ავტორი:

"გადმოვიდა კაცი, რომელიც საჭესთან იჯდა და მამა არ მოკვდეო, ყვიროდა" - რუსთავში პატრულმა 2 წლამდე ბავშვი გადაარჩინა

"გადმოვიდა კაცი, რომელიც საჭესთან იჯდა და მამა არ მოკვდეო, ყვიროდა" - რუსთავში პატრულმა 2 წლამდე ბავშვი გადაარჩინა

რუსთავში, საპატრულო პოლიციამ 2 წლამდე ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც თვითმხილველები გამოცემასთან საუბარში ჰყვებიან, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წლის და 4 თვის ბავშვი კრუნჩხვაში ჩავარდა, რომელსაც დროული დახმარება საპატრულო პოლიციამ აღმოუჩინა.

"ჩემს თვალწინ გაჩერდა მანქანა. გადმოვიდა კაცი, რომელიც საჭესთან იჯდა და მამა, მამა, არ მოკვდეო ყვიროდა. მერე დედა გადმოვიდა მანქანიდან, ბავშვი ხელში ეკავა და ყვიროდნენ, ბაბი, ბაბი, ამოისუნთქეო. ხალხიც მოგროვდა, ხან ამოატრიალეს ეს ბავშვი, ხან რა დაემართა, ხან რა.

შემდეგ მე გამოვიძახე სასწრაფო, უფრო ადრე მოვიდა პატრული. სასწრაფომ დაგვირეკა სად მოვიდეთ ტერიტორიულადო და არ მოხვიდეთ, პატრულის თანამშრომლებმა წაიყვანესთქო. პატრულმა ძალიან მალე იმოქმედა, არც შეუხედავთ რამისთვის, გადმოვიდნენ მანქანიდან, ეგრევე ჩასვეს ბავშვი და წაიყვანეს. ფაქტიურად პატრულმა გადაარჩინა ეს პატარა გოგონა”, - უყვება ერთ-ერთი თვითმხილველი "ინფო რუსთავს".

გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა - ოჯახი მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

"ისე თბილად ექცეოდნენ პოლიციელები, რომ მოიყვანეს, მათგან წამოსვლა აღარ უნდოდა" - გლდანში დაკარგული 3 წლის ბავშვი პატრულმა იპოვა

"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან