საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა - მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სახე იქნება?
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა - მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სახე იქნება?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რად­გი­ნა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას მოქ­მე­დი მო­ად­გი­ლე, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე და­ი­კა­ვებს, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრ მაია ცქი­ტიშ­ვილს, მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე შეც­ვლის.

„მე მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ დღეს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წარ­ვუდ­გი­ნე. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში მი­ნის­ტრო­ბის ორი ახა­ლი კან­დი­და­ტი გვე­ყო­ლე­ბა, სხვა წევ­რე­ბი კი და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ბი­ან. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას მოქ­მე­დი მო­ად­გი­ლე, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე და­ი­კა­ვებს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დროს მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და. მას აქვს ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა, იგი არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რი და მე მჯე­რა, რომ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი. ამავდრო­უ­ლად, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრ მაია ცქი­ტიშ­ვილს, მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე შეც­ვლის, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

მას მსხვი­ლი პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და მე მჯე­რა, რომ ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს უკვე წარ­ვუდ­გი­ნეთ და კენ­ჭისყრა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ბო­ლოს, მე მინ­და ქალ­ბა­ტონ მაია ცქი­ტიშ­ვილს გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მისი ერ­თგუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის გა­წე­უ­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ჩვენს ქვე­ყა­ნას და არა­ერთ მთავ­რო­ბას, უკვე ხუთი პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის მთავ­რო­ბას და მე მინ­და, მას კი­დევ ერთხელ, ჩვე­ნი გუნ­დის სა­ხე­ლით და პი­რა­დად ჩემ­გან გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
96

შენ მე გნახავ დიდ სანაგვეზე მჟავე სახეები ოდნავ მაინც გაანათეთ უნიათებო. მიშას დიდი ხანია გაასწარით ნაძირლობაში.

მოკლედ
69

მდგრადი გეზით... უ ფ ს კ რ უ ლ ი ს ა კ ე ნ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა - მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სახე იქნება?

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა - მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სახე იქნება?

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

„მე მინდა გაცნობოთ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარვუდგინე. ჩემი გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტში მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი გვეყოლება, სხვა წევრები კი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩებიან. თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, იგი არის წარმატებული მენეჯერი და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული თავდაცვის მინისტრი. ამავდროულად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

მას მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს და მე მჯერა, რომ ბატონი ირაკლი ასევე წარმატებული მინისტრი იქნება. მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს უკვე წარვუდგინეთ და კენჭისყრა კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში გაიმართება. ბოლოს, მე მინდა ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე ხუთი პრემიერ - მინისტრის მთავრობას და მე მინდა, მას კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ხელისუფლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პირით, შხამიანი გველივით სპობს კომპრომისის შანსს" - არმაზ ახვლედიანი

"ივანიშვილი თვითონ არჩევს თავის მემკვიდრეებს... "ნაცმოძრაობა" კი სააკაშვილის კვაზიმესიანისტურ დაბრუნებას ესწრაფვის" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

"იმ დილით გავიგე და ძალიან გამიკვირდა" - რას ამბობს დავით სერგეენკო გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ