ავტორი:

პოლიციამ ცოლის მიმართვის შემდეგ დაწყებული გამოძიებისას 5 დღეში დააკავა მამაკაცი, რომელმაც ახლობელი არასრულწლოვანი გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა

პოლიციამ ცოლის მიმართვის შემდეგ დაწყებული გამოძიებისას 5 დღეში დააკავა მამაკაცი, რომელმაც ახლობელი არასრულწლოვანი გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა

კახეთის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების ბრალდებით, ერთი პირი დაკავა. დაკავებულ 31 წლის მამაკაცს გამოძიება ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ჩადენას ედავება. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, დაკავებულის ცოლმა სამართალდამცველებს მეუღლის მხრიდან მუქარის და შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარე თვეში მიმართა, რაზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო და სწორედ გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ მამაკაცმა გარდა ოჯახური ძალადობისა, წარსულში, ზაფხულში, სტუმრად მყოფ 10 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალად.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცი ბავშვს გარყვნილი ქმედებების ჩადენას აიძულებდა. მათივე თქმით, რომ არა სამართალდამცველების საფუძვლიანი გამოძიება, ფაქტი ამ დრომდე გაუხმაურებელი დარჩებოდა.

Ambebi.ge შეეცადა როგორც არასრულწლოვნის, ასევე დაკავებულის ოჯახის წევრებთან დაკავშირებას, თუმცა მათ ამის შესახებ საუბარი არ სურთ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.ი. ლაგოდეხში დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

გ.ი. არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა," "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას სულ 8 პირია დაკავებული

კახეთში ოჯახში ძალადობის, მუქარის და 10 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს "მთავარ არხზე" გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს