მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ
"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, გუ­და­უ­თა­ში, სას­ტუმ­რო­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ორი ბავ­შვი ემსხვერ­პლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას Sputnik ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტო აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ გუ­და­უ­თა­ში, ოჩამ­ჩი­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კერ­ძო სას­ტუმ­რო­ში ხან­ძრის ჩაქ­რო­ბი­სას, ორი - 2018 და 2020 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის ცხე­და­რი იპო­ვეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ხან­ძრე­ე­ბის ად­გილ­ზე მის­ვლი­სას ცე­ცხლის ალი უკვე შე­ნო­ბის რამ­დე­ნი­მე სარ­თულ­ზე იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. თვითმხილ­ვე­ლის თქმით, სახ­ლი რამ­დე­ნი­მე ოჯახს ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ:

"რო­გორ აღ­მოჩ­ნდნენ იქ მშობ­ლე­ბის გა­რე­შე, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თუმ­ცა, მა­ინც მგო­ნია, რომ ისი­ნი სხვა ოთახ­ში იყ­ვნენ და ბავ­შვებს აქეთ ეძი­ნათ... წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სა­ცო­და­ო­ბა ტრი­ა­ლებ­და, ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, მსხვერ­პლი გა­იზ­რდე­ბა თუ არა" - წერს დიმა გინ­დია.

"სა­ნამ ჩვე­ნი სა­ხან­ძრო ად­გილ­ზე მი­ვი­და, ორ სარ­თულ­ზე მთლი­ა­ნად იყო ცე­ცხლი მო­დე­ბუ­ლი. ხან­ძა­რი ან უყუ­რა­დღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბულ­მა ბავ­შვებ­მა გა­ა­ჩი­ნეს, ან გა­უ­მარ­თავ­მა ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბამ, აქ ხომ ყვე­ლა­ფე­რი დენ­ზეა და ისე­თი რა­მე­ე­ბი ხდე­ბა... და მა­ინც რა უნ­დო­დათ, ასე მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებს მარ­ტო" - წერს ჯუს­ტან თარ­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
6

dzalian guldasackvetia da arasasiamovno ambavi gmertma natelshi amkopos mati suli ase upatronodaa cveni mica migdebulida icvis bavshvebi chemi sakvareli gudauta da kvela kartvelis icvis upatronod upro scorad cvaven 

nina
2

რა საშინელი ამბავია, როგორ დატოვეს მარტო ბავშვები. 

ავტორი:

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას Sputnik ავრცელებს.

სააგენტო აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ გუდაუთაში, ოჩამჩირის ქუჩაზე მდებარე კერძო სასტუმროში ხანძრის ჩაქრობისას, ორი - 2018 და 2020 წლებში დაბადებული ბავშვის ცხედარი იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, მეხანძრეების ადგილზე მისვლისას ცეცხლის ალი უკვე შენობის რამდენიმე სართულზე იყო გავრცელებული. თვითმხილველის თქმით, სახლი რამდენიმე ოჯახს ჰქონდა ნაქირავები.

მომხდარი ტრაგედიის შესახებ ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ:

"როგორ აღმოჩნდნენ იქ მშობლების გარეშე, მცირეწლოვანი ბავშვები, წარმოუდგენელია. თუმცა, მაინც მგონია, რომ ისინი სხვა ოთახში იყვნენ და ბავშვებს აქეთ ეძინათ... წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა, ჯერ კიდევ არ ვიცით, მსხვერპლი გაიზრდება თუ არა" - წერს დიმა გინდია.

"სანამ ჩვენი სახანძრო ადგილზე მივიდა, ორ სართულზე მთლიანად იყო ცეცხლი მოდებული. ხანძარი ან უყურადღებოდ მიტოვებულმა ბავშვებმა გააჩინეს, ან გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ, აქ ხომ ყველაფერი დენზეა და ისეთი რამეები ხდება... და მაინც რა უნდოდათ, ასე მცირეწლოვან ბავშვებს მარტო" - წერს ჯუსტან თარბა.

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ, "ეს სიკეთე" მიიღონ" - როგორ შეხვდა აფხაზი მოსახლეობა რეგიონში რუსული ვაქცინის შეტანას?