სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო
რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში­ვე "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა.

ცნო­ბის­თვის, მთავ­რო­ბა­ში მე­ო­რედ მობ­რუ­ნე­ბუ­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, პრე­მი­ე­რად წარ­დგე­ნამ­დე მთავ­რო­ბის კა­ბი­ნეტ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი 2015 წელს და­ტო­ვა, 2019 წელს კი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად დაბ­რუნ­და.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნე­ბას ფლობს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. მან ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2020 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს შე­ავ­სო.

რო­გორც მის მიერ შევ­სე­ბულ დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ფლობს: 121,8 კვ.მ ბი­ნას და 16 კვ.მ ავ­ტო­ფა­რეხს თბი­ლის­ში, რა­შიც 2009 წელს ჯამ­ში 110 000 ლარი გა­და­ი­ხა­და. ასე­ვე, 2011 წელს შე­ძე­ნილ 170 კვ.მ და 159 კვ.მ ბი­ნებს, 38 კვ.მ და 11 კვ.მ არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებს თბი­ლის­ში, მო­სეშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 432 700 ლარს შე­ად­გენს. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა აუდი A8 (გა­მოშ­ვე­ბის წელი 2019), რა­შიც 75 620 ევრო გა­და­ი­ხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­კუთ­რე­ბას, ირაკ­ლი ღა­რი­ბა­ში­ლის მე­უღ­ლის, ნუნუ თა­მა­ზაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა 1530 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი ბა­კუ­რი­ან­ში, რო­მე­ლიც 2019 წელს სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით 76 500 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ასე­ვე, ნუნუ თა­მა­ზაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა RANGE ROVER VELAR (გა­მოშ­ვე­ბის წელი 2018), რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 46 000 ევ­როს შე­ად­გენს. იხი­ლეთ სრუ­ლად

ცნო­ბი­ლია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბია. 2020 წლის მარ­ტში "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა და გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მა­ჯის სა­ა­თე­ბის ჯა­მუ­რი ფასი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. ის და მისი მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს ატა­რებ­დნენ 8 სა­ათს, თი­თო­ე­უ­ლის ფასი 18-დან 300 ათას ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, თუმ­ცა ეს სა­ა­თე­ბი პრე­ი­ე­რის ბოლო დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვერ მოხ­ვდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
15

რაც მოიპარა და რამდენიც, იმდენს ფლობს! გადაიჭიმავს სიფათს და უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს, აკადემია აქვს გავლილი, ოჯახში!!

***
26

ამას როგორ ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ვიტყოდი, მაგრამ ამის ყურებას ისევ წულუკიანი მერჩივნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო

რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, რამდენიმე საათშივე "ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ცნობისთვის, მთავრობაში მეორედ მობრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერად წარდგენამდე მთავრობის კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წელს დატოვა, 2019 წელს კი თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა.

"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ღარიბაშვილი. მან ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო.

როგორც მის მიერ შევსებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, თავდაცვის მინისტრი ფლობს: 121,8 კვ.მ ბინას და 16 კვ.მ ავტოფარეხს თბილისში, რაშიც 2009 წელს ჯამში 110 000 ლარი გადაიხადა. ასევე, 2011 წელს შეძენილ 170 კვ.მ და 159 კვ.მ ბინებს, 38 კვ.მ და 11 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართებს თბილისში, მოსეშვილის ქუჩაზე, რომელთა ჯამური ღირებულება 432 700 ლარს შეადგენს. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა აუდი A8 (გამოშვების წელი 2019), რაშიც 75 620 ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების საკუთრებას, ირაკლი ღარიბაშილის მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის სახელზეა 1530 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს სასესხო ხელშეკრულებით 76 500 აშშ დოლარად შეიძინა. ასევე, ნუნუ თამაზაშვილის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა RANGE ROVER VELAR (გამოშვების წელი 2018), რომლის ღირებულება 46 000 ევროს შეადგენს. იხილეთ სრულად

ცნობილია, რომ ღარიბაშვილის გატაცება ძვირადღირებული საათებია. 2020 წლის მარტში "რადიო თავისუფლებამ" ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გამოავლინა, რომ თავდაცვის მინისტრის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ის და მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს, თუმცა ეს საათები პრეიერის ბოლო დეკლარაციაში ვერ მოხვდა.

"სად არის ბადრი ესებუა - საქართველოშია, თუ დატოვა ქვეყანა იმ ხურჯინით, რომელშიც 500 000 დოლარი ჩავუწყვეთ" - ელისაშვილი გომელაურს

ეკატერინე ტიკარაძე შრომით მიგრაციაზე - შემდეგი ქვეყნები, რომლებიც მოლაპარაკების რეჟიმში გვყავს, არის საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელი

მიხეილ ჩხენკელი საქართველოში კოსმოსური სააგენტოს აღდგენას გეგმავს