საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისოლ ჯგუფმა რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრი, "ფოთი მოლი" გახსნა
ვისოლ ჯგუფმა რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრი, "ფოთი მოლი" გახსნა

"ვი­სოლ ჯგუ­ფის" შვი­ლო­ბილ­მა კომ­პა­ნია “MP Development” -მა ქ. ფოთ­ში სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი „ფოთი მოლი“ გახ­სნა.

რო­გორც "ვი­სოლ ჯგუ­ფის" პრე­ზი­დენ­ტმა, სოსო ფხა­კა­ძემ, აღ­ნიშ­ნა, ეს „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ რი­გით მე-6 სა­ვაჭ­რო ცენ­ტრია, სა­დაც 150-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი და­საქმდა.

„ ზო­გა­დად სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ჩვე­ნი ჯგუ­ფის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. „ფოთი მოლი“ - არის ჩვე­ნი რი­გით მე­ექ­ვსე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი. ის ფაქ­ტი, რომ ეს მოლი ქ. ფოთ­ში გა­იხ­სნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვა­ხა­რებს, რად­გან იგი პირ­ვე­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრია ქ. ფო­თის­თვის და ამ ფაქტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა. ამ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის გახ­სნით შე­იქ­მნა საკ­მა­ოდ თა­ნა­მედ­რო­ვე და კარ­გი სივ­რცე. ვფიქ­რობთ, შე­ნო­ბაც სა­ინ­ტე­რე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა“ - აღ­ნიშ­ნა სოსო ფხა­კა­ძემ.

"ფოთი მოლ­ში" რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ბრენ­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რი­საა „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ პარტნი­ო­რი კომ­პა­ნია „კარ­ფუ­რი“. რო­გორც სოსო ფხა­კა­ძემ გან­მარ­ტა, ამ ეტაპ­ზე და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე სხვა ცნო­ბილ ბრენდთან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

"ფოთი მოლი" ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს და 3000 კვად­რა­ტულ მეტრს მო­ი­ცავს. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში კი სა­ვაჭ­რო ფარ­თე­ბი ორ სარ­თულ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში სხვა­დას­ხვა ტი­პის ბიზ­ნე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ვფიქ­რობ, წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ბევ­რი ბიზ­ნეს კომ­პა­ნია ვი­თარ­დე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბით კი­დევ უფრო მე­ტად და­ვინ­ტე­რეს­დეთ.“ - აღ­ნიშ­ნა სოსო ფხა­კა­ძემ.

"ფოთი მო­ლის" პრო­ექ­ტის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 6 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. რაც შე­ე­ხე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, "ვი­სოლ ჯგუ­ფი" რი­გით მე-7 სა­ვაჭ­რო ცენ­ტრს ქ. რუს­თავ­ში მიმ­დი­ნა­რე წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გახ­სნის, სა­დაც შე­ნო­ბის სა­ერ­თო ფარ­თი 20. 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი იქ­ნე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა ქ. ფოთს, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვაკ­ვირ­დე­ბით სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მუ­შა­ო­ბას და შემ­დეგ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რო­დის შე­ვი­დეთ ამ ქა­ლაქ­ში ჩვენს ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი სხვა ბრენ­დე­ბი­თაც “ - აღ­ნიშ­ნა სოსო ფხა­კა­ძემ.

(R)

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
---
5

ვაშაა, რაღა გვინდა

mira
18

რატო არ გახსნიდი, რო? რაც შენ ფული და აპლოდისმენტები ჩაყარე ქოც-მთავრობის გამხნევება-გაძღომაში... უსიამოვნო რიჟა აყლაყუდა ქოცვაჭარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვისოლ ჯგუფმა რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრი, "ფოთი მოლი" გახსნა

ვისოლ ჯგუფმა რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრი, "ფოთი მოლი" გახსნა

"ვისოლ ჯგუფის" შვილობილმა კომპანია “MP Development” -მა ქ. ფოთში სავაჭრო ცენტრი „ფოთი მოლი“ გახსნა.

როგორც "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ, აღნიშნა, ეს „ვისოლ ჯგუფის“ რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრია, სადაც 150-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

„ ზოგადად სავაჭრო ცენტრების მშენებლობა ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „ფოთი მოლი“ - არის ჩვენი რიგით მეექვსე სავაჭრო ცენტრი. ის ფაქტი, რომ ეს მოლი ქ. ფოთში გაიხსნა განსაკუთრებულად გვახარებს, რადგან იგი პირველი სავაჭრო ცენტრია ქ. ფოთისთვის და ამ ფაქტს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამ სავაჭრო ცენტრის გახსნით შეიქმნა საკმაოდ თანამედროვე და კარგი სივრცე. ვფიქრობთ, შენობაც საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა“ - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

"ფოთი მოლში" რამდენიმე ცნობილი ბრენდია წარმოდგენილი, მათ შორისაა „ვისოლ ჯგუფის“ პარტნიორი კომპანია „კარფური“. როგორც სოსო ფხაკაძემ განმარტა, ამ ეტაპზე დამატებით რამდენიმე სხვა ცნობილ ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

"ფოთი მოლი" ქალაქის ცენტრში მდებარეობს და 3000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სავაჭრო ცენტრში კი სავაჭრო ფართები ორ სართულზეა განთავსებული.

"განსაკუთრებით რეგიონებში სხვადასხვა ტიპის ბიზნესების განვითარება, ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ბიზნეს კომპანია ვითარდება რეგიონებში და ყველას მოვუწოდებ, რომ ჩვენი ქვეყნის რეგიონალური განვითარების პერსპექტივებით კიდევ უფრო მეტად დავინტერესდეთ.“ - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

"ფოთი მოლის" პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს, "ვისოლ ჯგუფი" რიგით მე-7 სავაჭრო ცენტრს ქ. რუსთავში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გახსნის, სადაც შენობის საერთო ფართი 20. 000 კვადრატული მეტრი იქნება.

„რაც შეეხება ქ. ფოთს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავაკვირდებით სავაჭრო ცენტრის მუშაობას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას როდის შევიდეთ ამ ქალაქში ჩვენს ჯგუფში შემავალი სხვა ბრენდებითაც “ - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

(R)

„ნენას“ ბიო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის სტატუსი მიენიჭა

„მიწოდება ჯერ მხოლოდ საქართველოს 80%-ში, ხოლო მალე დანარჩენ 20%-შიც“ – Order24-ის კამპანია ოკუპაციის შესახებ

პირველი ქართული უნივერსიტეტი MIT-ს სამეწარმეო ქსელში - BTU-მ წევრობა მიიღო