა­ელ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო კი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა ის­რა­ე­ლის მა­გა­ლით­ზე ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას.

რო­გორც BBC წერს, ქვე­ყა­ნა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 50%-ზე მეტ­მა უკვე მი­ი­ღო ვაქ­ცი­ნის სულ მცი­რე ერთი დოზა მა­ინც. ყო­ვე­ლი­ვე კი გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი, რომ თან­და­თან შე­ამ­სუ­ბუ­ქონ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და ეტა­პობ­რი­ვად ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს და­უბ­რუნ­დნენ.

კვი­რი­დან უკვე გა­იხ­სნა მა­ღა­ზი­ე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და მუ­ზე­უ­მე­ბი, თუმ­ცა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა კვლავ სა­ჭი­როა. ის­რა­ე­ლის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ ეს არის პირ­ვე­ლი ეტა­პი ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის გზა­ზე.

ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბო­ბენ, რომ "ფა­ი­ზე­რით" აც­რი­ლებ­ში სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი­სა და სი­ცხი­ა­ნო­ბის საფრ­თხე 98%-ით მცირ­დე­ბა, ხოლო ზო­გა­დად Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა 95.8%-ით ეფექ­ტი­ა­ნია.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­აჰუს თქმით, ის ელის, რომ მომ­დევ­ნო ორ კვი­რა­ში 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 95%-ს ვაქ­ცი­ნა გა­კე­თე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა.

ახლა, როცა შე­ზღუდ­ვე­ბი თან­და­თან იხ­სნე­ბა, ადა­მი­ა­ნებს უკვე შე­საძ­ლე­ბო­ბა აქვთ, რომ ია­რონ მა­ღა­ზი­ებ­ში, მო­ლებ­ში, ეს­ტუმ­რონ ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებს, ზო­ო­პარ­კებს.

სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და სი­ნა­გო­გე­ბი გა­იხ­სნე­ბა მათ­თვის, ვი­საც ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტი აქვს, ეს არის სერ­თი­ფი­კა­ტი, რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქე­ებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ აძ­ლე­ვენ. "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ მი­ღე­ბა ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ და ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ ჯერ არ მო­უ­წი­ათ.

"მწვა­ნე პას­პორ­ტი“ არის ციფ­რუ­ლი ფორ­მის, არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, მას გას­ცემს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ვაქ­ცი­ნის მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ და მისი მოქ­მე­დე­ბის ვადა 6 თვეა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის­რა­ელ­ში ადა­მი­ა­ნებს უკვე შე­უძ­ლი­ათ და­უბ­რუნ­დნენ კონ­ცერ­ტებს, სხვა­დას­ხვა სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე კვლავ რჩე­ბა. მა­გა­ლი­თად, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში 300 კაც­ზე მე­ტის ყოფ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია, ხოლო ღია სივ­რცე­ში 500 ადა­მი­ა­ნის ერ­თად შეკ­რე­ბაა დაშ­ვე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად შე­ზღუდ­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლის მოხ­სნი­სა, ის­რა­ე­ლის აე­რო­პორ­ტი კვლავ და­კე­ტი­ლი რჩე­ბა კი­დევ მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mnb
6

Pasi????

ნიკოლოზი
59

მიიწებონ შუბლზე მწვანე პასპორტი...ვაქცინაცია არა ცელი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიაში ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება - ისრაელი აცრილ მოქალაქეებს "მწვანე პასპორტებს" ურიგებს

მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიაში ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება - ისრაელი აცრილ მოქალაქეებს "მწვანე პასპორტებს" ურიგებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა ყველაზე აქტიურად ისრაელში მიმდინარეობს. დანარჩენი მსოფლიო კი ყურადღებით აკვირდება ისრაელის მაგალითზე ვაქცინის ეფექტიანობას.

როგორც BBC წერს, ქვეყანაში მოქალაქეების 50%-ზე მეტმა უკვე მიიღო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც. ყოველივე კი გახდა საფუძველი, რომ თანდათან შეამსუბუქონ დაწესებული შეზღუდვები და ეტაპობრივად ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.

კვირიდან უკვე გაიხსნა მაღაზიები, ბიბლიოთეკები და მუზეუმები, თუმცა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კვლავ საჭიროა. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ეს არის პირველი ეტაპი ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზაზე.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კვლევაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ "ფაიზერით" აცრილებში სუნთქვის პრობლემებისა და სიცხიანობის საფრთხე 98%-ით მცირდება, ხოლო ზოგადად Pfizer-ის ვაქცინა 95.8%-ით ეფექტიანია.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს თქმით, ის ელის, რომ მომდევნო ორ კვირაში 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების 95%-ს ვაქცინა გაკეთებული ექნება.

ახლა, როცა შეზღუდვები თანდათან იხსნება, ადამიანებს უკვე შესაძლებობა აქვთ, რომ იარონ მაღაზიებში, მოლებში, ესტუმრონ ტურისტულ ადგილებს, ზოოპარკებს.

სპორტული დარბაზები, სასტუმროები და სინაგოგები გაიხსნება მათთვის, ვისაც ე.წ. მწვანე პასპორტი აქვს, ეს არის სერთიფიკატი, რომელსაც მოქალაქეებს ვაქცინაციის შემდეგ აძლევენ. "მწვანე პასპორტის“ მიღება ასევე შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ და ვაქცინაციამ ჯერ არ მოუწიათ.

"მწვანე პასპორტი“ არის ციფრული ფორმის, არსებობს სპეციალური აპლიკაცია, მას გასცემს ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ და მისი მოქმედების ვადა 6 თვეა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ადამიანებს უკვე შეუძლიათ დაუბრუნდნენ კონცერტებს, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ადამიანთა რაოდენობაზე კვლავ რჩება. მაგალითად, დახურულ სივრცეში 300 კაცზე მეტის ყოფნა აკრძალულია, ხოლო ღია სივრცეში 500 ადამიანის ერთად შეკრებაა დაშვებული.

მიუხედავად შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნისა, ისრაელის აეროპორტი კვლავ დაკეტილი რჩება კიდევ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.

ისრაელის უსაფრთხოების ძალები ალ-აქსას მეჩეთში შეიჭრნენ, დაშავებულია ასობით ადამიანი - სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიები და მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს (ფოტოები)

ბრძოლა ტრაქტორით, საუნით, თამბაქოს აკრძალვით და ა.შ. - კიდევ რა უცნაურ მეთოდებს იყენებენ მსოფლიო ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ?

შემზარავი დანაშაული აშშ-ში - წვეულებაზე მყოფი ახალგაზრდა ქალის ბოიფრენდმა 6 ადამიანი მოკლა: "დამნაშავეს ბავშვებისთვის არაფერი დაუზიანებია"