მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილს გაუჭირდება მოლიპულ გზაზე გამართულად სიარული... არ გამოვრიცხავ, რომ დაეცეს - მელიას "ქეისი" მისთის ტესტი იქნება" - სოციოლოგი
"ღარიბაშვილს გაუჭირდება მოლიპულ გზაზე გამართულად სიარული... არ გამოვრიცხავ, რომ დაეცეს - მელიას "ქეისი" მისთის ტესტი იქნება" - სოციოლოგი

"ღა­რი­ბაშ­ვილს გა­უ­ჭირ­დე­ბა მო­ლი­პულ გზა­ზე გა­მარ­თუ­ლად სი­ა­რუ­ლი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ და­ე­ცეს კი­დეც" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სო­ცი­ო­ლოგ­მა იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ახა­ლი პრე­მი­ე­რის­თვის ნიკა მე­ლი­ას "ქე­ი­სი" პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ტეს­ტი იქ­ნე­ბა.

"ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­ი­წყებს ჭი­და­ო­ბას არა მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ას­თან, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თა­ნაც. ყვე­ლა ვხე­დავთ, რომ ნიკა მე­ლი­ას გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ამ გა­მოხ­მა­უ­რე­ბის პა­თო­სი ისაა, რომ იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ არის და ქვე­ყა­ნა დე­მოკ­რა­ტი­ის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სტან­დარტს ვერ პა­სუ­ხობს, ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის და­პა­ტიმ­რე­ბა მხო­ლოდ და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას და სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შე­ეც­დე­ბა ია­როს მო­ლი­პულ გზა­ზე - ერთი ხე­ლით ოპო­ზი­ცია და­ა­წი­ო­კოს, ხოლო მე­ო­რე ხე­ლით სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი და­ა­შოშ­მი­ნოს და და­არ­წმუ­ნოს, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი წეს­რი­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა.

თუმ­ცა, რო­გორც ვთქვი, ასე­თი გზა მო­ლი­პუ­ლია და, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ღა­რი­ბაშ­ვილს გა­უ­ჭირ­დე­ბა მო­ლი­პულ გზა­ზე გა­მარ­თუ­ლად სი­ა­რუ­ლი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ და­ე­ცეს კი­დეც. მე­ლი­ას „ქე­ი­სი“ მის­თვის პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ტეს­ტი იქ­ნე­ბა" - აღ­ნიშ­ნა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

სო­ცი­ო­ლო­გი ფიქ­რობს, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხის­ტი პო­ლი­ტი­კა, სულ მცი­რე, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ხოლო, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ის თა­ვის თავ­საც და პარ­ტი­ის იმიჯ­საც კი­დევ უფრო მე­ტად გა­ა­კოტ­რებს.

" მე­ო­რე სა­კი­თხია, შევა თუ არა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი „ორ­ჯერ მდი­ნა­რე­ში“, ანუ შეძ­ლებს თუ არა და­კის­რე­ბუ­ლი მი­სი­ის (ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის გამ­ყა­რე­ბა) შეს­რუ­ლე­ბას, რა­საც ის პირ­ვე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის დროს მეტ-ნაკ­ლე­ბად ახერ­ხებ­და. მე ვფიქ­რობ, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხის­ტი პო­ლი­ტი­კა, სულ მცი­რე, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ხოლო, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ის თა­ვის თავ­საც და პარ­ტი­ის იმიჯ­საც კი­დევ უფრო მე­ტად გა­ა­კოტ­რებს." - ამ­ბობს კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ზე"

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარჩიელი
21

ვაა რა მარჩიელობაა

ნინი
74

ღარიბაშვილი ძლიერი და ღირსეული პოლიტიკოსია მელიასნაირები მისი სახელის გვერდით არ უნდა იხსენიებოდნენ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ღარიბაშვილს გაუჭირდება მოლიპულ გზაზე გამართულად სიარული... არ გამოვრიცხავ, რომ დაეცეს - მელიას "ქეისი" მისთის ტესტი იქნება" - სოციოლოგი

"ღარიბაშვილს გაუჭირდება მოლიპულ გზაზე გამართულად სიარული... არ გამოვრიცხავ, რომ დაეცეს - მელიას "ქეისი" მისთის ტესტი იქნება" - სოციოლოგი

"ღარიბაშვილს გაუჭირდება მოლიპულ გზაზე გამართულად სიარული. არ გამოვრიცხავ, რომ დაეცეს კიდეც" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პრემიერისთვის ნიკა მელიას "ქეისი" პირველი სერიოზული ტესტი იქნება.

"ღარიბაშვილი დაიწყებს ჭიდაობას არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთანაც. ყველა ვხედავთ, რომ ნიკა მელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.

ამ გამოხმაურების პათოსი ისაა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ხელისუფლება საქართველოში დამოუკიდებელი არ არის და ქვეყანა დემოკრატიის ამ უმნიშვნელოვანეს სტანდარტს ვერ პასუხობს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას და სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.

ღარიბაშვილი შეეცდება იაროს მოლიპულ გზაზე - ერთი ხელით ოპოზიცია დააწიოკოს, ხოლო მეორე ხელით საერთაშორისო პარტნიორები დააშოშმინოს და დაარწმუნოს, რომ ყველაფერი სამართლებრივი წესრიგის შენარჩუნების ფარგლებში ხდება.

თუმცა, როგორც ვთქვი, ასეთი გზა მოლიპულია და, დიდი ალბათობით, ღარიბაშვილს გაუჭირდება მოლიპულ გზაზე გამართულად სიარული. არ გამოვრიცხავ, რომ დაეცეს კიდეც. მელიას „ქეისი“ მისთვის პირველი სერიოზული ტესტი იქნება" - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

სოციოლოგი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის ხისტი პოლიტიკა, სულ მცირე, წარუმატებელი იქნება, ხოლო, უარეს შემთხვევაში, ის თავის თავსაც და პარტიის იმიჯსაც კიდევ უფრო მეტად გააკოტრებს.

" მეორე საკითხია, შევა თუ არა ღარიბაშვილი „ორჯერ მდინარეში“, ანუ შეძლებს თუ არა დაკისრებული მისიის (ავტორიტარიზმის გამყარება) შესრულებას, რასაც ის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს მეტ-ნაკლებად ახერხებდა. მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის ხისტი პოლიტიკა, სულ მცირე, წარუმატებელი იქნება, ხოლო, უარეს შემთხვევაში, ის თავის თავსაც და პარტიის იმიჯსაც კიდევ უფრო მეტად გააკოტრებს." - ამბობს კაჭკაჭიშვილი.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად "ინტერპრესნიუსზე"

ღარიბაშვილმა გვარამიას "კრიმინალი" და "არარაობა" უწოდა - "მთავარის" დირექტორი არასამთავრობოებს მიმართავს

"შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება" - ირაკლი ღარიბაშვილი

"თურმე დავითგარეჯის საქმე არის მოგონილი.... ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, ჩვენ რა გვჭირს?" - ირაკლი ღარიბაშვილი

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"