სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხოვრებას ორ ნაწილად დავყოფდი: კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ" - რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც Covid-19 დაამარცხეს
"ცხოვრებას ორ ნაწილად დავყოფდი: კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ" - რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც Covid-19 დაამარცხეს

წე­ლი­წად­ზე მე­ტია, მსოფ­ლი­ოს წეს­რი­გი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ შეც­ვა­ლა და მის ირ­გვლივ დღემ­დე რჩე­ბა უამ­რა­ვი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა. მათ შო­რის მთა­ვა­რია - ტო­ვებს თუ არა ვირუ­სი კვალს ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კურ თუ ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე? რა შემ­თხვე­ვა­ში და რა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი რჩე­ბა მის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ ადა­მი­ანს? რამ­დენ ხან­ში შე­იძ­ლე­ბა ამ შე­დე­გე­ბის და­მარ­ცხე­ბა?

სა­ინ­ტე­რე­სოა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხეს, გრძნო­ბენ თუ არა ცვლი­ლე­ბას სა­კუ­თარ ორ­გა­ნიზმსა თუ ქცე­ვებ­ში? AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ Covid-19-ის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე ხში­რად თა­ვის ტკი­ვი­ლი აღე­ნიშ­ნე­ბათ; რაც შე­ე­ხე­ბა მენ­ტა­ლურს, აქ სა­ერ­თო პრობ­ლე­მას მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ხარ­ვე­ზე­ბი და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი დონე წარ­მო­ად­გენს.

45 წლის ლინა ქურ­თიშ­ვილ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი 2 თვის წინ გა­და­ი­ტა­ნა. ის სა­გა­რე­ჯოს "ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის" ექი­მია, სა­დაც დღე­საც კო­ვი­დცენ­ტრია. ლინა AMBEBI.GE-ს თა­ვის კო­ვიდ-ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა:

"სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­სა­ხურ­ში და­ვინ­ფი­ცირ­დი. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი PCR ტეს­ტი­რე­ბას კვი­რა­ში ერთხელ ვი­ტა­რებ­დით. 27 დე­კემ­ბრის ტეს­ტის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო, 30-ში მო­რი­გე­ო­ბი­სას კი და­მე­წყო ძლი­ე­რი, აუ­ტა­ნე­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი და ისე­თი სი­სუს­ტე, რომ ფეხ­ზე ვე­ღარ ვდგე­ბო­დი. 31 დე­კემ­ბერს, მო­რი­გე­ო­ბი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ლო­გი­ნად ჩავ­ვარ­დი. 4 იან­ვარს გეგ­მი­ურ ტეს­ტი­რე­ბა­ზე მი­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სრუ­ლად დავ­კარ­გე სუნი და გემო, უკვე მივ­ხვდი, რომ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. პო­ზი­ტი­ურ­მა პა­სუხ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა...

მე-8 დღეს ჩა­ვი­ტა­რე სრუ­ლი კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა. პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბა არ­სად არ იყო, თუმ­ცა ძა­ლი­ან და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სახ­სრე­ბის და თა­ვის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით, უძი­ლო­ბით, ადი­ნა­მი­ით, აპა­თი­ით, სრუ­ლი ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლო­ბით სამ­ყა­როს მი­მართ. ამ სიმპტო­მებს დღემ­დე ვებ­რძვი, თუმ­ცა - უშე­დე­გოდ

ცხოვ­რე­ბას ორ ნა­წი­ლად დავ­ყოფ­დი - კო­ვი­დამ­დე და კო­ვი­დის შემ­დეგ

მო­რა­ლუ­რად, და­ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე მედგრად და უშიშ­რად ვი­ყა­ვი. ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ შიში არ მქო­ნია, თუმ­ცა მედგრად ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ყა­ვი და დღემ­დე ვე­ღარ ვარ. სამ­სა­ხურს და­ვუბ­რუნ­დი, მაგ­რამ ყვე­ლა ას­პექ­ტში შეც­ვლი­ლი ვარ, შეგ­რძნე­ბე­ბის და ემო­ცი­ე­ბის დო­ნე­ზეც დათ­რგუ­ნუ­ლი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნი, როცა ვე­რა­ნა­ირ სურ­ნელს და გე­მოს ვერ აღიქ­ვამს, ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნად ვე­ღარ გრძნობს თავს..." - გვიყ­ვე­ბა ლინა ქურ­თიშ­ვი­ლი.

47 წლის ნინა ილუ­რი­ძემ და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი დე­კემ­ბრის პირ­ველ რი­ცხვებ­ში შე­ნიშ­ნა. არ ელო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ინ­ფექ­ცია ასე რთუ­ლად გა­და­ე­ტა­ნა, რად­გან წლე­ბია, ჯან­სა­ღი წე­სით ცხოვ­რობს - ვარ­ჯი­შობს და სწო­რად იკ­ვე­ბე­ბა:

"პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი ყე­ლის მსუ­ბუ­ქი ტკი­ვი­ლი და ამის ფონ­ზე წა­მოხ­ვე­ლე­ბა იყო. ვი­ფიქ­რე, რომ მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რად­გან კო­ვი­დის შე­სა­ხებ ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ­დით... მე­ო­რე დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძე, მთე­ლი სხე­უ­ლი მტკი­ო­და, ძლივს ავ­დე­ქი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­წო­ლი­დან გად­მოვ­ფო­ფხდი. ეს მა­ინც წინა დღე­ე­ბის ზედ­მეტ ვარ­ჯიშს და­ვაბ­რა­ლე. იმ დღეს თოვლში მხო­ლოდ 10 წუ­თით მო­მი­წია გას­ვლა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს იმ­დე­ნად შეგ­ცივ­დეს, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, კან­კა­ლებ­დე, მთელ ტან­ში გტე­ხავ­დეს და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ვე­ღარ გა­მო­დი­ო­დე? სი­ცხე­მაც მა­ლე­ვე ამი­წია.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­ხუ­თე დღე კრი­ტი­კუ­ლია - მახ­სოვს, ვი­წე­ქი და უეც­რად, გუ­ლის­ცე­მა ძა­ლი­ან საგ­რძნობ­ლად მო­მე­მა­ტა. ამის შემ­დე­გი დღეც ჯო­ჯო­ხე­თი­ვით მახ­სოვს: აღუ­წე­რელ სი­სუს­ტეს და სი­ცხეს წნე­ვაც და­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს მქო­ნია

ასე­ვე, დი­ა­რეა მქონ­და; სუნ­თქვა არ მყოფ­ნი­და; მკერ­დის, ზურ­გის და წე­ლის არე­ში ტკი­ვი­ლი მა­წუ­ხებ­და. თა­ვის ტკი­ვილს რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ვე­ლი დღი­დან შვი­დი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შემ­ჩე­რე­ბია, შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი იყო, წა­მა­ლიც არ მშვე­ლო­და, მე­გო­ნა, ეს ტკი­ვი­ლი არას­დროს დამ­თავ­რდე­ბო­და... 8-9 დღის მერე ოდ­ნავ შე­მიმ­სუ­ბუქ­და. იმის გამო, რომ სი­ცხეც და უბ­რა­ლო გა­ცი­ე­ბაც იშ­ვი­ა­თად მე­მარ­თე­ბა, ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ჩემ­თვის სრუ­ლი შოკი იყო, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რე. მე-15 დღეს უკვე აღა­რა­ფე­რი მჭირ­და...

კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ერ­თა­დერ­თი ცვლი­ლე­ბა, რაც სა­კუ­თარ თავს შე­ვამ­ჩნიე, ისაა, რომ როცა გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შაო მაქვს, ყუ­რა­დღე­ბის მოკ­რე­ბა მი­ჭირს, კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ვერ ვა­ხერ­ხებ და და­მახ­სოვ­რე­ბის პრობ­ლე­მაც მაქვს. ანუ, გო­ნებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბია და ვფიქ­რობ, იქ­ნებ, რამ­დე­ნი­მე დღე გა­დაბ­მულ­მა, უსაშ­ვე­ლო თა­ვის ტკი­ვილ­მა პა­ტა­რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც გა­მო­იწ­ვია თა­ვის არე­ში - ეს მხო­ლოდ ჩემი ვა­რა­უ­დია. მაგ­რამ არა მგო­ნია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი იყოს და მეჩ­ვე­ნე­ბო­დეს...

სა­კუ­თარ თავ­ზე უკვე ვი­მუ­შა­ვე, მქონ­და ში­შის მო­მენ­ტე­ბი, რომ ისევ დაბ­რუნ­დე­ბა ეს ჯო­ჯო­ხე­თუ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი და ტკი­ვი­ლე­ბი, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რად სა­კუ­თა­რი თავი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნე - ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა გან­ვა­ახ­ლე. ამი­ტომ არა მგო­ნია, რომ ეს მო­მენ­ტი ჩემს ფსი­ქი­კა­ში ცალ­კე იყოს დარ­ჩე­ნი­ლი და უბ­რა­ლოდ მე­გო­ნოს, რომ კო­ვიდ­მა გო­ნებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი და­მი­ტო­ვა. რაც გო­ნე­ბას ეხე­ბა, იმ ნა­წილ­ში წყვე­ტაა აშ­კა­რად... არ ვფიქ­რობ, რომ ეს "სა­მუ­და­მო გა­ნა­ჩე­ნი" იქ­ნე­ბა - ალ­ბათ, და­ა­ვა­დე­ბის რა­ღაც ეფექ­ტია დარ­ჩე­ნი­ლი და ნელ-ნელა ესეც გა­მოს­წორ­დე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა ნინა ილუ­რი­ძე.

39 წლის გი­ორ­გი მან­ჯა­ვი­ძემ დე­კემ­ბერ­ში გა­და­ი­ტა­ნა COVID-19. მის­თვის კო­ვიდ-ინ­ფექ­ცი­ას ბევ­რი უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა: სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში "თა­მა­შო­ბენ", ძი­ლის სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პი­რი­ქით, მე­ტის­მეტ ენერ­გი­უ­ლო­ბა­ში გა­და­დის და ა.შ.

"კო­რო­ნა­ვირუ­სი პირ­ველ დე­კემ­ბერს და­მი­დას­ტურ­და. დღე­ნა­ხევ­რით ადრე გა­მო­მივ­ლინ­და პირ­ვე­ლი სიმპტო­მი - ღამე ძა­ლი­ან შე­მამ­ცივ­ნა. მე­ო­რე დღეს ძა­ლი­ან სუს­ტად ვი­ყა­ვი და მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ისე ვერ იყო... ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სიმპტო­მე­ბი, რო­მე­ლიც გა­ცი­ე­ბის დრო­საა ხოლ­მე - თუ გახ­სოვთ, კო­ვი­დის გა­მო­ჩე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, რა­ღაც სა­ში­ნე­ლი ვირუ­სე­ბი იყო ჩვენ­თან, ისიც გა­და­ვი­ტა­ნე და საკ­მა­ოდ ცუ­დად ვგრძნობ­დი თავს, მაგ­რამ კო­ვი­დი მა­ინც ყვე­ლა­ნა­ი­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო.

ბე­ჭე­ბის არა­ნორ­მა­ლუ­რი ტკი­ვი­ლი მქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სიმპტო­მე­ბი იც­ვლე­ბო­და: ერთ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა სურ­დო ყო­ფი­ლი­ყო, და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 წუთ­ში ყე­ლის არა­ნორ­მა­ლუ­რი ტკი­ვი­ლი და­მე­წყე­ბო­და, კი­დევ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში - სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი; ან შე­იძ­ლე­ბო­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სიმპტო­მი ერ­თბა­შად გამ­ქრა­ლი­ყო და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

პირ­ველ­მა ორმა დღემ და­მან­გრია, მა­კან­კა­ლებ­და და შუბ­ლის, თვა­ლე­ბის, მთლი­ა­ნად სა­ხის და ზურ­გის არა­ნორ­მა­ლუ­რი ტკი­ვი­ლი მქონ­და, მერე უკვე გარ­თუ­ლე­ბებს ად­გი­ლი აღარ ჰქო­ნია

სა­ერ­თოდ ით­ვლე­ბა, რომ კო­ვი­დი მთელ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­და­ვი­ტა­ნეთ. თუმ­ცა, სიმპტო­მე­ბის დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ცვლა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ექი­მი­ვით ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად მივ­ხვდი, რომ ალ­ბათ, ორ­გა­ნიზ­მიც შე­სა­ბა­მი­სა­დაა - ორ­გა­ნიზ­მიც ვერ ხვდე­ბა რა ქნას, რად­გან ხან ერთი რამ სჭირს, ხან მე­ო­რე და ასე გრძელ­დე­ბა... კი, მარ­თა­ლია, რომ მხნედ უნდა შეხ­ვდე, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ვირუსს, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს, ვერ იგ­რძნო, რომ კო­ვი­დი გაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­და­აქვს.

კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რი ფაქ­ტო­რი - კო­ვი­დის პე­რი­ოდ­შიც და მას შემ­დე­გაც ძა­ლი­ან მძაფ­რა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი, რომ არა­ფე­რი არ გინ­და, სულ მხო­ლოდ წოლა გინ­და, ყო­ველ­თვის გე­ძი­ნე­ბა და დაღ­ლი­ლი ხარ

ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია ისიც, რომ რო­გორც კი თავს და­ა­ძა­ლებ, გა­ი­ა­რო და რამე გა­ა­კე­თო, თით­ქოს ეგ­რე­ვე ად­რე­ნა­ლი­ნი გაწ­ვე­ბა და ვე­ღარ ჩერ­დე­ბი, ენერ­გია გე­მა­ტე­ბა და გე­მა­ტე­ბა, არ იღ­ლე­ბი, მაგ­რამ რო­გორც კი დაჯ­დე­ბი, მა­შინ­ვე დას­ვე­ნე­ბის და და­ძი­ნე­ბის სურ­ვი­ლი გიბ­რუნ­დე­ბა.

როცა იგებ, რომ კო­რო­ნა გაქვს, სხვა­ნა­ი­რი ხდე­ბი... ქვეც­ნო­ბი­ე­რი ში­შე­ბიც გაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში მთე­ლი ოჯა­ხი ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი ვი­ყა­ვით, ვთა­მა­შობ­დით, ვვარ­ჯი­შობ­დით და კვე­ბის მხრი­ვაც ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვცხოვ­რობ­დით, რო­გორც ჩანს, მერე და მერე გარ­კვე­ულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ კვალს ტო­ვებს. ეს ძა­ლი­ან დიდი სტრე­სია და ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ად­ვი­ლად გა­და­ი­ტა­ნა - ჩვენც ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლად და ბედ­ნი­ე­რად გა­და­ვი­ტა­ნეთ, ჩვენს თა­ვებს და ერ­თმა­ნეთს ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ ამას ისე უნდა შევ­ხვედ­რო­დით, რო­გორ კე­თილ ბა­ტო­ნებს, ასე­თი მიდ­გო­მა გვქონ­და. მგო­ნია, რომ მარ­თლაც ასეა - რო­გორც კი ით­რგუ­ნე­ბი, მა­შინ­ვე ძა­ლი­ან მძიმ­დე­ბი... თუმ­ცა, ში­შე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ხე­ლე­ბი რომ გი­ბუჟ­დე­ბა, მა­შინ­ვე გახ­სენ­დე­ბა, რომ კო­ვიდ­მა სის­ხლის შე­დე­დე­ბა იცის და ა.შ.

ფაქ­ტია, რომ ისე ვერ ცხოვ­რობ, რო­გორც ცხოვ­რობ­დი - ეს ცალ­სა­ხად ასეა, სხვა ხარ. ფი­ზი­კუ­რი კუ­თხით კო­ვიდ­მა თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი და­მი­ტო­ვა, ყო­ველ მე­ო­რე თუ მე­სა­მე დღეს თა­ვის ტკი­ვი­ლი მა­წუ­ხებს - ასე ნამ­დვი­ლად არას­დროს ყო­ფი­ლა. თან, უც­ნა­უ­რი თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბია, თით­ქოს, გა­ცი­ე­ბის, რა­ზეც "ციტ­რა­მონს" ვი­ღებთ ხოლ­მე, მაგ­რამ ამ­ჯე­რად წა­მა­ლი არ შვე­ლის.

ყვე­ლა­ზე შე­სამ­ჩნე­ვი, რაც ინ­ფექ­ცი­ამ და­ტო­ვა, მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მაა. ყვე­ლა­ფე­რი არ მა­ვი­წყდე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი სი­ტყვე­ბი და­მა­ვი­წყდეს, ისე­თი, რომ­ლის და­ვი­წყე­ბის შან­სიც ნუ­ლია... რა ვიცი, მა­გა­ლი­თად, "ჩან­გა­ლი"

ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, ვერ გა­ვიხ­სე­ნო, სად დავ­დე რა­ღაც ნივ­თი და ვე­ღარ ვი­პო­ვო. თით­ქოს, შე­და­რე­ბით და­ბინ­დუ­ლია გო­ნე­ბა. ვი­ტყვი, რომ კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის მერე სხვა­ნა­ი­რი ხარ, ორ­გა­ნიზ­მიც სხვა­ნა­ი­რია, ად­ვი­ლად იღ­ლე­ბი, სულ ფე­ხე­ბის და­ბუ­ჟე­ბა გაქვს, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლიც ხში­რია, თა­ვის ტკი­ვი­ლიც... ძი­ლის სურ­ვი­ლიც დარ­ჩა და ისიც, რომ რო­დე­საც რა­მეს გა­კე­თე­ბას იწყებ, კი­დევ უფრო მეტი ენერ­გია მო­დის. შე­იძ­ლე­ბა, ამას თა­ვი­სი პლუ­სე­ბი ჰქონ­დეს - მა­გა­ლი­თად, ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის­კენ გი­ბიძ­გებს; უფრო ხში­რად იღებ ანა­ლი­ზებს და ზრუ­ნავ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. თა­ნაც, აქამ­დე ძა­ლი­ან დიდი შიში მქონ­და, რა მეშ­ვე­ლე­ბა, კო­ვი­დი რომ და­მე­მარ­თოს­მეთ­ქი და ეს უდი­დე­სი შვე­ბაა, ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ ამ მხრივ" - გვიყ­ვე­ბა გი­ორ­გი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 267 000-ს აჭარ­ბებს. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა­გან 260 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუსს 3 400 პირი ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Გიორგი
9

Matyuarebis jgro. 

vvvvv
0

"ძა­ლი­ან დიდი შიში მქონ­და, რა მეშ­ვე­ლე­ბა, კო­ვი­დი რომ და­მე­მარ­თოს­მეთ­ქი" - ესაა კოვიდის ვიზა ადამიანის ორგანიზმში.

ისე, ადამიანზე მეტი ვირუსი დედამიწაზე ჯერ არ გაჩენილა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ცხოვრებას ორ ნაწილად დავყოფდი: კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ" - რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც Covid-19 დაამარცხეს

"ცხოვრებას ორ ნაწილად დავყოფდი: კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ" - რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც Covid-19 დაამარცხეს

წელიწადზე მეტია, მსოფლიოს წესრიგი კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა და მის ირგვლივ დღემდე რჩება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა. მათ შორის მთავარია - ტოვებს თუ არა ვირუსი კვალს ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? რა შემთხვევაში და რა სახის პრობლემები რჩება მისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანს? რამდენ ხანში შეიძლება ამ შედეგების დამარცხება?

საინტერესოა, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსი დაამარცხეს, გრძნობენ თუ არა ცვლილებას საკუთარ ორგანიზმსა თუ ქცევებში? AMBEBI.GE-ს რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ Covid-19-ის შემდეგ, ყველაზე ხშირად თავის ტკივილი აღენიშნებათ; რაც შეეხება მენტალურს, აქ საერთო პრობლემას მეხსიერებაში ხარვეზები და გაღიზიანების მომატებული დონე წარმოადგენს.

45 წლის ლინა ქურთიშვილმა კორონავირუსი 2 თვის წინ გადაიტანა. ის საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" ექიმია, სადაც დღესაც კოვიდცენტრია. ლინა AMBEBI.GE-ს თავის კოვიდ-ისტორიას უყვება:

"სავარაუდოდ, სამსახურში დავინფიცირდი. სამედიცინო პერსონალი PCR ტესტირებას კვირაში ერთხელ ვიტარებდით. 27 დეკემბრის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, 30-ში მორიგეობისას კი დამეწყო ძლიერი, აუტანელი თავის ტკივილი და ისეთი სისუსტე, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. 31 დეკემბერს, მორიგეობიდან სახლში დაბრუნებული, პირდაპირი მნიშვნელობით, ლოგინად ჩავვარდი. 4 იანვარს გეგმიურ ტესტირებაზე მივედი სამსახურში და სახლში დაბრუნებულმა სრულად დავკარგე სუნი და გემო, უკვე მივხვდი, რომ კოვიდინფიცირებული ვიყავი. პოზიტიურმა პასუხმაც არ დააყოვნა...

მე-8 დღეს ჩავიტარე სრული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა. პათოლოგიური ცვლილება არსად არ იყო, თუმცა ძალიან დაუძლურებული ვიყავი, სახსრების და თავის ძლიერი ტკივილით, უძილობით, ადინამიით, აპათიით, სრული ინდიფერენტულობით სამყაროს მიმართ. ამ სიმპტომებს დღემდე ვებრძვი, თუმცა - უშედეგოდ

ცხოვრებას ორ ნაწილად დავყოფდი - კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ

მორალურად, დაინფიცირებამდე მედგრად და უშიშრად ვიყავი. ინფიცირების შემდეგ შიში არ მქონია, თუმცა მედგრად ნამდვილად ვერ ვიყავი და დღემდე ვეღარ ვარ. სამსახურს დავუბრუნდი, მაგრამ ყველა ასპექტში შეცვლილი ვარ, შეგრძნებების და ემოციების დონეზეც დათრგუნული. ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, რომ ადამიანი, როცა ვერანაირ სურნელს და გემოს ვერ აღიქვამს, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ადამიანად ვეღარ გრძნობს თავს..." - გვიყვება ლინა ქურთიშვილი.

47 წლის ნინა ილურიძემ დაავადების პირველი ნიშნები დეკემბრის პირველ რიცხვებში შენიშნა. არ ელოდა, რომ შეიძლებოდა, ინფექცია ასე რთულად გადაეტანა, რადგან წლებია, ჯანსაღი წესით ცხოვრობს - ვარჯიშობს და სწორად იკვებება:

"პირველი სიმპტომები ყელის მსუბუქი ტკივილი და ამის ფონზე წამოხველება იყო. ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა, რადგან კოვიდის შესახებ ბევრ ინფორმაციას ვიღებდით... მეორე დილით რომ გავიღვიძე, მთელი სხეული მტკიოდა, ძლივს ავდექი, ფაქტობრივად, საწოლიდან გადმოვფოფხდი. ეს მაინც წინა დღეების ზედმეტ ვარჯიშს დავაბრალე. იმ დღეს თოვლში მხოლოდ 10 წუთით მომიწია გასვლა. როგორ შეიძლება, ადამიანს იმდენად შეგცივდეს, რომ ფაქტობრივად, კანკალებდე, მთელ ტანში გტეხავდეს და მდგომარეობიდან ვეღარ გამოდიოდე? სიცხემაც მალევე ამიწია.

როგორც ამბობენ, მეხუთე დღე კრიტიკულია - მახსოვს, ვიწექი და უეცრად, გულისცემა ძალიან საგრძნობლად მომემატა. ამის შემდეგი დღეც ჯოჯოხეთივით მახსოვს: აღუწერელ სისუსტეს და სიცხეს წნევაც დაემატა, რომელიც ცხოვრებაში არასდროს მქონია

ასევე, დიარეა მქონდა; სუნთქვა არ მყოფნიდა; მკერდის, ზურგის და წელის არეში ტკივილი მაწუხებდა. თავის ტკივილს რაც შეეხება, პირველი დღიდან შვიდი დღის განმავლობაში არ შემჩერებია, შეუჩერებელი იყო, წამალიც არ მშველოდა, მეგონა, ეს ტკივილი არასდროს დამთავრდებოდა... 8-9 დღის მერე ოდნავ შემიმსუბუქდა. იმის გამო, რომ სიცხეც და უბრალო გაციებაც იშვიათად მემართება, ეს მდგომარეობა ჩემთვის სრული შოკი იყო, ყველაზე რთული პერიოდი გამოვიარე. მე-15 დღეს უკვე აღარაფერი მჭირდა...

კოვიდის გადატანის შემდეგ ერთადერთი ცვლილება, რაც საკუთარ თავს შევამჩნიე, ისაა, რომ როცა გონებრივი სამუშაო მაქვს, ყურადღების მოკრება მიჭირს, კონცენტრაციას ვერ ვახერხებ და დამახსოვრების პრობლემაც მაქვს. ანუ, გონებრივი პრობლემებია და ვფიქრობ, იქნებ, რამდენიმე დღე გადაბმულმა, უსაშველო თავის ტკივილმა პატარა დაზიანებებიც გამოიწვია თავის არეში - ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. მაგრამ არა მგონია, ფსიქოლოგიური მომენტი იყოს და მეჩვენებოდეს...

საკუთარ თავზე უკვე ვიმუშავე, მქონდა შიშის მომენტები, რომ ისევ დაბრუნდება ეს ჯოჯოხეთური შეგრძნებები და ტკივილები, მაგრამ ფიზიკურად საკუთარი თავი მდგომარეობიდან გამოვიყვანე - ყველანაირი ფიზიკური აქტივობა განვაახლე. ამიტომ არა მგონია, რომ ეს მომენტი ჩემს ფსიქიკაში ცალკე იყოს დარჩენილი და უბრალოდ მეგონოს, რომ კოვიდმა გონებრივი პრობლემები დამიტოვა. რაც გონებას ეხება, იმ ნაწილში წყვეტაა აშკარად... არ ვფიქრობ, რომ ეს "სამუდამო განაჩენი" იქნება - ალბათ, დაავადების რაღაც ეფექტია დარჩენილი და ნელ-ნელა ესეც გამოსწორდება" - გვეუბნება ნინა ილურიძე.

39 წლის გიორგი მანჯავიძემ დეკემბერში გადაიტანა COVID-19. მისთვის კოვიდ-ინფექციას ბევრი უცნაური თვისება აღმოაჩნდა: სიმპტომები, რომლებიც დღის განმავლობაში "თამაშობენ", ძილის სურვილი, რომელიც, შეწინააღმდეგების შემთხვევაში, პირიქით, მეტისმეტ ენერგიულობაში გადადის და ა.შ.

"კორონავირუსი პირველ დეკემბერს დამიდასტურდა. დღენახევრით ადრე გამომივლინდა პირველი სიმპტომი - ღამე ძალიან შემამცივნა. მეორე დღეს ძალიან სუსტად ვიყავი და მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო... ეს არ იყო ჩვეულებრივი სიმპტომები, რომელიც გაციების დროსაა ხოლმე - თუ გახსოვთ, კოვიდის გამოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე, რაღაც საშინელი ვირუსები იყო ჩვენთან, ისიც გადავიტანე და საკმაოდ ცუდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ კოვიდი მაინც ყველანაირად განსხვავებული იყო.

ბეჭების არანორმალური ტკივილი მქონდა, მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ დღის განმავლობაში სიმპტომები იცვლებოდა: ერთ მომენტში შეიძლება სურდო ყოფილიყო, დაახლოებით 10-15 წუთში ყელის არანორმალური ტკივილი დამეწყებოდა, კიდევ რამდენიმე წუთში - სახსრების ტკივილი; ან შეიძლებოდა, აბსოლუტურად ყველა სიმპტომი ერთბაშად გამქრალიყო და ჩვეულებრივად ვყოფილიყავი.

პირველმა ორმა დღემ დამანგრია, მაკანკალებდა და შუბლის, თვალების, მთლიანად სახის და ზურგის არანორმალური ტკივილი მქონდა, მერე უკვე გართულებებს ადგილი აღარ ჰქონია

საერთოდ ითვლება, რომ კოვიდი მთელმა ოჯახმა ძალიან მარტივად გადავიტანეთ. თუმცა, სიმპტომების დღეში რამდენჯერმე ცვლა ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთული იყო. ექიმივით ვერ ვიტყვი, მაგრამ ლოგიკურად მივხვდი, რომ ალბათ, ორგანიზმიც შესაბამისადაა - ორგანიზმიც ვერ ხვდება რა ქნას, რადგან ხან ერთი რამ სჭირს, ხან მეორე და ასე გრძელდება... კი, მართალია, რომ მხნედ უნდა შეხვდე, როგორც ჩვეულებრივ ვირუსს, მაგრამ არ არსებობს, ვერ იგრძნო, რომ კოვიდი გაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ინდივიდუალურად გადააქვს.

კიდევ ერთი უცნაური ფაქტორი - კოვიდის პერიოდშიც და მას შემდეგაც ძალიან მძაფრადაა გამოხატული, რომ არაფერი არ გინდა, სულ მხოლოდ წოლა გინდა, ყოველთვის გეძინება და დაღლილი ხარ

ამასთანავე, ძალიან უცნაურია ისიც, რომ როგორც კი თავს დააძალებ, გაიარო და რამე გააკეთო, თითქოს ეგრევე ადრენალინი გაწვება და ვეღარ ჩერდები, ენერგია გემატება და გემატება, არ იღლები, მაგრამ როგორც კი დაჯდები, მაშინვე დასვენების და დაძინების სურვილი გიბრუნდება.

როცა იგებ, რომ კორონა გაქვს, სხვანაირი ხდები... ქვეცნობიერი შიშებიც გაქვს, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მთელი ოჯახი ძალიან ენერგიული ვიყავით, ვთამაშობდით, ვვარჯიშობდით და კვების მხრივაც ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვცხოვრობდით, როგორც ჩანს, მერე და მერე გარკვეულ ფსიქოლოგიურ კვალს ტოვებს. ეს ძალიან დიდი სტრესია და ვერავინ იტყვის, რომ ადვილად გადაიტანა - ჩვენც ძალიან მხიარულად და ბედნიერად გადავიტანეთ, ჩვენს თავებს და ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ ამას ისე უნდა შევხვედროდით, როგორ კეთილ ბატონებს, ასეთი მიდგომა გვქონდა. მგონია, რომ მართლაც ასეა - როგორც კი ითრგუნები, მაშინვე ძალიან მძიმდები... თუმცა, შიშები მომატებულია. მაგალითად, ხელები რომ გიბუჟდება, მაშინვე გახსენდება, რომ კოვიდმა სისხლის შედედება იცის და ა.შ.

ფაქტია, რომ ისე ვერ ცხოვრობ, როგორც ცხოვრობდი - ეს ცალსახად ასეა, სხვა ხარ. ფიზიკური კუთხით კოვიდმა თავის ტკივილები დამიტოვა, ყოველ მეორე თუ მესამე დღეს თავის ტკივილი მაწუხებს - ასე ნამდვილად არასდროს ყოფილა. თან, უცნაური თავის ტკივილებია, თითქოს, გაციების, რაზეც "ციტრამონს" ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ამჯერად წამალი არ შველის.

ყველაზე შესამჩნევი, რაც ინფექციამ დატოვა, მეხსიერების პრობლემაა. ყველაფერი არ მავიწყდება, მაგრამ შეიძლება, ელემენტარული, ყველაზე მარტივი სიტყვები დამავიწყდეს, ისეთი, რომლის დავიწყების შანსიც ნულია... რა ვიცი, მაგალითად, "ჩანგალი"

ასევე შეიძლება, ვერ გავიხსენო, სად დავდე რაღაც ნივთი და ვეღარ ვიპოვო. თითქოს, შედარებით დაბინდულია გონება. ვიტყვი, რომ კოვიდის გადატანის მერე სხვანაირი ხარ, ორგანიზმიც სხვანაირია, ადვილად იღლები, სულ ფეხების დაბუჟება გაქვს, სახსრების ტკივილიც ხშირია, თავის ტკივილიც... ძილის სურვილიც დარჩა და ისიც, რომ როდესაც რამეს გაკეთებას იწყებ, კიდევ უფრო მეტი ენერგია მოდის. შეიძლება, ამას თავისი პლუსები ჰქონდეს - მაგალითად, ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ გიბიძგებს; უფრო ხშირად იღებ ანალიზებს და ზრუნავ ჯანმრთელობაზე. თანაც, აქამდე ძალიან დიდი შიში მქონდა, რა მეშველება, კოვიდი რომ დამემართოსმეთქი და ეს უდიდესი შვებაა, ძალიან თავისუფალი ვარ ამ მხრივ" - გვიყვება გიორგი.

საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 267 000-ს აჭარბებს. ინფიცირებულთაგან 260 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს 3 400 პირი ემსხვერპლა.

ხანძარი თბილისში - ხუდადოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გასული 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში