მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემი ცოტა ხანს არ მელაპარაკებოდა" - ურთიერთობა მშობლებთან და თანატოლებთან: როგორ ცხოვრობს თინეიჯერების ფავორიტი რუსკა ქარქაშაძე
"მამაჩემი ცოტა ხანს არ მელაპარაკებოდა" - ურთიერთობა მშობლებთან და თანატოლებთან: როგორ ცხოვრობს თინეიჯერების ფავორიტი რუსკა ქარქაშაძე

რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე 12 წლის იყო, როცა ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­მა სე­რი­ა­ლი­დან - "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა" გა­იც­ნო. ახლა უკვე 17 წლი­საა და კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­რეგ­ნო­ბა­ზეც იმა­ზე მე­ტად ზრუ­ნავს, ვიდ­რე მისი თა­ნა­ტო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა...

- შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცე­ბის­თვის გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვიყო, ვი­ღა­ცებს კი ასე არ მი­აჩ­ნდეთ. სა­ერ­თოდ, ამ სა­კითხს ძა­ლი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­გე­ბა აქვს. პი­რა­დად მე, რო­გორც უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, ყვე­ლა­ფერს ისე ვა­კე­თებ.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად, რჩე­ვებს რას­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­კი­თხე­ბი­ან?

- სხვა­თა შო­რის, "ინ­სტაგ­რამ­ზე" სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ რჩე­ვებს მე­კი­თხე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად - ბიჭი ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ ვერ ვე­უბ­ნე­ბი. რო­გორ მო­ვიქ­ცეო? რა­ღა­ცებს ვურ­ჩევ, ვე­სა­უბ­რე­ბი... არ ვიცი, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს, რომ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მკი­თხონ, რად­გან ამ სა­კი­თხში თავი ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი არა მგო­ნია. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მათ­გან და­დე­ბი­თი პა­სუ­ხე­ბი მსი­ა­მოვ­ნებს - დიდი მად­ლო­ბა, რჩე­ვე­ბით ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რეო."ხმა­მა­ღა­ლი" ნათ­ქვა­მი გა­მომ­დის, მაგ­რამ მარ­თლა ბევ­რს ვეხ­მა­რე­ბი: მეც და ჩემს მე­გობ­რებ­საც გვიკ­ვირს, როცა შე­ტყო­ბი­ნე­ბებს პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიგ­ზავ­ნი­ან - ჩემი აზრი აინ­ტე­რე­სებთ, თუ რას ვურ­ჩევ ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში...

- თა­ვად შენ­თვის პი­რად სა­კი­თხებ­ში ვინ არის მრჩე­ვე­ლი?

- მშობ­ლე­ბი. მათ ჩემ შე­სა­ხებ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან. ასე­ვე და­ვა­სა­ხე­ლებ ჩემს დას და ახლო მე­გობ­რებს. სხვა­თა შო­რის, სულ 2 ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი მყავს, ვი­საც შე­მიძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე რჩე­ვა ვკი­თხო.

- ახლო მე­გობ­რებს შო­რის რო­მე­ლი­მეს შენ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯი, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი აქვს?

- სა­ერ­თოდ, მე­გობ­რე­ბი მა­შინ ხართ, როცა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გაქვთ, ერ­თმა­ნე­თის­გან დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბით. მე და ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი "ერთ ტალ­ღა­ზე" ვართ. შე­სა­ბა­მი­სად, რა­დი­კა­ლუ­რად არ გან­ვსხვავ­დე­ბით. თუმ­ცა ცხა­დია, ხა­სი­ა­თი ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი ვერ გვექ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ზოგ­ჯერ გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხშიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი გვქონ­დეს... ასე­ვე, მყავს ისე­თი მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჩემ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი აქვთ. ამა­ში უც­ნა­უ­რი არა­ფე­რია: რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც არის, იმ­დენ­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბა და აზრი არ­სე­ბობს.

- რო­გორ ფიქ­რობ, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან მკვეთ­რად რა გან­გას­ხვა­ვებს?

- არ მი­მაჩ­ნია, რომ ვინ­მეს­გან გან­ვსხვავ­დე­ბი. ისე­თი­ვე მო­ზარ­დი ვარ, რო­გო­რიც ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი არი­ან. ალ­ბათ, პრო­ფე­სი­ის გამო, დრო­ზე ადრე გაზ­რდამ მო­მი­წია. ეს ჩემი ბრა­ლი არაა, ასე მოხ­და. მა­გა­ლი­თად, 12 წლი­დან გა­და­ღე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ. დღე და ღამე ვმუ­შა­ობ­დი, როცა ჩემი და და ახლო მე­გობ­რე­ბი ერ­თო­ბოდ­ნენ - შე­იძ­ლე­ბა, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან მხო­ლოდ ამით გან­ვსხვავ­დე­ბი.

- გი­ნა­ნია "ნა­ად­რე­ვად გაზ­რდა"? გი­ფიქ­რია - ნე­ტავ, ბავ­შვო­ბა გა­მე­ხან­გრძლი­ვე­ბი­ნაო?

- არა. ხში­რად ჰგო­ნი­ათ და "ინ­სტაგ­რამ­ზეც" მწე­რენ, - ადრე გა­ი­ზარ­დე, ბავ­შვო­ბა არ გქო­ნი­აო. რე­ა­ლუ­რად, "ადრე გაზ­რდა­ში" იმას ვგუ­ლის­ხმობ, რომ უბ­რა­ლოდ, ნაკ­ლე­ბი დრო მქონ­და იმის­თვის, რა­საც ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი აკე­თებ­დნენ. ბავ­შვო­ბის დიდი ნა­წი­ლი მეც გა­მო­ვი­ა­რე - ეზო­შიც ვთა­მა­შობ­დი (იღი­მის). უბ­რა­ლოდ, 12-13 წლის მერე, ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში "გა­დავ­ვარ­დი". იყო პე­რი­ო­დი, როცა მი­ჭირ­და, რად­გან მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა და თა­მა­ში მეც მინ­დო­და. ამა­ში გა­და­ღე­ბე­ბი ხელს მიშ­ლი­და, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დია: ბევ­რი ახა­ლი რა­ღაც პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე ვის­წავ­ლე, რაც მა­გა­ლი­თად, ჩემ­მა დამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის­წავ­ლა... "ინ­სტაგ­რამ­ზე" ხში­რად მწე­რენ ზუს­ტად ამ წი­ნა­და­დე­ბას: "შე­ირ­გე ბავ­შვო­ბა". რე­ა­ლუ­რად, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მეხ­მა­რა, რომ ბავ­შვო­ბა უკეთ შე­მერ­გო - საყ­ვა­რე­ლი საქ­მე მქონ­და...

- მო­ზარ­დებს ტა­ტუ­ე­ბი, პირ­სინ­გე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იზი­დავთ. შენს შემ­თხვე­ვა­ში, ამ მხრივ, რო­გორ არის საქ­მე?

- 4 ტატუ და ჭიპ­ზე 1 პირ­სინ­გი მაქვს. 16 წლის ვხდე­ბო­დი, როცა პირ­ვე­ლი ტატუ გა­ვი­კე­თე, ბოლო კი და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვის წინ. ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ ისეთ ად­გი­ლებ­ზე მაქვს, რომ დი­დად თვალ­ში სა­ცე­მი არ იყოს. უბ­რა­ლოდ, ტა­ტუ­ე­ბით სხე­ულს არ ვიტვრი­თავ, რად­გან ჩემს პრო­ფე­სი­ას ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი. ისე, კი­დევ რამ­დე­ნი­მეს გა­კე­თე­ბას ვგეგ­მავ. თუ ამო­ვი­ჩე­მე - ეს ტატუ მინ­და-მეთ­ქი, ამა­ზე 1 კვი­რა ვფიქ­რობ, შემ­დეგ კი ტა­ტუ­არ­ტის­ტთან მივ­დი­ვარ და ვი­კე­თებ - არ ვმერ­ყე­ობ.

- მშობ­ლებს რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვთ?

- პირ­ვე­ლად ჭი­პის პირ­სინ­გი გა­ვი­კე­თე, რად­გან ვცეკ­ვავ­დი და თით­ქმის ყვე­ლა მო­ცეკ­ვა­ვეს აქვს. ლა­მა­ზია, გო­გოს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა... როცა ჭი­პის პირ­სინ­გის გა­კე­თე­ბა ავი­ჩე­მე, მშობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - რად გინ­და? ჯერ მო­ი­ცა­დე, მერე გა­ი­კე­თეო, მაგ­რამ ასე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს, თუ რა­ღაც ამო­ვი­ჩე­მე, არ არ­სე­ბობს, ის საქ­მე ბო­ლომ­დე არ მი­ვიყ­ვა­ნო... სხვა­თა შო­რის, მა­მა­ჩე­მი ცოტა ხანს (ალ­ბათ - 2 სა­ა­თი) არ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ ამის გამო, ერ­თმა­ნე­თის წყე­ნი­ნე­ბა არ ღირ­და და შევ­რიგ­დით.

მერე, როცა ტა­ტუს გა­კე­თე­ბა მო­მინ­და, მშობ­ლებს ესეც გა­ვუმ­ხი­ლე. ჩემი მშობ­ლე­ბი მკაც­რე­ბი არ არი­ან. უბ­რა­ლოდ, მირ­ჩე­ვენ, რომ დავ­ფიქ­რდე, ნამ­დვი­ლად მინ­და თუ არა. ამა­ში ასაკ­რძა­ლი რა არის?! ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა ადა­მი­ანს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ძა­ლი­ან მინ­და ტა­ტუს გა­კე­თე­ბა, ჩემს მშობ­ლებს ეს ტრა­გე­დი­ად არ მი­აჩ­ნი­ათ. თა­ვად მათ ტა­ტუ­ე­ბი არ აქვთ. სხვა­თა შო­რის, ბოლო ტატუ რომ გა­ვი­კე­თე, მა­მა­ჩემ­მა მი­თხრა: - ტა­ტუს გა­კე­თე­ბა მო­მინ­და. შემ­დეგს რომ გა­ი­კე­თებ, ერ­თად წა­ვი­დეთ, ორი­ვემ გა­ვი­კე­თო­თო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რრრ
21

აბა რამდენი ხართ ვისაც გაინტერესებთ როგორ ცხოვრობ, დაეწყვეთ ჭორიკნებო დაგთვალოთ

რუსა
2

ძალიან საყვარელი ბავშვია, ცოცხალი, პოზიტიური, ცეკვავენ ვარსკვლავებში ძალიან კარგად ცეკვავდა.

ასაკიც ხელს უწყობს, რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩი ნორჩად!!:)))

ავტორი:

"მამაჩემი ცოტა ხანს არ მელაპარაკებოდა" - ურთიერთობა მშობლებთან და თანატოლებთან: როგორ ცხოვრობს თინეიჯერების ფავორიტი რუსკა ქარქაშაძე

"მამაჩემი ცოტა ხანს არ მელაპარაკებოდა" - ურთიერთობა მშობლებთან და თანატოლებთან: როგორ ცხოვრობს თინეიჯერების ფავორიტი რუსკა ქარქაშაძე

რუსკა ქარქაშაძე 12 წლის იყო, როცა ტელემაყურებელმა სერიალიდან - "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო. ახლა უკვე 17 წლისაა და კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს. შესაბამისად, გარეგნობაზეც იმაზე მეტად ზრუნავს, ვიდრე მისი თანატოლების უმრავლესობა...

- შეიძლება, ვიღაცებისთვის გემოვნებიანი ადამიანი ვიყო, ვიღაცებს კი ასე არ მიაჩნდეთ. საერთოდ, ამ საკითხს ძალიან სუბიექტური გაგება აქვს. პირადად მე, როგორც უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ყველაფერს ისე ვაკეთებ.

- ყველაზე ხშირად, რჩევებს რასთან დაკავშირებით გეკითხებიან?

- სხვათა შორის, "ინსტაგრამზე" სრულიად უცხო ადამიანები საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ რჩევებს მეკითხებიან. მაგალითად - ბიჭი ძალიან მომწონს, მაგრამ ვერ ვეუბნები. როგორ მოვიქცეო? რაღაცებს ვურჩევ, ვესაუბრები... არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ასეთი რაღაცები მკითხონ, რადგან ამ საკითხში თავი ძალიან კომპეტენტური არა მგონია. მაგრამ ფაქტია, რომ მათგან დადებითი პასუხები მსიამოვნებს - დიდი მადლობა, რჩევებით ძალიან დაგვეხმარეო."ხმამაღალი" ნათქვამი გამომდის, მაგრამ მართლა ბევრს ვეხმარები: მეც და ჩემს მეგობრებსაც გვიკვირს, როცა შეტყობინებებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით მიგზავნიან - ჩემი აზრი აინტერესებთ, თუ რას ვურჩევ ამა თუ იმ სიტუაციაში...

- თავად შენთვის პირად საკითხებში ვინ არის მრჩეველი?

- მშობლები. მათ ჩემ შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იციან. ასევე დავასახელებ ჩემს დას და ახლო მეგობრებს. სხვათა შორის, სულ 2 ძალიან ახლო მეგობარი მყავს, ვისაც შემიძლია, ნებისმიერ საკითხზე რჩევა ვკითხო.

- ახლო მეგობრებს შორის რომელიმეს შენგან რადიკალურად განსხვავებული იმიჯი, ცხოვრების სტილი აქვს?

- საერთოდ, მეგობრები მაშინ ხართ, როცა საერთო ინტერესები გაქვთ, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებით. მე და ჩემი ძალიან ახლო მეგობრები "ერთ ტალღაზე" ვართ. შესაბამისად, რადიკალურად არ განვსხვავდებით. თუმცა ცხადია, ხასიათი ყველას ერთნაირი ვერ გვექნება. შეიძლება, ზოგჯერ გემოვნების საკითხშიც განსხვავებული აზრი გვქონდეს... ასევე, მყავს ისეთი მეგობრები და ნაცნობები, რომლებსაც ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვთ. ამაში უცნაური არაფერია: რამდენი ადამიანიც არის, იმდენნაირი გემოვნება და აზრი არსებობს.

- როგორ ფიქრობ, თანატოლებისგან მკვეთრად რა განგასხვავებს?

- არ მიმაჩნია, რომ ვინმესგან განვსხვავდები. ისეთივე მოზარდი ვარ, როგორიც ჩემი თანატოლები არიან. ალბათ, პროფესიის გამო, დროზე ადრე გაზრდამ მომიწია. ეს ჩემი ბრალი არაა, ასე მოხდა. მაგალითად, 12 წლიდან გადაღებებში აქტიურად ვმონაწილეობ. დღე და ღამე ვმუშაობდი, როცა ჩემი და და ახლო მეგობრები ერთობოდნენ - შეიძლება, თანატოლებისგან მხოლოდ ამით განვსხვავდები.

- გინანია "ნაადრევად გაზრდა"? გიფიქრია - ნეტავ, ბავშვობა გამეხანგრძლივებინაო?

- არა. ხშირად ჰგონიათ და "ინსტაგრამზეც" მწერენ, - ადრე გაიზარდე, ბავშვობა არ გქონიაო. რეალურად, "ადრე გაზრდაში" იმას ვგულისხმობ, რომ უბრალოდ, ნაკლები დრო მქონდა იმისთვის, რასაც ჩემი თანატოლები აკეთებდნენ. ბავშვობის დიდი ნაწილი მეც გამოვიარე - ეზოშიც ვთამაშობდი (იღიმის). უბრალოდ, 12-13 წლის მერე, ჩემს საქმიანობაში "გადავვარდი". იყო პერიოდი, როცა მიჭირდა, რადგან მეგობრებთან ერთად გართობა და თამაში მეც მინდოდა. ამაში გადაღებები ხელს მიშლიდა, მაგრამ რეალურად, არ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ცუდია: ბევრი ახალი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე, რაც მაგალითად, ჩემმა დამ მოგვიანებით ისწავლა... "ინსტაგრამზე" ხშირად მწერენ ზუსტად ამ წინადადებას: "შეირგე ბავშვობა". რეალურად, ეს ყველაფერი დამეხმარა, რომ ბავშვობა უკეთ შემერგო - საყვარელი საქმე მქონდა...

- მოზარდებს ტატუები, პირსინგები განსაკუთრებულად იზიდავთ. შენს შემთხვევაში, ამ მხრივ, როგორ არის საქმე?

- 4 ტატუ და ჭიპზე 1 პირსინგი მაქვს. 16 წლის ვხდებოდი, როცა პირველი ტატუ გავიკეთე, ბოლო კი დაახლოებით, 2 თვის წინ. ძალიან მომწონს, მაგრამ ისეთ ადგილებზე მაქვს, რომ დიდად თვალში საცემი არ იყოს. უბრალოდ, ტატუებით სხეულს არ ვიტვრითავ, რადგან ჩემს პროფესიას ძალიან ვუფრთხილდები. ისე, კიდევ რამდენიმეს გაკეთებას ვგეგმავ. თუ ამოვიჩემე - ეს ტატუ მინდა-მეთქი, ამაზე 1 კვირა ვფიქრობ, შემდეგ კი ტატუარტისტთან მივდივარ და ვიკეთებ - არ ვმერყეობ.

- მშობლებს როგორი რეაქცია აქვთ?

- პირველად ჭიპის პირსინგი გავიკეთე, რადგან ვცეკვავდი და თითქმის ყველა მოცეკვავეს აქვს. ლამაზია, გოგოს ძალიან უხდება... როცა ჭიპის პირსინგის გაკეთება ავიჩემე, მშობლები მეუბნებოდნენ, - რად გინდა? ჯერ მოიცადე, მერე გაიკეთეო, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს, თუ რაღაც ამოვიჩემე, არ არსებობს, ის საქმე ბოლომდე არ მივიყვანო... სხვათა შორის, მამაჩემი ცოტა ხანს (ალბათ - 2 საათი) არ მელაპარაკებოდა. შემდეგ მიხვდა, რომ ამის გამო, ერთმანეთის წყენინება არ ღირდა და შევრიგდით.

მერე, როცა ტატუს გაკეთება მომინდა, მშობლებს ესეც გავუმხილე. ჩემი მშობლები მკაცრები არ არიან. უბრალოდ, მირჩევენ, რომ დავფიქრდე, ნამდვილად მინდა თუ არა. ამაში ასაკრძალი რა არის?! ასაკის მიუხედავად, ყველა ადამიანს პირადი ცხოვრება აქვს. შესაბამისად, თუ ძალიან მინდა ტატუს გაკეთება, ჩემს მშობლებს ეს ტრაგედიად არ მიაჩნიათ. თავად მათ ტატუები არ აქვთ. სხვათა შორის, ბოლო ტატუ რომ გავიკეთე, მამაჩემმა მითხრა: - ტატუს გაკეთება მომინდა. შემდეგს რომ გაიკეთებ, ერთად წავიდეთ, ორივემ გავიკეთოთო...განაგრძეთ კითხვა

"მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია" - რას ყვება თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლესთან დაშორებასა და შერიგებაზე?

ფოტოები საცურაო კოსტიუმში და განტვირთვა "იდუმალ მამაკაცთან" ერთად - როგორ აღნიშნა მაია ასათიანმა დაბადების დღე

სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს  - პატარა გოგონა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია