კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიყვარს სამზარეულოს ნივთების ყიდვა.. ცომეულს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ" - როგორ სახლში ცხოვრობს ნინო ბურჯანაძე და რას ყვება ოჯახზე
"მიყვარს სამზარეულოს ნივთების ყიდვა.. ცომეულს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ" - როგორ სახლში ცხოვრობს ნინო ბურჯანაძე და რას ყვება ოჯახზე

"ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარს" სახ­ლში უმას­პინ­ძლა და მისი ერთი დღის შე­სა­ხებ უამ­ბო. მკაც­რი იმი­ჯის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სი ქალი ოჯახ­სა და სახლზე იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სახ­ლში ყოფ­ნა, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი და და­ლა­გე­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

"თურ­ქუ­ლი ყავა მიყ­ვარს, მაგ­რამ დი­ლით არ ვსვამ. მიყ­ვარს ყა­ვის მან­ქა­ნით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყავა, მა­გა­რი და უშაქ­რო. დილა რთუ­ლია ხოლ­მე, სა­ნამ ფორ­მა­ში მოხ­ვალ და და­ი­წყებ აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას. რომ გი­თხრათ, ვდგე­ბი და ფრე­ნა მინ­და­თქო, მო­გა­ტყუ­ებთ. ძა­ლი­ან ცოტა მძი­ნავს, ბავ­შვო­ბი­დან ასეა. ერ­თმა ჩემ­მა კო­ლე­გამ, პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნი­სას შე­მომ­ჩივ­ლა: მე ვერ ვი­ძი­ნებ, ღამე კარ­გად გძი­ნავ­სო? კი-მეთ­ქი, რო­გორც დავ­წვე­ბი მა­შინ­ვე მე­ძი­ნე­ბა-მეთ­ქი. გა­უკ­ვირ­და, ასე­თი გრა­ფი­კის ფონ­ზე, რო­მელ­ზე იძი­ნე­ბო? სამ­ზე ან ოთხზე-მეთ­ქი, მაგ დროს მეც მე­ძი­ნე­ბაო. არ მიყ­ვარს ძილი და მა­ღი­ზი­ა­ნებს ძილ­ში დრო­ის კარ­გვა", - ამ­ბობს პო­ლი­ტი­კო­სი.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის თქმით, სახ­ლში გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს ბაღ­ში ყოფ­ნა, სა­დაც მა­გი­და­ზე ხე­ლოვ­ნუ­რი შად­რე­ვა­ნი, შე­მი­ნუ­ლი კედ­ლე­ბი, უამ­რა­ვი მცე­ნა­რე და კარ­გი მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცეა.

"სახ­ლში ყოფ­ნა მიყ­ვარს. სახ­ლში არ მბეზ­რდე­ბა, არ მწყინ­დე­ბა, ყო­ველ­თვის არის რა­ღაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი, წა­სა­კი­თხი, სა­ნა­ხა­ვი...

ძა­ლი­ან მიყ­ვარს წეს­რი­გი. ერთხელ სახ­ლს ვა­ლა­გებ­დი და ჩემ­მა ქმარ­მა მი­თხრა, სულ და­ლა­გე­ბუ­ლია და რას ალა­გებ ამ­დენ­სო. მირ­ჩევ­ნია ვიყო დაღ­ლი­ლი, მაგ­რამ დავ­ჯდე მო­წეს­რი­გე­ბულ და სუფ­თა გა­რე­მო­ში...

ძა­ლი­ან მიყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლოს ნივ­თე­ბის ყიდ­ვა. ყო­ველ­თვის, როცა უცხო­ეთ­ში ვი­ყა­ვი და ვარ, პირ­ვე­ლი რა­საც ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას და ყიდ­ვა მინ­და, ეს არის სამ­ზა­რე­უ­ლოს ნივ­თე­ბი. გა­მო­სა­ცხო­ბად ბევ­რი რამ მაქვს, რაც მი­ად­ვი­ლებს კე­თე­ბას. ცო­მე­ულს უფრო დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ. თევზს ვა­კე­თებ ძა­ლი­ან კარ­გს, სპე­ცი­ა­ლურ სო­უს­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონს" - ამ­ბობს ბურ­ჯა­ნა­ძე.

პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, უყ­ვარს გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა და მირ­თმე­ვაც, თუმ­ცა დი­ე­ტა არას­დროს და­უ­ცავს, ფორ­მას კი მუდ­მი­ვი მოძ­რა­ო­ბით ინარ­ჩუ­ნებს და ხში­რად მთე­ლი დღე ვერ ახერ­ხებს ჭა­მას:

"მირ­ჩევ­ნია მთე­ლი დღე მში­ე­რი ვიყო, ვიდ­რე გრა­მე­ბი ვზო­მო. ნამ­ცხვრე­ბი იმ­დე­ნად მიყ­ვარს, მგო­ნი ბუ­ნე­ბაც ხელს მი­წყობს, რომ შე­და­რე­ბით ფორ­მა­ში ვიყო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცურ­ვა და ზა­ფხულ­ში ვცუ­რავ, ზამ­თარ­ში კი, როცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, თხი­ლა­მუ­რე­ბით ვსრი­ა­ლებ. თუმ­ცა, ამას ვარ­ჯი­ში არ ქვია.

ძა­ლი­ან პრან­ჭია ბე­ბია მყავ­და, დე­დაც არ მახ­სოვს მა­ნი­კი­უ­რი­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­რე­შე, ამი­ტომ ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო, რომ იყო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, მით უმე­ტეს, როცა ხარ სა­ჯა­რო ფი­გუ­რა.

ჩემს გარ­დე­რობ­ში შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ ახა­ლი ნივ­თიც და შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ ისე­თი რამ, რაც 20 წლი­საა. როცა რა­ი­მე ახალს ვყი­დუ­ლობ, ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ, რა მაქვს გარ­დე­რობ­ში ისე­თი, რას­თა­ნაც ეს კარ­გად გა­მოჩ­ნდე­ბა. ასე შე­იძ­ლე­ბა ერთი ახა­ლი ნივ­თით, 2-3 ახა­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა გა­მო­გი­ვი­დეს" - ამ­ბობს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რი.

კი­თხვა­ზე, რო­მე­ლია მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო კომ­პლი­მენ­ტი, პო­ლი­ტი­კო­სი პა­სუ­ხობს:

"ყო­ველ­თვის მსი­ა­მოვ­ნებ­და, როცა ვინ­მე გა­უს­ვამ­და ხაზს ჩემს ჭკუ­ას, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, რომ გა­რეგ­ნო­ბა­ზე კომ­პლი­მენ­ტებს არ ვი­ღებ­დი. ბე­ბი­ე­ბი მყავ­და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, დედა იყო და არის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მათ ფონ­ზე არა­ნა­ი­რი შან­სი არ მქონ­და გა­რეგ­ნო­ბა­ზე კომ­პლი­მენ­ტი მი­მე­ღო, ასე რომ, მშვი­დად ვუ­ყუ­რებ­დი ამ ვი­თა­რე­ბას", - გა­მო­ტყდა ბურ­ჯა­ნა­ძე.

კი­თხვა­ზე და­ღა­ლა თუ არა პო­ლი­ტი­კამ, პა­სუ­ხობს:

"არა, იმი­ტომ რომ ეს არ არის ის, რა­საც იძუ­ლე­ბით ვა­კე­თებ. მე მა­ინ­ტე­რე­სებს ეს საქ­მე, ვიცი კარ­გად რას ვა­კე­თებ და რო­გორ ვა­კე­თებ, მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი და მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია ჩემი ქვეყ­ნის­თვის, შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მქონ­დეს.

ბავ­შვო­ბა­ში მყავ­და საყ­ვა­რე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი - მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რი, ინ­დი­რა გან­დი. მი­სა­ბაძს ვერ ვი­ტყვი, რად­გან იდე­ა­ლუ­რი არც ადა­მი­ა­ნია, არც პო­ლი­ტი­კოს. უნდა შეძ­ლო იყო ის, ვინც ხარ...

ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ვინ ვიქ­ნე­ბო­დი, თუ არა პო­ლი­ტი­კო­სი, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა... რა­ღაც ამ სფე­რო­ში ვიქ­ნე­ბო­დი" - ამ­ბობს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე.

პო­ლი­ტი­კოს­მა შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ­თან მე­გობ­რობს.

"ჩემი შვი­ლე­ბი გა­მო­მი­ტყდნენ და მი­თხრეს, მკაც­რი დედა იყა­ვიო, თუმ­ცა, მე ასე არ ვთვლი­დი - სა­ჭი­როა ზო­მი­ე­რი სიმ­კაც­რე. ვმე­გობ­რობთ, ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი რა უჭირ­დათ, რა ულ­ხინ­დათ. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის კარ­გად გვეს­მის. "პრად­ვი­ნუ­ტი" დედა ხარო, ამ­ბო­ბენ" - ყვე­ბა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბურჯიკო
23

კარგად გიქურდია ხალხი

Data
16

Xoda shedi kuxnashi da akete sachmelebi, sheeshvi am politikas, xoxedav agar gamogdis

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მიყვარს სამზარეულოს ნივთების ყიდვა.. ცომეულს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ" - როგორ სახლში ცხოვრობს ნინო ბურჯანაძე და რას ყვება ოჯახზე

"მიყვარს სამზარეულოს ნივთების ყიდვა.. ცომეულს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ" - როგორ სახლში ცხოვრობს ნინო ბურჯანაძე და რას ყვება ოჯახზე

"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მთავარს" სახლში უმასპინძლა და მისი ერთი დღის შესახებ უამბო. მკაცრი იმიჯის მქონე პოლიტიკოსი ქალი ოჯახსა და სახლზე იშვიათად საუბრობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სახლში ყოფნა, სამზარეულოში ფუსფუსი და დალაგება დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

"თურქული ყავა მიყვარს, მაგრამ დილით არ ვსვამ. მიყვარს ყავის მანქანით მომზადებული ყავა, მაგარი და უშაქრო. დილა რთულია ხოლმე, სანამ ფორმაში მოხვალ და დაიწყებ აქტიურ საქმიანობას. რომ გითხრათ, ვდგები და ფრენა მინდათქო, მოგატყუებთ. ძალიან ცოტა მძინავს, ბავშვობიდან ასეა. ერთმა ჩემმა კოლეგამ, პარლამენტში ყოფნისას შემომჩივლა: მე ვერ ვიძინებ, ღამე კარგად გძინავსო? კი-მეთქი, როგორც დავწვები მაშინვე მეძინება-მეთქი. გაუკვირდა, ასეთი გრაფიკის ფონზე, რომელზე იძინებო? სამზე ან ოთხზე-მეთქი, მაგ დროს მეც მეძინებაო. არ მიყვარს ძილი და მაღიზიანებს ძილში დროის კარგვა", - ამბობს პოლიტიკოსი.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სახლში განსაკუთრებით უყვარს ბაღში ყოფნა, სადაც მაგიდაზე ხელოვნური შადრევანი, შემინული კედლები, უამრავი მცენარე და კარგი მოსასვენებელი სივრცეა.

"სახლში ყოფნა მიყვარს. სახლში არ მბეზრდება, არ მწყინდება, ყოველთვის არის რაღაც გასაკეთებელი, წასაკითხი, სანახავი...

ძალიან მიყვარს წესრიგი. ერთხელ სახლს ვალაგებდი და ჩემმა ქმარმა მითხრა, სულ დალაგებულია და რას ალაგებ ამდენსო. მირჩევნია ვიყო დაღლილი, მაგრამ დავჯდე მოწესრიგებულ და სუფთა გარემოში...

ძალიან მიყვარს სამზარეულოს ნივთების ყიდვა. ყოველთვის, როცა უცხოეთში ვიყავი და ვარ, პირველი რასაც ვაქცევ ყურადღებას და ყიდვა მინდა, ეს არის სამზარეულოს ნივთები. გამოსაცხობად ბევრი რამ მაქვს, რაც მიადვილებს კეთებას. ცომეულს უფრო დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. თევზს ვაკეთებ ძალიან კარგს, სპეციალურ სოუსში, რომელიც ყველას ძალიან მოსწონს" - ამბობს ბურჯანაძე.

პოლიტიკოსის თქმით, უყვარს გემრიელი კერძების მომზადება და მირთმევაც, თუმცა დიეტა არასდროს დაუცავს, ფორმას კი მუდმივი მოძრაობით ინარჩუნებს და ხშირად მთელი დღე ვერ ახერხებს ჭამას:

"მირჩევნია მთელი დღე მშიერი ვიყო, ვიდრე გრამები ვზომო. ნამცხვრები იმდენად მიყვარს, მგონი ბუნებაც ხელს მიწყობს, რომ შედარებით ფორმაში ვიყო. ძალიან მიყვარს ცურვა და ზაფხულში ვცურავ, ზამთარში კი, როცა ამის საშუალება მაქვს, თხილამურებით ვსრიალებ. თუმცა, ამას ვარჯიში არ ქვია.

ძალიან პრანჭია ბებია მყავდა, დედაც არ მახსოვს მანიკიურისა და ვარცხნილობის გარეშე, ამიტომ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ იყო მოწესრიგებული, მით უმეტეს, როცა ხარ საჯარო ფიგურა.

ჩემს გარდერობში შეიძლება ნახოთ ახალი ნივთიც და შეიძლება ნახოთ ისეთი რამ, რაც 20 წლისაა. როცა რაიმე ახალს ვყიდულობ, ყოველთვის ვფიქრობ, რა მაქვს გარდერობში ისეთი, რასთანაც ეს კარგად გამოჩნდება. ასე შეიძლება ერთი ახალი ნივთით, 2-3 ახალი ჩაცმულობა გამოგივიდეს" - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.

კითხვაზე, რომელია მისთვის ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი, პოლიტიკოსი პასუხობს:

"ყოველთვის მსიამოვნებდა, როცა ვინმე გაუსვამდა ხაზს ჩემს ჭკუას, გადაწყვეტილებებს, რადგან ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი, რომ გარეგნობაზე კომპლიმენტებს არ ვიღებდი. ბებიები მყავდა ძალიან ლამაზი, დედა იყო და არის ძალიან ლამაზი და მათ ფონზე არანაირი შანსი არ მქონდა გარეგნობაზე კომპლიმენტი მიმეღო, ასე რომ, მშვიდად ვუყურებდი ამ ვითარებას", - გამოტყდა ბურჯანაძე.

კითხვაზე დაღალა თუ არა პოლიტიკამ, პასუხობს:

"არა, იმიტომ რომ ეს არ არის ის, რასაც იძულებით ვაკეთებ. მე მაინტერესებს ეს საქმე, ვიცი კარგად რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, მაქვს კონკრეტული მიზანი და მეტის გაკეთება შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის, შესაძლებლობა რომ მქონდეს.

ბავშვობაში მყავდა საყვარელი პოლიტიკოსები - მარგარეტ ტეტჩერი, ინდირა განდი. მისაბაძს ვერ ვიტყვი, რადგან იდეალური არც ადამიანია, არც პოლიტიკოს. უნდა შეძლო იყო ის, ვინც ხარ...

ძნელი სათქმელია, ვინ ვიქნებოდი, თუ არა პოლიტიკოსი, მაგრამ მე ყოველთვის მაინტერესებდა საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა... რაღაც ამ სფეროში ვიქნებოდი" - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

პოლიტიკოსმა შვილებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთან მეგობრობს.

"ჩემი შვილები გამომიტყდნენ და მითხრეს, მკაცრი დედა იყავიო, თუმცა, მე ასე არ ვთვლიდი - საჭიროა ზომიერი სიმკაცრე. ვმეგობრობთ, ყოველთვის ვიცოდი რა უჭირდათ, რა ულხინდათ. ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის. "პრადვინუტი" დედა ხარო, ამბობენ" - ყვება ნინო ბურჯანაძე.