პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია - რა შედეგები აჩვენა ახალმა კვლევებმა
Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია - რა შედეგები აჩვენა ახალმა კვლევებმა

Pfizer- ის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დოზა ვირუ­სის­გან დაც­ვის კუ­თხით 85%-ით ეფექ­ტუ­რია, - Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის Sheba Medical Center-ის მიერ მედ­პერ­სო­ნალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს 7 214 თა­ნამ­შრო­მელს შო­რის, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დოზა იან­ვარ­ში გა­უ­კე­თეს, 15-28 დღე­ში კო­ვიდ 19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის სიმპტო­მუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი 85%-ით შემ­ცირ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თო ჯამ­ში, ასიმპტო­მუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის ჩათ­ვლით, ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 75%-ით იკლო.

Sheba Medical Center-ის ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა, გილი რე­გევ-იო­ჩა­იმ გან­მარ­ტა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს, ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი იყ­ვნენ.

„ჩვენ 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი არ გვყავს“, - აღ­ნიშ­ნა ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა.

Sheba Medical Center-ის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ჟურ­ნალ The Lancet-ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

Pfizer-მა მო­ნა­ცე­მებ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. კომ­პა­ნი­ის გან­მარ­ტე­ბით, ვაქ­ცი­ნის რე­ა­ლურ ეფექ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ის­რა­ელ­ში, Pfizer-ი სა­კუ­თარ ანა­ლიზს ატა­რებს.

გარ­და ამი­სა, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სის ე.წ. „სამ­ხრეთ აფ­რი­კულ­მა“ ვა­რი­ან­ტმა, შე­საძ­ლოა, Pfizer/BioNTech-ის ვაქ­ცი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან დაც­ვა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­როს.

კვლე­ვის დროს ვაქ­ცი­ნის შემ­ქმნე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ლი­ა­ლის (UTMB) მეც­ნი­ე­რებ­მა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნეს ვირუ­სი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და იგი­ვე მუ­ტა­ცი­ებს, რომ­ლებ­საც სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში პირ­ვე­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის, B.1.351–ის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ვა­რი­ან­ტი.

მკვლე­ვა­რებ­მა ვირუ­სი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლზე გა­მოს­ცა­დეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მას­ში მა­ნე­იტ­რა­ლე­ბე­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის დონე 2/3-ით ნაკ­ლე­ბი იყო, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ა­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, იმის გამო, რომ ჯერ კი­დევ არ არის დად­გე­ნი­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა დო­ნეა სა­ჭი­რო ვირუ­სის­გან და­სა­ცა­ვად, უც­ნო­ბია, გახ­დის თუ არა მათი რა­ო­დე­ნო­ბის 2/3-ით შემ­ცი­რე­ბა ვაქ­ცი­ნას არა­ე­ფექ­ტურს ე.წ. „სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი“ ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ.

ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ლი­ა­ლის პრო­ფე­სო­რის და კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტო­რის, პეი-იონგ ში­მის გან­ცხა­დე­ბით, იგი მი­იჩ­ნევს, რომ Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა ადა­მი­ა­ნებს ამ ვა­რი­ან­ტის­გან და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან მა­ინც და­ი­ცავს.

”ჩვენ არ ვი­ცით რა არის გა­მა­ნე­იტ­რა­ლებ­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა,”- აღ­ნიშ­ნა მან და დას­ძი­ნა, რომ მისი აზ­რით, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი რე­აქ­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა იმ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, რაც ვირუ­სის­გან და­სა­ცა­ვად არის სა­ჭი­რო.

კვლე­ვის დას­კვნე­ბი New England Journal of Medicine (NEJM) - ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ამას­თან, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ევ­რო­კავ­შირ­სა და აშშ-ს მო­უ­წო­დებს, თა­ვი­ან­თი ვაქ­ცი­ნე­ბის 4-5% სას­წრა­ფოდ გა­უგ­ზავ­ნონ გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებს.

“ჩვენ არ ვსა­უბ­რობთ მი­ლი­არ­დო­ბით დო­ზის ან მი­ლი­არ­დო­ბით ევ­როს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ყო­ფა­ზე. საქ­მე ეხე­ბა იმ დო­ზე­ბის 4-5% სწრა­ფად გა­მო­ყო­ფას, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს. ეს არ შეც­ვლის ჩვენს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნი­ებს. თი­თო­ე­ულ­მა ქვე­ყა­ნამ უნდა გა­მო­ყოს კუთ­ვნი­ლი დო­ზე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სწრა­ფად,” - გა­ნა­ცხა­და ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა Financial Times- თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე თქმით, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი მხარს უჭერს ვაქ­ცი­ნის გა­ზი­ა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მას აშშ-ის მხარ­და­ჭე­რაც ექ­ნე­ბა.

„ასე­თი სქე­მის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩი­ნე­თი და რუ­სე­თი ავ­სებ­დნენ სი­ცა­რი­ე­ლეს, რაც ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნის ომის­კენ გზას ხსნი­და”, - აღ­ნიშ­ნა მაკ­რონ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუ ვაქ­ცი­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნად გა­ნა­წი­ლე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, ეს ხელს შე­უ­წყობს გლო­ბა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის გამ­ყა­რე­ბას.

„ევ­რო­ნი­უ­სის“ ცნო­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი მიმ­დი­ნა­რე წელს Pfizer-სა და Moderna-სგან კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის 350 მი­ლი­ონ და­მა­ტე­ბით დო­ზას მი­ი­ღებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კომ­პა­ნი­ე­ბი Pfizer-ი და BioNTech-ი ბლოკს თა­ვი­ან­თი ვაქ­ცი­ნის და­მა­ტე­ბით 200 მი­ლი­ონ დო­ზას, მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, კი­დევ 100 მი­ლი­ონ დო­ზას მი­აწ­ვდი­ან. 200 მი­ლი­ო­ნი დო­ზი­დან 75 მი­ლი­ო­ნი წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე წლის მე­ო­რე კვარ­ტალ­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი კი - წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში.

ამას­თან, კომ­პა­ნია Moderna ევ­რო­კავ­შირს ვაქ­ცი­ნის 300 მი­ლი­ონ დო­ზას მი­აწ­ვდის, რომ­ლის ნა­ხევ­რის მი­წო­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე წელს, მე­ო­რე ნა­ხევ­რის კი - 2022 წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში, 2021 წლის ბო­ლომ­დე Pfizer-ი ევ­რო­კავ­შირს ვაქ­ცი­ნის 500 მი­ლი­ონ დო­ზას, Moderna კი - 360 მი­ლი­ონ დო­ზას მი­აწ­ვდის. ევ­რო­კავ­ში­რის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მიერ ჯერ­ჯე­რო­ბით სამი ვაქ­ცი­ნა: Pfizer/BioNTech-ის ვაქ­ცი­ნა, Moderna-ს ვაქ­ცი­ნა და AstraZeneca/Oxford-ის ვაქ­ცი­ნაა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

„ევ­რო­ნი­უ­სის“ ცნო­ბით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის ორი დო­ზაა სა­ჭი­რო, მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე 430 მი­ლი­ო­ნი ევ­რო­პე­ლის აცრა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Our World in Data-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ვაქ­ცი­ნის სულ მცი­რე ერთი დოზა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ 22.5 მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
2

ჩვენ რა და როდის გვეშველება,,,მარჩა(დაანონსებული) თებელვალიც,,კიდევ რამდენს ველოდოთ???

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია - რა შედეგები აჩვენა ახალმა კვლევებმა

Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია - რა შედეგები აჩვენა ახალმა კვლევებმა

Pfizer- ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ვირუსისგან დაცვის კუთხით 85%-ით ეფექტურია, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის Sheba Medical Center-ის მიერ მედპერსონალზე ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს 7 214 თანამშრომელს შორის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაუკეთეს, 15-28 დღეში კოვიდ 19-ით ინფიცირების სიმპტომური შემთხვევები 85%-ით შემცირდა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, ასიმპტომური შემთხვევების ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებელმა 75%-ით იკლო.

Sheba Medical Center-ის ეპიდემიოლოგმა, გილი რეგევ-იოჩაიმ განმარტა, რომ ადამიანები, რომლებზეც საავადმყოფოში კვლევა ჩაატარეს, ძირითადად ახალგაზრდები და ჯანმრთელები იყვნენ.

„ჩვენ 65 წელს გადაცილებული ბევრი თანამშრომელი არ გვყავს“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

Sheba Medical Center-ის კვლევის შედეგები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდება.

Pfizer-მა მონაცემებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომპანიის განმარტებით, ვაქცინის რეალურ ეფექტურობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში, Pfizer-ი საკუთარ ანალიზს ატარებს.

გარდა ამისა, ლაბორატორიული კვლევის თანახმად, კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკულმა“ ვარიანტმა, შესაძლოა, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის საშუალებით ინფიცირებისგან დაცვა მნიშვნელოვნად შეამციროს.

კვლევის დროს ვაქცინის შემქმნელი კომპანიებისა და ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის (UTMB) მეცნიერებმა ხელოვნურად შექმნეს ვირუსი, რომელიც შეიცავდა იგივე მუტაციებს, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში პირველად აღმოჩენილი კორონავირუსის, B.1.351–ის სახელით ცნობილი ვარიანტი.

მკვლევარებმა ვირუსი ვაქცინირებული ადამიანის სისხლზე გამოსცადეს და აღმოაჩინეს, რომ მასში მანეიტრალებელი ანტისხეულების დონე 2/3-ით ნაკლები იყო, ვიდრე კორონავირუსის ყველაზე გავრცელებულ ვერსიაშია დაფიქსირებული.

თუმცა, იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ანტისხეულების რა დონეა საჭირო ვირუსისგან დასაცავად, უცნობია, გახდის თუ არა მათი რაოდენობის 2/3-ით შემცირება ვაქცინას არაეფექტურს ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ.

ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის პროფესორის და კვლევის თანაავტორის, პეი-იონგ შიმის განცხადებით, იგი მიიჩნევს, რომ Pfizer-ის ვაქცინა ადამიანებს ამ ვარიანტისგან დაინფიცირებისგან მაინც დაიცავს.

”ჩვენ არ ვიცით რა არის გამანეიტრალებლის მინიმალური რაოდენობა,”- აღნიშნა მან და დასძინა, რომ მისი აზრით, დაფიქსირებული იმუნური რეაქცია მნიშვნელოვნად მაღალი იქნება იმ მაჩვენებელთან შედარებით, რაც ვირუსისგან დასაცავად არის საჭირო.

კვლევის დასკვნები New England Journal of Medicine (NEJM) - ში გამოქვეყნდა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდებს, თავიანთი ვაქცინების 4-5% სასწრაფოდ გაუგზავნონ განვითარებად ქვეყნებს.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ მილიარდობით დოზის ან მილიარდობით ევროს დაუყოვნებლივ გამოყოფაზე. საქმე ეხება იმ დოზების 4-5% სწრაფად გამოყოფას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არ შეცვლის ჩვენს ვაქცინაციის კამპანიებს. თითოეულმა ქვეყანამ უნდა გამოყოს კუთვნილი დოზების მცირე რაოდენობა, მაგრამ ძალიან სწრაფად,” - განაცხადა ემანუელ მაკრონმა Financial Times- თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს ვაქცინის გაზიარების ინიციატივას და იმედი გამოთქვა, რომ მას აშშ-ის მხარდაჭერაც ექნება.

„ასეთი სქემის არარსებობის შემთხვევაში, ჩინეთი და რუსეთი ავსებდნენ სიცარიელეს, რაც ვაქცინებთან დაკავშირებული გავლენის ომისკენ გზას ხსნიდა”, - აღნიშნა მაკრონმა.

მისივე თქმით, თუ ვაქცინების სამართლიანად განაწილება ვერ მოხერხდა, ეს ხელს შეუწყობს გლობალური უთანასწორობის გამყარებას.

„ევრონიუსის“ ცნობით, ევროკავშირი მიმდინარე წელს Pfizer-სა და Moderna-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 350 მილიონ დამატებით დოზას მიიღებს.

გამოცემის ცნობით, კომპანიები Pfizer-ი და BioNTech-ი ბლოკს თავიანთი ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას, მოთხოვნის შემთხვევაში კი, კიდევ 100 მილიონ დოზას მიაწვდიან. 200 მილიონი დოზიდან 75 მილიონი წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაიგზავნება, დანარჩენი კი - წლის მეორე ნახევარში.

ამასთან, კომპანია Moderna ევროკავშირს ვაქცინის 300 მილიონ დოზას მიაწვდის, რომლის ნახევრის მიწოდება მიმდინარე წელს, მეორე ნახევრის კი - 2022 წელს განხორციელდება. საერთო ჯამში, 2021 წლის ბოლომდე Pfizer-ი ევროკავშირს ვაქცინის 500 მილიონ დოზას, Moderna კი - 360 მილიონ დოზას მიაწვდის. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ჯერჯერობით სამი ვაქცინა: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, Moderna-ს ვაქცინა და AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინაა დამტკიცებული.

„ევრონიუსის“ ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციისთვის აღნიშნული ვაქცინების ორი დოზაა საჭირო, მიმდინარე წლის ბოლომდე 430 მილიონი ევროპელის აცრა გახდება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Our World in Data-ს მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ჯერჯერობით მხოლოდ 22.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ

მერკელის პანიკური რეაქცია, როდესაც აღმოაჩინა, რომ პირბადე არ ეკეთა - კურიოზი ბუნდესტაგში და კადრები, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"