პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი გახარია, შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი გახდეს... დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას" - ექსპერტი
"გიორგი გახარია, შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი გახდეს... დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას" - ექსპერტი

პო­ლი­ტო­ლოგ მა­მუ­კა არე­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, შე­საძ­ლოა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის, ე.წ. მე­სა­მე ძა­ლის ლი­დე­რი გახ­დეს.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც არე­ში­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და, გა­ხა­რია იქ­ნე­ბა იმგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რი, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

"პა­რა­დოქ­სა­ლუ­რი რამე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, შე­იძ­ლე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რია იყოს ე.წ. ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ერთ-ერთი ლი­დე­რი, მე­სა­მე ძა­ლას რომ ვამ­ბობთ ხოლ­მე. შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ასე­თი ლი­დე­რი, მაგ­რამ ის არ იქ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" იდე­ო­ლო­გი­ის ოპო­ზი­ცი­ა­ში, მისი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის იქ­ნე­ბა იმ ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რი, რო­მე­ლიც და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა არე­ში­ძემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად რა­დი­კა­ლი­ზე­ბუ­ლი და და­ძა­ბუ­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბაც მოხ­დეს. არე­ში­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან ცუდ ზღვარ­ზე დგას, ამი­ტომ სი­ტუ­ა­ცი­ის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია.

"ამო­ცა­ნე­ბი უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, რა ამო­ცა­ნა აქვს მმარ­თველ გუნდს და რა ამო­ცა­ნა აქვს ოპო­ზი­ცი­ას. ამო­ცა­ნე­ბის გან­სა­ზღვრის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ მი­ვი­ღებთ შე­დეგს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ვა­ლა­ლო სუ­რა­თი ჩნდე­ბა. ამა­თი ამო­ცა­ნე­ბი არა­თუ ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა ფრაგ­მენ­ტუ­ლა­დაც კი, არა­მედ შორ­დე­ბა, სხვა­დას­ხვა ამ­პლი­ტუ­და­ზე მოძ­რა­ო­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თქვენ რო­დე­საც მე­კი­თხე­ბით რა სჭირ­დე­ბა დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას, დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას სჭირ­დე­ბა ორი­ვე მხრი­დან კომ­პრო­მი­სე­ბი. ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან კომ­პრო­მი­სი გა­მო­რი­ცხუ­ლია. ოპო­ზი­ცი­ის ამო­ცა­ნა არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა.

ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ არის მათი ამო­ცა­ნა. მათი ამო­ცა­ნაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა ნე­ბის­მი­ე­რი გზით, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გზა იქ­ნე­ბა ეს, ლე­გი­ტი­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცია თუ სხვა. რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მას სურს ძა­ლა­უფ­ლე­ბა რო­გორ­მე თა­ვად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნია ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა, ამ ვი­თა­რე­ბა­ში ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლად და­სა­ნა­ხია, ქვე­ყა­ნა არის მუდ­მივ კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში და ეს არ არის 5-6 წლის თუ 9 წლის ამ­ბა­ვი, ეს არის 30 წლის ამ­ბა­ვი. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტე­ლი­ტის­თვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ყო­ველ­თვის ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში მოს­ვლაა", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა არე­ში­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პროგნოზი
185

ახალი ძალა სწორედ გახარია უნდა იყოს, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით.

???
60

კარგი ერთი! მაინც რას უშვრება ამ არეშიძეს სტიპენდია))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გიორგი გახარია, შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი გახდეს... დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას" - ექსპერტი

"გიორგი გახარია, შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი გახდეს... დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას" - ექსპერტი

პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალის, ე.წ. მესამე ძალის ლიდერი გახდეს.

ამასთანავე, როგორც არეშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, გახარია იქნება იმგვარი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას დაუპირისპირდება.

"პარადოქსალური რამე შემიძლია გითხრათ, შეიძლება გიორგი გახარია იყოს ე.წ. ახალი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, მესამე ძალას რომ ვამბობთ ხოლმე. შეიძლება გახდეს ასეთი ლიდერი, მაგრამ ის არ იქნება "ქართული ოცნების" იდეოლოგიის ოპოზიციაში, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის იქნება იმ ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე შეფასებით, სიტუაცია იმდენად რადიკალიზებული და დაძაბულია, რომ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაც მოხდეს. არეშიძის თქმით, საქართველო ძალიან ცუდ ზღვარზე დგას, ამიტომ სიტუაციის პროგნოზირება რთულია.

"ამოცანები უნდა განისაზღვროს, რა ამოცანა აქვს მმართველ გუნდს და რა ამოცანა აქვს ოპოზიციას. ამოცანების განსაზღვრის შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ შედეგს, რომლის მიხედვითაც სავალალო სურათი ჩნდება. ამათი ამოცანები არათუ ერთმანეთს არ ემთხვევა ფრაგმენტულადაც კი, არამედ შორდება, სხვადასხვა ამპლიტუდაზე მოძრაობენ. აქედან გამომდინარე, თქვენ როდესაც მეკითხებით რა სჭირდება დღევანდელ სიტუაციას, დღევანდელ სიტუაციას სჭირდება ორივე მხრიდან კომპრომისები. ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი გამორიცხულია. ოპოზიციის ამოცანა არის ხელისუფლებაში მოსვლა.

ახალი არჩევნები, მოლაპარაკებები არ არის მათი ამოცანა. მათი ამოცანაა ხელისუფლებაში მოსვლა ნებისმიერი გზით, რევოლუციური გზა იქნება ეს, ლეგიტიმური რევოლუცია თუ სხვა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მას სურს ძალაუფლება როგორმე თავად შეინარჩუნოს და დეკლარირებული მიზანია ქვეყნის აღმშენებლობა, ამ ვითარებაში ქვეყნის აღმშენებლობის პერსპექტივა ძალიან რთულად დასანახია, ქვეყანა არის მუდმივ კრიზისულ ვითარებაში და ეს არ არის 5-6 წლის თუ 9 წლის ამბავი, ეს არის 30 წლის ამბავი. ქართული პოლიტელიტისთვის მთავარი ამოცანა ყოველთვის ძალაუფლებაში მოსვლაა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

გია გაჩეჩილაძის თქმით, 9 აპრილს მდუმარე აქცია გაიმართება და "საქართველოს მარადისობის დღე" დაფუძნდება

"IRI-ის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული იყო" - მამუკა მდინარაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"