ავტორი:

"სად არის ბადრი ესებუა - საქართველოშია, თუ დატოვა ქვეყანა იმ ხურჯინით, რომელშიც 500 000 დოლარი ჩავუწყვეთ" - ელისაშვილი გომელაურს

"სად არის ბადრი ესებუა - საქართველოშია, თუ დატოვა ქვეყანა იმ ხურჯინით, რომელშიც 500 000 დოლარი ჩავუწყვეთ" - ელისაშვილი გომელაურს

"ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ 500 000 დოლარი?" - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ.

მან მინისტრობის კანდიდატს კითხვით ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეც მიმართა.

,,ბატონო ვახტანგ, ერთი ასეთი კითხვა მაქვს, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ 500 000 დოლარი. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზუგდიდის ოპერაციის შემდეგ თქვენი მხრიდან გაცილებით მართებული და საპასუხისმგებლო იქნებოდა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თქვენი გვარი აღარ ყოფილიყო?

გრძნობთ თუ არა პირად და უწყებრივ პასუხისმგებლობას ქაქუთში მომხდარ მოვლენაზე, როდესაც 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა უამრავი მოძალადის წინააღმდეგ, აბსოლუტურად დაუცველი, რატომ მოხდა ეს და რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს აღარ მოხდეს?“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ჯუანშერ ბურჭულაძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ ომის ვეტერანებს სახელმწიფო 22 ლარს უხდის, რაც სამარცხვინო რამაა.

,,არსებობენ ათასობით და ათი-ათასობით ადამიანები ამ ქვეყანაში, რომლებსაც როდესაც სახელმწიფოს დასჭირდა წავიდნენ და საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე. ბევრი მათგანი დასახიჩრდა, ზოგმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა და ქართული სახელმწიფო ამ ადამიანებს, ვეტერანებს უხდის 22 ლარს თვეში. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს სამარცხვინო რამ არის და არის დემოტივატორი, რომ სამშობლო გიყვარდეს და სხვა ადამიანებმაც გადაწყვიტონ საფრთხის შემთხვევაში საქართველოს თავი ანაცვალონ?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ქართული მხარე აფხაზეთიდან და სოხუმიდან ორმხრივი დიალოგის წარმართვის კურთხით „წაყრუების რეჟიმშია გადასული“.

,,აფხაზეთიდან და სოხუმიდან ბოლო დროს დაჟინებით ისმის ორმხრივი, პირდაპირი დიალოგის სურვილი. ბატონი შამბა დაჟინებით ამაზე საუბრობს. მე მეჩვენება, რომ ჩვენი მხარე, ქართული სახელმწიფო, წაყრუების რეჟიმშია გადასული. თქვენ დონეზე არ მომისმენია მზაობა, რომ ჩვენ ვართ მზად დავსხდეთ აფხაზებთან და სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბროთ, მე მეჩვენება ასე თუ მართლაც წაყრუებით ვართ დაკავებულები?“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

"მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის რევოლუცია" - ალეკო ელისაშვილი

სააკაშვილისთვის პლებისციტი მიუღებელია, სალომე სამადაშვილი კი აცახდებს, რომ "რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია"

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"