მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც დავინტერესდი ჩემი პერსონაჟის ბედით - მაშ, იქნება, - მითხრა ირაკლიმ" - ნიკა ქავთარაძე ჩცდ-ს ახალი სეზონზე
"როდესაც დავინტერესდი ჩემი პერსონაჟის ბედით - მაშ, იქნება, - მითხრა ირაკლიმ" - ნიკა ქავთარაძე ჩცდ-ს ახალი სეზონზე

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მე-17 სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყო" - ეს ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცოტა ხნის წინ პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა გა­ავ­რცე­ლა, რა­მაც მა­ყუ­რე­ბელ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. საყ­ვა­რელ სე­რი­ალს ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი თით­ქმის 8 თვე ელო­და, რად­გან პან­დე­მი­ამ ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბა გა­ა­ხან­გრძლი­ვა.

გა­და­ღე­ბე­ბი რომ მარ­თლაც და­ი­წყო, ეს ელ­ვი­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მსა­ხი­ობ­მა, ნიკა ქავ­თა­რა­ძე­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა. ნი­კას­გან ისიც შე­ვი­ტყვეთ, რომ მის პერ­სო­ნაჟს ახალ სე­ზონ­ზე, სე­რი­ალ­ში კვლა­ვაც იხი­ლა­ვენ, რაც მა­საც ახა­რებს და მა­ყუ­რე­ბელ­საც გა­უ­ხარ­დე­ბა.

მე-16 სე­ზო­ნის ბო­ლოს AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ის თა­ვის გმირ­ზე გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ თუ შემ­დეგ სე­ზონ­ზე სე­რი­ალ­ში დიდ­ხანს იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ "გა­მის­წორ­დე­ბა".

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ელ­ვი­რი უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟია, "ტრო­ლე­ბის უფ­რო­სია", მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­სულ სე­ზონ­ზე ის შე­იყ­ვა­რა, რა­საც თა­ვად ნი­კას ოს­ტა­ტო­ბა­მაც შე­უ­წყო ხელი. არა­და, სე­რი­ალ­ში როლი პირ­ვე­ლად ითა­მა­შა.

"ტიპს იმ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა აქვს, და­დე­ბი­თი სა­ერ­თოდ, არა­ფე­რი... ქცე­ვე­ბით, მა­ნე­რე­ბით იმ­დე­ნად გრო­ტეს­კუ­ლი ტი­პა­ჟია, რომ მსგავ­სი, კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სო­ნა ალ­ბათ არც არ­სე­ბობს, რო­მელ­საც მი­ბა­ძავ და როლს ასე შექ­მნი. ასე რომ, არა­ვის მა­ნე­რე­ბის "და­მუ­ღა­მე­ბა" არ დამ­ჭირ­ვე­ბია. სრუ­ლი­ად ახა­ლი გმი­რის შექ­მნა მო­მიხ­და, (არა)ჩვე­უ­ლებ­რი­ვის.

მოკ­ლედ, ჩემი წარ­მო­სახ­ვის ტიპი მყავ­და, რო­მე­ლიც უპ­რინ­ცი­პო, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი ადა­მი­ნია. მას­ში ბევ­რი ვი­ღა­ცის ცუდი თვი­სე­ბაა თავ­მოყ­რი­ლი... ერთი შე­ხედ­ვით, რთუ­ლი რო­ლია, მაგ­რამ მა­ინც ად­ვი­ლი, იმი­ტომ, რომ არ თა­მა­შობ ყვე­ლას­თვის ნაც­ნობ ტიპს. „ტრო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი“ ხომ არა­ვინ იცის, რო­გო­რია?! ამი­ტომ, ირე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნაა..." - ამ­ბობ­და ნიკა ქავ­თა­რა­ძე 8 თვის წინ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მოკ­ლედ, მარ­ტის და­სა­წყი­სი­დან მო­ნატ­რე­ბულ სე­რი­ალს და მის გმი­რებს მა­ყუ­რე­ბე­ლი შეხ­ვდე­ბა, ამის­თვის ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. ახა­ლი სე­ზო­ნის შე­სა­ხებ კი ნიკა აი, რას გვე­უბ­ნე­ბა:

"ცოტა ხნის წინ, რო­დე­საც სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე, მე-17 სე­ზო­ნის წინ, მსა­ხი­ო­ბებს ხვდე­ბო­და, ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს, არც მე მი­კი­თხავს, მაგ­რამ მერე მა­ინც და­ვინ­ტე­რეს­დი ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ბე­დით. მაშ, იქ­ნე­ბა, მი­თხრა ირაკ­ლიმ. გა­მი­ხარ­და. რო­გორც ჩანს, ისე­თი პერ­სო­ნა­ჟია, რომ ასე უცებ მისი დათ­მო­ბა არ გა­მო­დის. მერე რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა­მაც მი­თხრა - პრო­მოს­თვის უნდა გა­და­გი­ღოო... რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ელ­ვი­რი ამ სე­ზონ­ზე ხან­გრძლი­ვად იქ­ნე­ბა. მად­ლო­ბა ამის­თვის მთელ გუნდს - სცე­ნა­რისტს, პრო­დი­უ­სე­რებს, რე­ჟი­სო­რებს. რა მოხ­დე­ბა ამ სე­ზონ­ზე, არა­ვინ იცის, ეს ახლა მხო­ლოდ ქეთი დევ­და­რი­ა­ნის თავ­შია...

- ელ­ვი­რი მის­თვის ჩვე­ულ ინ­ტრი­გებს ისევ დახ­ლარ­თავს?

- ეგეც არა­ვინ იცის...

- მო­გე­ნატ­რა შენი პერ­სო­ნა­ჟი?

- (იცი­ნის) რა მო­სა­ნატ­რე­ბე­ლი ეგ არის, მაგ­რამ მას­თან ისევ შეხ­ვედ­რა სა­ინ­ტე­რე­სოა და მინ­და... მა­ყუ­რე­ბელ­საც მო­ე­ნატ­რა და არა მარ­ტო ელ­ვი­რი, სე­რი­ა­ლი და დიდი მო­ლო­დი­ნი აქვთ. ეს იმ დღე­საც გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბის შე­სა­ხებ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის მიერ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და...

ვი­მე­ო­რებ, მე მას­თან შე­ხედ­რას მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი. ისე მისი და­ვი­წყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ამ პა­უ­ზის მან­ძილ­ზე მა­ყუ­რე­ბელ­მა არ მომ­ცა. ყველ­გან ელ­ვირს მახ­სე­ნებ­დნენ და ამის გამო დიდ სით­ბოს ვგრძნობ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კეკე
13

მეც არ ვთქვი, რა გადამატანინებს გახარიას წასვლასთქო. ამოვისუნთქე უკვე.

ლალუკა
43

სამარცხვინო ზესტაფონელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"როდესაც დავინტერესდი ჩემი პერსონაჟის ბედით - მაშ, იქნება, - მითხრა ირაკლიმ" - ნიკა ქავთარაძე ჩცდ-ს ახალი სეზონზე

"როდესაც დავინტერესდი ჩემი პერსონაჟის ბედით - მაშ, იქნება, - მითხრა ირაკლიმ" - ნიკა ქავთარაძე ჩცდ-ს ახალი სეზონზე

"ჩემი ცოლის დაქალების" მე-17 სეზონის გადაღებები დაიწყო" - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ პოპულარული სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა გაავრცელა, რამაც მაყურებელში სასიამოვნო აჟიოტაჟი გამოიწვია. საყვარელ სერიალს ერთგული მაყურებელი თითქმის 8 თვე ელოდა, რადგან პანდემიამ ახალი სეზონის დაწყება გაახანგრძლივა.

გადაღებები რომ მართლაც დაიწყო, ეს ელვირის როლის შემსრულებელმა მსახიობმა, ნიკა ქავთარაძემაც დაგვიდასტურა. ნიკასგან ისიც შევიტყვეთ, რომ მის პერსონაჟს ახალ სეზონზე, სერიალში კვლავაც იხილავენ, რაც მასაც ახარებს და მაყურებელსაც გაუხარდება.

მე-16 სეზონის ბოლოს AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის თავის გმირზე გვეუბნებოდა, რომ თუ შემდეგ სეზონზე სერიალში დიდხანს იქნება, მხოლოდ "გამისწორდება".

მიუხედავად იმისა, რომ ელვირი უარყოფითი პერსონაჟია, "ტროლების უფროსია", მაყურებელმა გასულ სეზონზე ის შეიყვარა, რასაც თავად ნიკას ოსტატობამაც შეუწყო ხელი. არადა, სერიალში როლი პირველად ითამაშა.

"ტიპს იმდენი უარყოფითი თვისება აქვს, დადებითი საერთოდ, არაფერი... ქცევებით, მანერებით იმდენად გროტესკული ტიპაჟია, რომ მსგავსი, კონკრეტული პერსონა ალბათ არც არსებობს, რომელსაც მიბაძავ და როლს ასე შექმნი. ასე რომ, არავის მანერების "დამუღამება" არ დამჭირვებია. სრულიად ახალი გმირის შექმნა მომიხდა, (არა)ჩვეულებრივის.

მოკლედ, ჩემი წარმოსახვის ტიპი მყავდა, რომელიც უპრინციპო, ყველაფერზე წამსვლელი ადამინია. მასში ბევრი ვიღაცის ცუდი თვისებაა თავმოყრილი... ერთი შეხედვით, რთული როლია, მაგრამ მაინც ადვილი, იმიტომ, რომ არ თამაშობ ყველასთვის ნაცნობ ტიპს. „ტროლების დირექტორი“ ხომ არავინ იცის, როგორია?! ამიტომ, ირეალური პერსონაა..." - ამბობდა ნიკა ქავთარაძე 8 თვის წინ ჩვენთან ინტერვიუში.

მოკლედ, მარტის დასაწყისიდან მონატრებულ სერიალს და მის გმირებს მაყურებელი შეხვდება, ამისთვის ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია. ახალი სეზონის შესახებ კი ნიკა აი, რას გვეუბნება:

"ცოტა ხნის წინ, როდესაც სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე, მე-17 სეზონის წინ, მსახიობებს ხვდებოდა, ჩემთვის არაფერი უთქვამს, არც მე მიკითხავს, მაგრამ მერე მაინც დავინტერესდი ჩემი პერსონაჟის ბედით. მაშ, იქნება, მითხრა ირაკლიმ. გამიხარდა. როგორც ჩანს, ისეთი პერსონაჟია, რომ ასე უცებ მისი დათმობა არ გამოდის. მერე რეჟისორმა გიორგი ლიფონავამაც მითხრა - პრომოსთვის უნდა გადაგიღოო... რაც იმას ნიშნავს, რომ ელვირი ამ სეზონზე ხანგრძლივად იქნება. მადლობა ამისთვის მთელ გუნდს - სცენარისტს, პროდიუსერებს, რეჟისორებს. რა მოხდება ამ სეზონზე, არავინ იცის, ეს ახლა მხოლოდ ქეთი დევდარიანის თავშია...

- ელვირი მისთვის ჩვეულ ინტრიგებს ისევ დახლართავს?

- ეგეც არავინ იცის...

- მოგენატრა შენი პერსონაჟი?

- (იცინის) რა მოსანატრებელი ეგ არის, მაგრამ მასთან ისევ შეხვედრა საინტერესოა და მინდა... მაყურებელსაც მოენატრა და არა მარტო ელვირი, სერიალი და დიდი მოლოდინი აქვთ. ეს იმ დღესაც გამოჩნდა, როდესაც სერიალის გადაღებების დაწყების შესახებ შემოქმედებითი ჯგუფის მიერ ინფორმაცია გავრცელდა...

ვიმეორებ, მე მასთან შეხედრას მოუთმენლად ველოდები. ისე მისი დავიწყების საშუალება ამ პაუზის მანძილზე მაყურებელმა არ მომცა. ყველგან ელვირს მახსენებდნენ და ამის გამო დიდ სითბოს ვგრძნობ.

37 842 კვლევა და კორონავირუსის  695 ახალი შემთხვევა - როგორია გასული 24 საათის ეპიდვითარება და სტატისტიკური მონაცემები საქართველოში

კვარიათში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

"ნინოწმინდის პანსიონის მიმართ მიმდინარე პროპაგანდისტული შტურმი პირდაპირ კავშირშია ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან" - ჯაღმაიძე