Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება" - ეკატერინე ტიკარაძე
"ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება" - ეკატერინე ტიკარაძე

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტროს აქ­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის შე­ფა­სე­ბით, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ქვე­ყა­ნამ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მდგრა­დო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

“COVID-19 პან­დე­მია ჯერ კი­დევ რჩე­ბა მთა­ვარ გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვად. ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და თან­მიმ­დევ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, დღეს სა­ხე­ზეა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი და ნა­წი­ლობ­რივ გახ­სნი­ლი ეკო­ნო­მი­კა. ჩვენ ერ­თად გა­ვი­ა­რეთ საკ­მა­ოდ რთუ­ლი წე­ლი­წა­დი, თუმ­ცა შევ­ძე­ლით და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მდგრა­დო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეპი­დო­ლო­მო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, ჩვენ უწყვე­ტად ვაგ­რძე­ლებთ მოქ­მე­დე­ბებს პან­დე­მი­ის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის",- გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში, სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე.

ტი­კა­რა­ძემ ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­რა და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მთა­ვარ ია­რაღს - ვაქ­ცი­ნას მი­ი­ღებს.

“არა­ერ­თხელ გა­მო­ით­ქვა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მოს­ვლის ვა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის შერ­ჩე­ვა იყო ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი, რამ­დე­ნა­დაც ჩვენს მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი არ­ხე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის მი­ღე­ბა, ვაქ­ცი­ნის შე­ძე­ნის­თვის გარ­კვე­უ­ლი დრო დაგ­ვჭირ­და. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­ი­ღე­ბენ ხა­რის­ხი­ან ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც მათი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა. ვაქ­ცი­ნე­ბის შე­ძე­ნის­თვის ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნეთ რამ­დე­ნი­მე ასე­თი არხი: კო­ვაქს-პლატ­ფორ­მა, ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მწარ­მო­ებ­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ წარ­დგე­ნილ კა­ბი­ნეტს უს­მე­ნენ, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტმა ნდო­ბა უნდა გა­მო­უ­ცხა­დოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

როდის, როდის , როდის?? მარტო ლაპარაკით გვიანდება ყველაფერი:(

qeTo
0

როცა ვაქცინის უსაფრთხოებაზე იწყებენ ლაპარაკს, იქ ცუდადაა საქმე! ეს გარეწრები შემოიტანენ რაღაც უბედურებას, გადააწებებენ იარლიყებს და ამაზეც ფულს გააკეთებენ! მერე გამყრელიძეები დაწერენ რომ გადასარევადაა საქმე და ყველაფერს ფეხებზე დაიკიდებენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება" - ეკატერინე ტიკარაძე

"ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება" - ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს აქტიური ძალისხმევის შედეგად, ეპიდემიოლოგიური სურათი გაუმჯობესებულია.

მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, პანდემიის პირობებში, ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა შეინარჩუნა.

“COVID-19 პანდემია ჯერ კიდევ რჩება მთავარ გლობალურ გამოწვევად. ჩვენი აქტიური ძალისხმევისა და თანმიმდევრული მოქმედების შედეგად, დღეს სახეზეა გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სურათი და ნაწილობრივ გახსნილი ეკონომიკა. ჩვენ ერთად გავიარეთ საკმაოდ რთული წელიწადი, თუმცა შევძელით და შევინარჩუნეთ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა.

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდოლომოგიური მდგომარეობა სტაბილურია, ჩვენ უწყვეტად ვაგრძელებთ მოქმედებებს პანდემიის გამოწვევებზე რეაგირებისთვის",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე.

ტიკარაძემ ვაქცინის შემოტანის პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღს - ვაქცინას მიიღებს.

“არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება, ვაქცინის შეძენისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. ჩვენი მოქალაქეების მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქს-პლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ კაბინეტს უსმენენ, რომელსაც პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.

"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?

გახარიას კიდევ ერთმა კადრმა დატოვა თანამდებობა - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტიდან წავიდა

"აღიარეს, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში" - ექსპერტი