ავტორი:

"კონსტიტუციაში ასახულია კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად სექსისა" -  სალომე ზურაბიშვილის მორიგი კურიოზი სიტყვით გამოსვლისას

"კონსტიტუციაში ასახულია კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად სექსისა" -  სალომე ზურაბიშვილის მორიგი კურიოზი სიტყვით გამოსვლისას

პარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტმა ისაუბრა კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ, თუმცა სიტყვით გამოსვლას კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია - "კანონის წინაშე ყველა თანასწორია, განურჩევლად სექსისა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"პირველი კონსტიტუცია იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო, სიმბოლო იმედის. ის ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა მთავარ ღირებულებად ერისა და პიროვნების თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონი უზენაესია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

საქართველოს პირველ კონსტიტუციაში ასახულია იმ დროს ჯერ კიდევ თეორიაში არსებული ისეთი პროგრესული და დემოკრატიული დებულებები როგორებიცაა საპარლამენტო მოწყობა და მმართველობის დაბალანსებული სისტემა,, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნები, სიკვდილით დასჯის გაუქმება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, კანონის წინაშე მათი თანასწორობა, განურჩევლად სექსისა, ეროვნული თუ წოდებრივი კუთვნილებისა, ეროვნული უმცირესობების თავისუფალი სოციალურ-კულტურული განვითარება, საყოველთაო საარჩევნო უფლება - ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო თანასწორობა, რაც ჯერ კიდევ 1918 წელს საკანონმდებლო ორგანოში ქალი დეპუტატის, ამასთან, მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის არჩევის სამართლებრივი გამოძახილი იყო" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნახეთ ვიდეო:

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

პრემიერი ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

"ერთ მაგიდასთან სულ ორჯერ შევიკრიბეთ... დანარჩენი ნაწილი ერთმანეთს ვეჭორავებოდით უამრავ თემაზე" - მეგრელიშვილი მოლაპარაკებების დეტალებზე