ავტორი:

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ

სამხრეთ კორეის ერთ-ერთი სასტუმრო სკანდალში გაეხვა და ადმინისტრაციას ბოდიშის მოხდა მოუწია. საქმე ისაა, რომ ქუჩაში გამვლელ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაენახათ სასტუმროს საუნის შიდა ნაწილი და ის, თუ როგორ სარგებლობდნენ სასტუმროში მყოფი პირები საუნით.

როგორც CNN წერს, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კუნძულ ჯეჯუზე მდებარეობს და ადმინისტრაციამ ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც ადგილობრივმა ბლოგერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუნას მინები იმგვარად ჰქონდა, გამვლელებს შეეძლოთ დაენახათ ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ახალი აშენებულია და ახლახანს დაიწყო სტუმრების მიღება.

კორეელმა ბლოგერმა თავისი გამოცდილების შესახებ საკუთარ ბლოგზე დაწერა და ამბავი მალევე ვირუსულად გავრცელდა.

"თაფლობის თვის გასატარებლად ჯეჯუს კუნძულზე წავედი, მე და ჩემი ცოლი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ლუქსში დავბინავდით, მაგრამ ჩემი თაფლობის თვე ცხოვრების ყველაზე ცუდ მოგონებად იქცა.

იქ ყოფნის ბოლო დღეს სასეირნოდ გავედი და უცებ საუნის ფანჯრებს რომ გავხედე, აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ჩანს, რაც იქ ხდება, ქუჩიდან, ავტოსადგომიდან, პარკიდან, ყველაფრის დანახვაა შესაძლებელი. მე და ჩემი ცოლი შოკში ვიყავით. რადგანაც მივხვდით, რომ როცა აბაზანას ვიყენებდით, შხაპს ვიღებდით, შესაძლოა, არაერთი ადამიანი გვიყურებდა“, - წერს ბლოგერი.

აღნიშნულის გამო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა სასტუმროს ნაწილი დაკეტეს. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შეცდომა დაუშვეს მისი მოწყობის დროს და მინები ისე დაამონტაჟეს, რომ როცა საუნაში შიგნით ხარ, ვერ გრძნობ, თუ გარედან ვინმე გიყურებს, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია.