სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?
რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მი­ი­ღო "ბრა­უ­ნინ­გის" M2 ტი­პის მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ტყვი­ამფრქვე­ვე­ბი და Mk-19 ტი­პის დაზ­გის ავ­ტო­მა­ტუ­რი ყუმ­ბარ­სა­ტყორ­ცნე­ბი.

ია­რა­ღის ეს სა­ხე­ო­ბე­ბი, რა თქმა უნდა, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე არ არის - Mk-19 1968 წლი­დან იწარ­მო­ე­ბა და ვი­ეტ­ნა­მის ომი გა­მო­ი­ა­რა, ხოლო 1933 წლი­დან სე­რი­უ­ლად გა­მოშ­ვე­ბულ­მა მსხვილ­კა­ლიბ­რი­ან­მა M2-მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომიც კი "ნახა", მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ორი­ვე სა­ხე­ო­ბა დღემ­დე აშშ-ის არ­მი­ის ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფუ­რი ია­რა­ღია, რო­მელ­საც და­ნა­ყო­ფე­ბის სა­ცე­ცხლე მხარ­და­ჭე­რის­თვის იყე­ნე­ბენ.

აქამ­დე ქარ­თუ­ლი არ­მი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში იყო ანა­ლო­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის საბ­ჭო­თა მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ტყვი­ამფრქვე­ვე­ბი - Утёс-ი და АГС-17 ტი­პის ავ­ტო­მა­ტუ­რი ყუმ­ბარ­სა­ტყორ­ცნე­ბი, თუმ­ცა არ­ცთუ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. არ შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ საბ­ჭო­თა Утёс-ი და АГС-17 მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩა­მორ­ჩე­ბა ანა­ლო­გი­ურ ამე­რი­კულ ია­რაღს, მაგ­რამ თუ ქარ­თუ­ლი არ­მია ნელ-ნელა ნა­ტოს სტან­დარ­ტებ­ზე გა­და­დის, მა­შინ მისი შე­ი­ა­რა­ღე­ბაც და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბიც ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ერ­თი­ან სტან­დარტს უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. ამას უდი­დე­სი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ერ­თობ­ლი­ვი საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დროს. თა­ვად წარ­მო­იდ­გი­ნეთ - სა­დღაც ავ­ღა­ნეთ­ში მო­რი­გი ყიშ­ლა­ყის გა­კონ­ტრო­ლე­ბი­სას რო­დე­საც ამე­რი­კელ მე­ტყვი­ამფრქვე­ვეს 12,7 მმ-იანი ტყვი­ამფრქვე­ვის ვაზ­ნე­ბი გა­უ­თავ­დე­ბა, მას ქარ­თვე­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი უწი­ლა­დებს, ან მო­მა­ვალ­ში ქარ­თუ­ლი სოფ­ლის დამ­ცვე­ლებს ამე­რი­კე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი არ­სე­ნა­ლი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნი­ან 40 მმ-იანი ავ­ტო­მა­ტუ­რი ყუმ­ბარ­სა­ტყორ­ცნის ყუმ­ბა­რებს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
22

შურდულები

ნუნუ
9

ვერ გავიგე! საქართველომ ომი არ უნდა დაიწყოს და თავიც არ უნდა დაიცვასო, 8 წელია ვისმენთ! შეიარაღება მარტო იმისთვის გვჭირდება, რომ ვიღაცეებმა მილიონები მოიპარონ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?

რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში მიიღო "ბრაუნინგის" M2 ტიპის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და Mk-19 ტიპის დაზგის ავტომატური ყუმბარსატყორცნები.

იარაღის ეს სახეობები, რა თქმა უნდა, ულტრათანამედროვე არ არის - Mk-19 1968 წლიდან იწარმოება და ვიეტნამის ომი გამოიარა, ხოლო 1933 წლიდან სერიულად გამოშვებულმა მსხვილკალიბრიანმა M2-მა მეორე მსოფლიო ომიც კი "ნახა", მაგრამ მიუხედავად ამისა, ორივე სახეობა დღემდე აშშ-ის არმიის ძირითადი ჯგუფური იარაღია, რომელსაც დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერისთვის იყენებენ.

აქამდე ქართული არმიის შეიარაღებაში იყო ანალოგიური დანიშნულების საბჭოთა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები - Утёс-ი და АГС-17 ტიპის ავტომატური ყუმბარსატყორცნები, თუმცა არცთუ დიდი რაოდენობით. არ შეიძლება იმის თქმა, რომ საბჭოთა Утёс-ი და АГС-17 მაინცდამაინც ჩამორჩება ანალოგიურ ამერიკულ იარაღს, მაგრამ თუ ქართული არმია ნელ-ნელა ნატოს სტანდარტებზე გადადის, მაშინ მისი შეიარაღებაც და საბრძოლო მასალებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიან სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. ამას უდიდესი, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ერთობლივი საბრძოლო ოპერაციების ჩატარების დროს. თავად წარმოიდგინეთ - სადღაც ავღანეთში მორიგი ყიშლაყის გაკონტროლებისას როდესაც ამერიკელ მეტყვიამფრქვევეს 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევის ვაზნები გაუთავდება, მას ქართველი თანამებრძოლი უწილადებს, ან მომავალში ქართული სოფლის დამცველებს ამერიკელები თავიანთი არსენალიდან გამოუგზავნიან 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნის ყუმბარებს. გააგრძელეთ კითხვა

ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" უსაფრთხოების მთავარ შტაბზე დარტყმა განახორციელა

"ცახალი" - რას წარმოადგენს არმია, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია